ზოგადი ინფორმაცია Erasmus+-ის შესახებ

[For English scroll down]

Erasmus+ არის ევროკავშირის პროგრამა განათლების, სწავლების, ახალგაზრდობისა და სპორტის სფეროებში 2021-2027 წლებისთვის. ეს არის ის საკვანძო სფეროები, რომლებიც ხელს უწყობს მოქალაქეებს როგორც პიროვნულ, ასევე პროფესიულ განვითარებაში. მაღალი ხარისხის ინკლუზიური განათლება და სწავლება, ისევე როგორც არაფორმალური განათლება, საბოლოოდ ახალგაზრდებსა და სხვა ასაკის მონაწილეებს აძლევს იმ კვალიფიკაციებსა და უნარებს, რომლებიც აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში სამოქალაქო ჩართულობის, კულტურათაშორისი გაგებისა და შრომის ბაზარზე წარმატებული გადასვლის ხელშესაწყობად. 2014-2020 წლების პროგრამის წარმატებულ პრაქტიკაზე დაყრდნობით, Erasmus+ აძლიერებს ძალისხმევას, რომ კიდევ უფრო მეტად გაზარდოს შესაძლებლობების რაოდენობა მეტი მონაწილისა და ფართო სპექტრის ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ფოკუსირებულნი არიან ხარისხობრივ შედეგებზე და ხელს უწყობენ მეტად ინკლუზიური, ერთიანი, მწვანე და ციფრულად მორგებული საზოგადოების შექმნას. 

მობილური, მულტიკულტურული და ციფრული სამყაროს ცვალებადობასთან საპასუხოდ, Erasmus+ მხარს უჭერს ევროპული განათლების სივრცეს, ციფრული განათლების სამოქმედო გეგმას (2021-2027), ევროკავშირის ახალგაზრდულ სტრატეგიას და სპორტის სამუშაო გეგმას (2021-2024). პროგრამა მოუწოდებს მოქალაქეებს, რომ ისწავლონ და მუშაონ საზღვარგარეთ და შეისწავლონ დამატებითი ენები, გარდა მშობლიური ენის.

როგორც COVID-19 პანდემიამ აჩვენა, თანაბარი განათლების ხელმისაწვდომობა მეტად მნიშვნელოვანია კრიზისებიდან სწრაფი აღდგენის უზრუნველყოფისთვის. ამ აღდგენის პროცესის ფარგლებში, Erasmus+ პროგრამა აძლიერებს თავის ინკლუზიურ განზომილებას და მხარს უჭერს პიროვნული, სოციალურ და პროფესიულ განვითარებას ევროპის და მის ფარგლებს გარეთ, მიზნად ისახავს, რომ არავინ დარჩეს შესაძლებლობებს მიღმა. ინკლუზიურობის უზრუნველსაყოფად, პროგრამა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს საზოგადოების იმ ნაწილის ჩართულობის ხელშეწყობას ვისაც გააჩნია ნაკლები შესაძლებლობები, თავიანთი ფიზიკური, სოციალურ-ეკონომიკური, ჯანმრთელობის თუ სხვა შეზღუდული შესაძლებლობიდან გამომდინარე.

დამატებით, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა არის შეზღუდული მონაწილეობა დემოკრატიულ ცხოვრებაში და დაბალი ინფორმირებულობა ევროპული საკითხების შესახებ მთელს კონტინენტზე, რაც გავლენას ახდენს მოქალაქეების ჩართულობაზე როგორც მათ თემებში, ასევე ევროკავშირის პოლიტიკურ სფეროში. ევროპული იდენტობის გაძლიერება და ახალგაზრდების მონაწილეობა დემოკრატიულ პროცესებში გადამწყვეტია ევროკავშირის მომავლისთვის. არაფორმალური სასწავლო აქტივობების გზით, ევროკავშირი ერასმუს+ პროგრამებით ხელს უწყობს უნარების გაუმჯობესებას, აქტიურ მოქალაქეობას და სოციალური, ინტერკულტურული და კრიტიკული აზროვნების კომპეტენციების განვითარებას. ეს ძალისხმევა ასევე მნიშვნელოვან როლს თამაშობს დეზინფორმაციასთან და ყალბ ამბებთან ბრძოლაში.

ევროპული ინოვაციების დღის წესრიგის შესაბამისად, ციფრული უნარებისა და გამოცდილების განვითარება ისეთ სფეროებში, როგორიცაა ქმედებები კლიმატის ცვლილების საპასუხოდ, სუფთა/განახლებადი ენერგია, ხელოვნური ინტელექტი, რობოტიკა და დიდი მონაცემების ანალიზი გადამწყვეტია ევროპის მდგრადი ზრდისთვის. პროგრამა ხელს შეუწყობს ინოვაციების გაძლიერებას და უნარების დანაკლისის შემცირებას, რაც ევროკავშირის ბიზნესს უფრო კონკურენტუნარიანს გახდის. ეს ინვესტიცია უნარების განვითარებაში სარგებელს მოუტანს ინდივიდებს, ორგანიზაციებს და საზოგადოებას, ხელს შეუწყობს მდგრად განვითარებას, თანასწორობასა და სოციალურ ჩართულობას მთელ ევროპაში.

Erasmus+ პროექტები უნდა შეესაბამებოდეს ევროკავშირის მდგრადობის პრიორიტეტებს ეკოლოგიურად სუფთა პრაქტიკის დანერგვით. ორგანიზაციებმა და მონაწილეებმა უნდა შეიმუშაონ – შეიმუშავონ პროექტები გარემოსდაცვითი პრიორიტეტებით, წაახალისონ დისკუსიები მდგრადობაზე და დანერგონ უფრო მწვანე გზები აქტივობების განსახორციელებლად ყველა დონეზე.

ტრანსნაციონალური და საერთაშორისო თანამშრომლობის მხარდაჭერა განათლებაში, ტრენინგებში, ახალგაზრდობასა და სპორტში არის მნიშვნელოვანი პირობა ინდივიდების უნარ-ჩვევების გასაძლიერებლად, ის ასევე ხელს უწყობს სწავლის აღიარებას სხვადასხვა კონტექსტში და ამცირებს სკოლის ადრეულ მიტოვებას. სხვადასხვა იდეების, გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაცვლა აძლიერებს განათლების ხარისხს და სოციალურ ერთიანობას. ევროკავშირის Erasmus+ პროგრამა ეფუძნება 35 წელზე მეტ ხნიან წარმატებულ პრაქტიკასა და მიღწევებს ამ სფეროებში. Erasmus+ პროგრამის გზამკვლევი შეესაბამება ევროკომისიის წლიურ სამუშაო გეგმებს და შეიძლება გადაიხედოს/განახლდეს ბიუჯეტის ხელმისაწვდომობისა და პრიორიტეტების მიხედვით. 


General information about the Erasmus+ Programme

Erasmus+ is the EU Programme in the fields of education, training, youth and sport for the 2021-2027 period. Education, training, youth and sport are key areas that support citizens in their personal and professional development. High quality, inclusive education and training, as well as informal and non-formal learning, ultimately equip young people and participants of all ages with the qualifications and skills needed for their meaningful participation in democratic society, intercultural understanding and the successful transition to the labor market. Building on the success of the programme in the 2014-2020 period, Erasmus+ strengthens its efforts to increase the number of opportunities offered to even more participants and to a wider range of organizations, focusing on the qualitative impact of the Programme and contributing to more inclusive and cohesive, greener and digitally fit societies.

In a rapidly changing, increasingly mobile, multicultural, and digital world, Erasmus+ supports the European Education Area, Digital Education Action Plan (2021-2027), EU Youth Strategy, and EU Work Plan for Sport (2021-2024). The Programme encourages individuals to study, work, and learn abroad, and promotes multilingualism by encouraging the acquisition of two additional languages alongside one’s mother tongue.

The COVID-19 pandemic highlighted the importance of equal access to education as a crucial factor for societal recovery. Erasmus+ addresses this by creating opportunities for personal, social, and professional development, ensuring that no one is left behind. The Programme emphasizes inclusivity by reaching out to people of diverse ages, cultures, and socioeconomic backgrounds, particularly those with fewer opportunities such as people with disabilities, migrants, and those from remote or disadvantaged areas.

One major challenge is the limited participation in democratic life and the low awareness of European issues across the continent, affecting citizens’ engagement in both their communities and the EU’s political sphere. Strengthening European identity and youth participation in democracy is crucial for the EU’s future. Non-formal learning activities can help by enhancing skills, fostering active citizenship, and developing social, intercultural, and critical thinking competencies. These efforts also play a key role in combating disinformation and fake news.

In line with the European Innovation Agenda, developing digital skills and expertise in areas like climate action, clean energy, AI, robotics, and big data is crucial for Europe’s sustainable growth. The Programme can help boost innovation and close the skills gap, making EU businesses more competitive. This investment in skills will benefit individuals, organizations, and society, promoting sustainable growth, equity, and social inclusion across Europe.

Erasmus+ projects should align with the EU’s sustainability priorities by adopting eco-friendly practices. Organizations and participants should design projects with an environmental focus, encouraging discussions on sustainability and finding greener ways to implement activities at all levels.

Supporting transnational and international cooperation in education, training, youth, and sport is key to empowering individuals with essential skills, reducing early school leaving, and recognizing learning across different contexts. This exchange of ideas and best practices enhances education quality and social cohesion. The Erasmus+ Programme, a long-standing EU success, builds on over 35 years of achievements in these fields. The Erasmus+ Programme Guide aligns with the European Commission’s annual work plans and may be revised based on budget availability and priorities.