უნივერსიტეტების მესამე მისიის ხელშეწყობა - თამარ სანიკიძე
(HERE-ს პუბლიკაცია) / (HEREs’ publication)
[Please scroll down for English]
საქართველოში კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF) დანერგვა მოაზრებულია პროექტის – „ინოვაციის, ინკლუზიურობის და ხარისხის პროექტი – საქართველო I2Q (WB)”, ფარგლებში. საინვესტიციო პროექტი მსოფლიო ბანკის/IBRD-ის მიერ არის დაფინანსებული და მას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ახორციელებს. CIF წარმოადგენს მიზნობრივი დაფინანსების მოდელს. ფონდი ხელმისაწვდომია უნივერსიტეტებისათვის ახალი ინიციატივებისა და ინოვაციური მიდგომების დასანერგად და სწავლების, სწავლისა და კვლევის მიმართულებებით არსებული პრობლემების გადასაჭრელად. ტექნოლოგიებისა და თანამედროვე სწავლების მეთოდების გამოყენება, რაც, თავის მხრივ, ინოვაციებისა და საუნივერსიტეტო მართვის სისტემის განვითარების ხელშემწყობია, წარმოადგენს პოტენციურ ინსტრუმენტს, რომლის მეშვეობითაც უნივერსიტეტი, პარტნიორობისა და კონსორციუმების მეშვეობით, შეასრულებს თავის ეკონომიკურ და სოციალურ მისიას და დადებით წვლილს შეიტანს საზოგადოების განვითარებაში.
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიმართ CIF-ის მიერ დაგეგმილი და განხორციელებული მიზნობრივი მხარდაჭერის მნიშვნელობა განხილული იქნა პროექტის – „SQUARE“ ფარგლებში, 2023 წლის 11-12 დეკემბერს თბილისში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ დასკვნით კონფერენციაზე – Addressing 3rd Mission in Universities: Local and Global I International Disemination Conference.
2022 წელს I2Q პროექტმა CIF-ის პირველი კონკურსი ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც 13 საპროექტო წინადადება დაფინანსდა (დაახლოებით, $2.1 მილიონის ჯამური დაფინანსებით). გამარჯვებული პროექტები მოიცავს სწავლის სხვადასხვა სფეროს, როგორიცაა საზღვაო განათლება, ხელოვნება, მედიცინა, ჯანდაცვა, ფსიქოლოგია, სამართალი, ინჟინერია და სხვა. პროექტები, მაგალითად, მიზნად ისახავს, განავითაროს/გააძლიეროს:
ა) ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების მიწოდების ახალი შესაძლებლობები საკონსულტაციო ცენტრში ტრანსკრანიალური მაგნიტური სტიმულაციის (TMS) სისტემის დანერგვითა და ცენტრის მანდატის გაფართოებით: მომსახურება ხელმისაწვდომი იქნება არა მხოლოდ სტუდენტებისთვის, არამედ სრულიად საქართველოს მოსახლეობისთვის. პროექტი ხელს შეუწყობს საყოველთაო ფსიქიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, მას შემდეგ, რაც მოხდება სამკურნალო პროტოკოლების პილოტირება და ადაპტირება. საკონსულტაციო სამსახურის მანდატის გაფართოება ხელს შეუწყობს, ასევე, უნივერსიტეტის დამხმარე ეკონომიკურ საქმიანობას.
ბ) კავშირი საინჟინრო განათლებასა და შრომის ბაზრის მოთხოვნებს შორის, განსაკუთრებით კი საწარმოო ბიზნესის მიმართულებით საგანმანათლებლო პროგრამებში პრაქტიკული კომპონენტების გაძლიერებით, ტრენინგ-სემინარების, ერთობლივი კვლევითი აქტივობებისა და სხვა ინოვაციების შეთავაზებით, რომლის ფარგლებშიც კერძო სექტორი და უნივერსიტეტი, სტუდენტების ჩართულობით, გაერთიანდება კონკრეტული ბიზნეს გამოწვევების საპასუხოდ. პროგრამა უზრუნველყოფს კერძო სექტორის წვდომას სფეროს თანამედროვე მიღწევებზე; სტუდენტებს კი, აკადემიური პერსონალის ხელმძღვანელობით, შესაძლებლობა აქვთ ფოკუსირდნენ დამსაქმებლის კონკრეტული პრობლემის გადაჭრაზე.
გ) მულტიდისციპლინური/მულტიპროფესიული პრაქტიკული სასწავლო ლაბორატორიები (hub), რომელიც ფსიქოლოგიისა და სოციალური მუშაობის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებს მისცემს შესაძლებლობას, შშმ პირთათვის მოამზადონ სხვადასხვა პროფესიის ანალიზი და გამოავლინონ შესაბამისი სპეციფიკური სამუშაო უნარები. ამასთანავე, შშმ პირების დასაქმებითა და პროფესიული უნარების განვითარების გზით, მოხდება მათი სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა.
შემოთავაზებული პროექტების შინაარსის გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ CIF უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის იქცა ერთგვარი ბიძგის მიმცემად, ორიენტირებულიყვნენ მესამე მისიასთან დაკავშირებული საკითხების განხორციელებაზე და, შესაბამისად, ფართო საზოგადოებისთვის სარგებლის მოტანაზე.
I2Q პროექტის ფარგლებში CIF განხორციელდება ორ ეტაპად. CIF-ის მეორე დაფინანსების ფანჯარა ამჟამად ღიაა და მისი საერთო ბიუჯეტი $2.2 მილიონს შეადგენს. I2Q პროექტის დასრულების შემდეგ, CIF, როგორც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დივერსიფიცირებული დაფინანსების მექანიზმი, დარჩება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაქვემდებარებაში. ხოლო კონკურსები, მიზნობრივი აქტივობების წარმატებით განსახორციელებლად, გამოცხადდება სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრების მობილიზებით.
Fostering the third mission of universities – Tamar Sanikidze
The introduction of the Competitive Innovation Fund (CIF) in Georgia is being considered under Georgia I2Q – Innovation, Inclusion and Quality (I2Q) Project that is investment project funded by the World Bank/IBRD and implemented by the Ministry of Education Science and Youth of Georgia. The concept of the CIF as a targeted funding pool that can be accessed by groups within the university community to carry out new initiatives and innovative approaches to address the existing problems in teaching, learning or research. Using technology and modern pedagogical approaches, incentivizing innovation and supporting development of the university management system potentially provides a clear and possibly even dedicated instrument for implementing the economic and social mission of the university and realizing its contribution to communities through partnerships and consortium actions.
The importance of targeted support for the higher education institutions planned and implemented through CIF was discussed during the final conference within the project SQUARE – Addressing 3rd Mission in Universities: Local and Global 1st International Dissemination Conference on December 11-12, 2023 at Ilia State University, Tbilisi, Georgia.
In 2022, I2Q project has already held CIF first competition with 13 proposals receiving funding (with a total funding of approx. $2.1 million). The projects funded under the first funding window cover various fields of study, such as maritime and arts education, medicine, healthcare, psychology, law, engineering, etc. For a more thorough vision, projects are aimed at developing e.g.:
New opportunities to provide mental health services by establishing the Transcranial Magnetic Stimulation (TMS) system at the Counselling Center and expand the center’s mandate by serving not only students (free of charge) but also entire population of Georgia to improve their mental well-being, after piloting and adapting the treatment protocols. Expansion of the Counselling Service’s mandate will also contribute to the auxiliary economical activities of the university.
b) Better linkages between engineering education and the demands of the labor market, particularly in the field of manufacturing businesses, by incorporating practical components into training programs, offering training seminars, conducting joint research activities, and implementing other innovative under which the private sector and the university join forces to address specific business challenges, with students participating hands-on. The program provides the private sector with cost-effective access to cutting-edge academic knowledge and expertise in the field, while a team of students guided by academic staff focus on solving their specific problem.
Multidisciplinary/multi-professional practical learning laboratories (hub), which will be used for students of psychology and social work programs as a practical platform where an analysis of various professions for people with disabilities will be prepared, specific work skills of people with disabilities will be identified, and their social integration will be promoted.
Considering the project contents proposed by the universities, it can be concluded that the CIF served as a major trigger for HEI to focus on issues related to the university third mission implementation thus contributing to benefitting the larger society.
Within the framework of the I2Q project, the CIF will be implemented in two stages. The CIF second funding window is currently open with a total budget of $2.2 million. After the completion of the I2Q project, the CIF as an additional diversified financing mechanism in HE will remain under the Ministry of Education and Science of Georgia and the following competitions will be announced through the mobilization of state budget funds to enable the target actions to be successfully achieved.