ჰორიზონტალური პრიორიტეტები - კარგი პრაქტიკის მაგალითები
ინკლუზია და მრავალფეროვნება:
- პროექტის სახელი – ინტერვალი: შეხვედრები ხელოვანებს, ბავშვებსა და პედაგოგებს შორის (INTERSTICE. Encounters between artists, children and educators)
პროექტის იდენთიფიკატორი: 2020-1-ES01-KA203-082989
მონაწილე ქვეყნები: იტალია, ესპანეთი, დიდი ბრიტანეთი, ნორვეგია
ბიუჯეტი – 295.565,00 €
სრული ინფორმაცია:
https://erasmus-plus.ec.europa.eu/projects/search/details/2020-1-ES01-KA203-082989
პროექტის მიმოხილვა და მიზნები
INTERSTICE პროექტი შეიქმნა, რათა შეეტანა მაღალი ხარისხის ხელოვნება სკოლებში, თანაბარი და ინკლუზიური ხელმისაწვდომობის პრინციპით. მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით ხელოვნება ყველასთვის ხელმისაწვდომია, ბევრ ადამიანს უჭირს პროფესიული გამოცდილების მიღება ამ დარგში. კვლევებმა აჩვენა, რომ ბავშვებს საშუალო და მაღალშემოსავლიანი ოჯახებიდან უფრო მეტად აქვთ წვდომა კულტურის ამ დარგზე, ვიდრე ბავშვებს დაბალშემოსავლიანი ოჯახებიდან. ამ პრობლემიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, სკოლებში ხელოვნება გახდეს უფრო ხელმისაწვდომი, რათა ყველა ბავშვს ქონდეს შესაძლებლობა განივითაროს შექმნისა და კრიტიკული აზროვნების უნარები. ამისთვის ხელოვნება უნდა იყოს პედაგოგების საწყისი მომზადების ნაწილი.
მიზნები:
პროექტის მიზნებია:
- თანამედროვე ხელოვნების სკოლებში შეტანა და მასწავლებლების დატრენინგება ხელოვნების განათლების ახალ მიდგომებში.
- კულტურულ და საგანმანათლებლო საზოგადოებებს შორის თანამშრომლობის განვითარება, რათა პედაგოგებმა და უნივერსიტეტის სტუდენტებმა აღიქვან ხელოვნება, როგორც მათი მომავალი კარიერის განუყოფელი ნაწილი.
- თანამედროვე კულტურულ კონტექსტში პედაგოგიკის ახალი მეთოდების შემუშავება და გამოყენება.
- ინტერკულტურული ცნობიერების გაძლიერება პარტნიორ ქვეყნებს შორის მობილობისა და თანამშრომლობის გზით.
განხორციელებული აქტივობები:
- ტრენინგი და თანასწორი სწავლება: ყველა პარტნიორმა ინსტიტუციამ საკუთარი სპეციალობის მიხედვით განახორციელა ტრენინგი, რომელიც მოიცავდა ვიზუალურ და წარმოდგენით ხელოვნებებს სხვადასხვა სასწავლო ეტაპებზე. ტრენინგებში მონაწილეობდნენ პროფესიონალი მხატვრები, სკოლებისა და უნივერსიტეტების აკადემიური პერსონალი.
- უნივერსიტეტებში ტრენინგი: უნივერსიტეტის პედაგოგები და ხელოვანები ერთობლივად ატარებდნენ სესიებს, რომლითაც მოამზადეს სტუდენტები, რომლებსაც შემდგომ უნდა გადაემდაზებინად სკოლის მასწავლებლები თანასწორი სწავლების მეთოდოლოგიებით.
- განათლების მასალების შექმნა: პარტნიორებმა ერთობლივად შეიმუშავეს საგანმანათლებლო მასალები, რომლებიც ხელს შეუწყობს უნივერსიტეტის საწყისი განათლების და მასწავლებლების უწყვეტი პროფესიული განვითარების გაუმჯობესებას.
შედეგები, როგორც კარგი პრაქტიკა:
პროექტის ფარგლებში შეიქმნა 6 ინტელექტუალური პროდუქტი, რომელიც ხელმისაწვდომია ციფრულ ფორმატში:
- მეთოდოლოგიური სახელმძღვანელო.
- თანასწორი სწავლების მეთოდოლოგია.
- კვლევა თანასწორი სწავლების მეთოდოლოგიაზე.
- ღია პედაგოგიური მასალები.
- სასწავლო კურსი პარტნიორი უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის.
- ვირტუალური ხელოვნების მუზეუმი.
ციფრული ტრანსფორმაცია:
- პროექტის სახელი: ციფრული ტრანსფორმაციის მართვა (Managing Digital Transformation )
პროექტის იდენთიფიკატორი: 2020-1-NL01-KA203-064643
ჩართული პროექტი: ნიდერლანდები, გერმანია, საბერძნეთი, ესპანეთი და პორტუგალია.
ბიუჯეტი : 444.441,00 €
სრული ინფორმაცია:
https://erasmus-plus.ec.europa.eu/projects/search/details/2020-1-NL01-KA203-064643
პროექტის მიმოხილვა და მიზნები
პროექტი ციფრული ტრანსფორმაციის მენეჯმენტი (MDT) შეიქმნა ევროპაში ციფრული ტრანსფორმაციის კვალიფიციურ პროფესიონალებზე მზარდი მოთხოვნის საპასუხოდ. ბევრი ორგანიზაციის თანამშრომლებს არ გააჩიათ აუცილებელი ციფრული უნარები და იმდენი ცოდნა, რომ ამ სფეროში მუდმივად ცვლებად ტენდენციებს ფეხი აუწყონ. შესაბამისად, პროექტი მიზნად ისახავდა სტუდენტებისა და პროფესიონალებისათვის მიეწოდებინა ყოვლისმომცველი ციფრული ტრანსფორმაციის პროგრამა, რომელიც შესთავაზებდა პრაქტიკულ სტრატეგიებს განვითარებადი შესაძლებლობების გამოსაყენებლად.
MDT პროექტი ფოკუსირებული იყო იმ პროფესიონალების საჭიროებაზე, რომლებიც:
- ჩართულნი არიან ციფრული ტრანსფორმაციის სტრატეგიების შექმნასა და განხორციელებაში;
- ფლობენ როგორც ტექნიკურ, ასევე რბილ უნარებს, რათა წარმართონ ორგანიზაციები ამ ცვლილებების პროცესში;
- შეათავსონ ერთმანეთთან ბიზნეს გამოცდილება, ტექნიკური ცოდნა და ლიდერობის უნარები.
- კვალიფიციურები არიან მრავალ დისციპლინაში და შეუძლიათ იმუშაონ ამ დისციპლინების კვეთაზე.
- მოქმედებენ, როგორც “ციფრული ცვლილების პასუხისმგებელი აგენტი”, რათა მართონ ციფრული ცვლილებები.
პროექტის შედეგები, როგორც კარგი პრაქტიკა:
პროექტის შედეგები მოიცავდა:
- სპეციალიზაციის პროგრამები (სულ 30 ECTS):
- შეიქმნა 7 განსხვავებული 5 ECTS სპეციალიზაცია, თითოეული მოიცავს 3-4 MOOCs კურსს და 1 Capstone პროექტს, რომელიც აერთიანებს ინტერაქტიულ მასალებს, პროფესიონალურ ვიდეოებს, ქვიზებს და დავალებებს.
- სერტიფიცირების ჩარჩოს შემუშავება სამი დონისთვის: EQF6 Master, EQF7 Leader, EQF8 Digital Change Agent.
- დამატებითი შედეგები:
- შეიქმნა ციფრული აკადემია OpenEdX პლატფორმაზე კონტენტის მიწოდებისთვის.
- შემუშავდა ხარისხის უზრუნველყოფის მოდელი LEQUID ჩარჩოზე დაყრდნობით.
- შემუშავდა ბიზნეს მოდელი, რომელიც უზრუნველყოფს პროექტის მდგრადობას.
- განხორციელდა ორი საზაფხულო სკოლა სამოსსა და მიუნსტერში, 59 მონაწილით.
- განხორციელდა ორი მულტიპლიკატორული ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 220-ზე მეტმა პირმა, მათ შორის 61 უმაღლესი განათლების მასწავლებელმა.
- შემუშავდა პროექტის ვებგვერდი (https://mdt-ac.eu) და ონლაინ სასწავლო პლატფორმა (https://mdt-open.monitorboard.nl).
ეს შედეგები წარმოაჩენს ციფრული განათლებისა და პროფესიული განვითარების ინოვაციურ და მასშტაბურ მიდგომას ციფრული ტრანსფორმაციის სფეროში.
გარემოს დაცვა და კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლა:
- პროექტის სახელი: შეამცირე შენი ნახშირბადის კვალი _ დაეხმარე პლანეტას (ReduceYourCO2_HelpPlanet) (სექტორი – ახალგაზრდობა)
პროექტის იდენტიფიკატორი: 2022-1-IS01-KA210-YOU-000082583
ჩართული ქვეყნები: სლოვაკია
ბიუჯეტი : 60.000,00 €
სრული ინფორმაცია: https://erasmus-plus.ec.europa.eu/projects/search/details/2022-1-IS01-KA210-YOU-000082583
პროექტის მიმოხილვა და მიზნები
ნახშირბადის კვალი არის სათბურის აირების მთლიანი რაოდენობა, რომელიც ადამიანების ქმედებებით წარმოიქმნება. გლობალური ტემპერატურის 2°C-ით მატების თავიდან ასაცილებლად, 2050 წლისთვის საშუალო გლობალური ნახშირბადის ნაკვალევი უნდა შემცირდეს 2 ტონაზე ნაკლებ ადამიანზე წელიწადში (www.nature.org). ცხადია ჩვენი ნახშირბადის ნაკვალევის შემცირება 16-დან 2 ტონამდე ერთ ღამეში ვერ განხორციელდება, მაგრამ ყოველდღიურ ქმედებაში მცირე ცვლილების შეტანას რეალური ცვილების მოტანა შეუძლია.
პროექტისთვის ReduceYourCO2_HelpPlanet შეიქმნა სამაგიდო თამაში და მობილური აპლიკაცია, რომელიც CO2-ის დღიური ნაკვალევის გაზომვაში გვეხმარება და გვთავაზობს ნახშირბადის კვალის შემცირების სხვადასხვა გზებს. თამაშისა და აპლიკაციის გამოყენებით ნახშირბადის კვალის შესახებ ვიგებთ ინფორმაციას, საინტერესო ფაქტებს და ქცევის ალტერნატიულ პერსონალიზებულ რჩევებს.
იმპლემენტაცია:
პროექტის ჩატარების პერიოდში შემდეგი აქტივობები იქნება განხორციელებული:
1. პროექტის მართვა და კომუნიკაცია 01/09/2022-01/03/2024
2. სასწავლო ვიზიტი ისლანდიაში 14/11/2022-18/11/2022 & 22/11/2023-26/11/2023
წამყვანი ორგანიზაციის მიერ ორგანიზებული და მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი სასწავლო ვიზიტები მიზნად ისახავდა ცოდნის გაღრმავებას და ცოდნის მიღებას და მხარი დაუჭიროს გამოცდილების მიღებას საკუთარი და SEQ წარმომადგენლებისთვის.
3. CO2 ანაბეჭდის საზომი თამაშის შექმნა 23/10/2022-30/11/2023
(სამაგიდო თამაში და მობილური აპლიკაცია).
4. ტრენინგი ახალგაზრდული მუშაკებისა და ლიდერებისთვის 12/11/2023-15/11/2023.
15-მა ახალგაზრდულმა მუშაკმა სლოვაკიიდან, ისლანდიიდან, პოლონეთიდან, უნგრეთიდან და იტალიიდან მონაწილეობა მიიღო ტრენინგში სლოვაკიაში.
5. ეროვნული თამაშის ტესტირება – ისლანდია 23/11/2023 – და სლოვაკია – 1/12/2024 და 20/12/2024.
ჩატარდა რამდენიმე ტესტირების ღონისძიება, რომელშიც ჩართული იყო დაგეგმილზე მეტი მონაწილე.
6. საბოლოო ონლაინ კონფერენცია და ოფლაინ სემინარი და ჰიბრიდული სესია პროექტის შედეგების გასაზიარებლად 8/2/2024, 12/2/2024 და 26/2/2024
ონლაინ ღონისძიებას განათლების 13 ექსპერტი უმასპინძლა. ოფლაინ სემინარი გაიმართა სლოვაკეთში, ბროდნოს დაწყებით სკოლაში (და რეიკიავიკში), სადაც 15 პედაგოგი მონაწილეობდა.
დემოკრატიულ ცხოვრებაში მონაწილეობა, საერთო ღირებულებები და სამოქალაქო: ჩართულობა
- პროექტის სახელი: სუბტოპია, ცვლილებებისა და გამძლეობის სივრცეების შესახებ – Subtopia, about Spaces for Change and Resilience (სექტორი – ახალგაზრდობა)
პროექტის იდენთიფიკატორი: 2020-1-BE05-KA227-YOU-003133
მონაწილე ქვეყნები:
ბიუჯეტი:
სრული ინფორმაცია:
სრული ინფორმაცია: https://erasmus-plus.ec.europa.eu/projects/search/details/2020-1-BE05-KA227-YOU-003133
პროექტის მიმოხილვა და მიზნები
2015-2016 წლებში Vitamin C კოორდინაციას უწევდა სტრატეგიული პარტნიორობის პროექტს – CREATIVE SPACES. CREATIVE SPACES-ის მთავარი კითხვა იყო: „როგორი სივრცე სჭირდებათ ახალგაზრდებს, რომ იყვნენ მეტად შემოქმედებითები, განავითარონ თავიანთი ნიჭი და გაძლიერდნენ?“ პროექტის მიმდინარეობისას და მისი დასრულების შემდეგ განხილვისას გამოიკვეთა, რომ კრეატიულ სივრცეები გარდა იმისა რომ, ინდივიდებად აყალიბებს ახალგაზრდებს, ხელს უწყობს მათ პიროვნულად ზრდას და გაძლიერებას, ეს სივრცეები:
1) დიდ ზემოქმედებას ახდენს მათ გარშემო სამეზობლოებზე, საზოგადოებასა და ადგილობრივ გარემოზე. ეს სივრცეები ნაშენებია, ისეთ იდეებზეა, როგორიცაა თავისუფალი აზროვნება, აქტივიზმი და გამძლეობა. ამ სივრცეებში მომუშავე პირები ცდილობენ საზოგადოება უკეთეს ადგილად (უტოპიად) გარდაქმნან. სწორედ აქედან მომდინარეობს პროექტის სახელი – “SUBTOPIA”.
2) ახალგაზრდების ჩართულობა ამ საქმიანობაში ამ სივრცეების არსებობისთვის განუყოფელი ნაწილია.
რატომ ახალგაზრდები? ახალგაზრდები განსაკუთრებით განიცდიან ცვლილებებს. მათ ადარდებთ მსოფლიოში მიმდინარე პროცესები და სხვა ახალგაზრდების ქმედებებით შთაგონებულებს, თვითონაც უნდათ გახდნენ ცვლილებების მომტანნი. მაგალითად, გრეტა ტუნბერგი, ის ახალგაზრდებისთვის ძალის და გამძლეობის საერთაშორისო ხატია. ახალგაზრდები ევროპის ბევრ ქვეყანაში ოცნებობენ, იბრძვიან და აშენებენ ახალ და უკეთეს საზოგადოებას : ისინი სუბტოპიის მკვიდრნი არიან. ისინი ოცნებობენ ახალ ევროპაზე.
რატომ კულტურული და შემოქმედებითი სივრცეები? ასეთი სივრცეები არის თავშესაფარი თავისუფალი იდეებისთვის, ღია აზროვნებისთვის და გამძლეობისთვის. კულტურულ და შემოქმედებით სივრცეებს აქვს ძალა შეცვალონ საზოგადოება. კულტურა, მნიშვნელოვანია სოციალური ერთობისა და მდგრადობისთვის, ეკონომიკური განვითარებისა და მდგრადობისთვის, დიალოგისა და ურთიერთგაგებისთვის, (იხ. https://www.britishcouncil.org/sites/default/files/culture-matters-report-v2.pdf ) როგორც ევროპული კულტურული ფონდი აცხადებს: „კულტურა ხელს უწყობს სოციალურ სამართლიანობას, ისევე როგორც ეკონომიკურ და გარემოს ცვლილებებს, ხალხის აზროვნებისა და მოკლევადიანი ქცევის უფრო მდგრადი გადაწყვეტილებებზე გადასვლის გზით“. ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია ითქვას, რომ სუბტოპია ეხება „ხელოვნებას, კულტურას და კრეატიულობას საზოგადოებისთვის“ და იმაზე, თუ რას შეიძლება ნიშნავდეს ეს სივრცეები, ხელოვნების, კულტურისა და კრეატიულობის მეშვეობით, როგორც თავისუფალი სამოთხე და ინკუბატორი ახალგაზრდებისთვის ცვლილებებზე მუსაობისათვის.
რატომ ცვლილება და გამძლეობა? სუბტოპიის მთავარი აქცენტი ცვლილება და გამძლეობაა. როდესაც ადამიანები სუბტოპიისთვის ოცნებობენ და იბრძვიან, ისინი მიწისქვეშა დინების წყაროს წარმოადგენენ, რომელიც ცვლის მათ გარშემო არსებულ სამეზობლოს და საზოგადოებას.
ხშირად ასეთი სივრცეები დაუცველია. ორგანიზაციები და ახალგაზრდები, რომლებიც უკეთესი საზოგადოების შესაქმნელად იბრძვიან, განიცდიან ბულინგის ან შესაძლოა იყვნენ საფრთხის ქვეშაც კი, გარკვეული ჯგუფებისგან. ეს ახალგაზრდები იმალებიან მარგინალიზებული ან სოციალური და კულტურული ასპარეზის მიღმა. მაგრამ ისინი მაინც აგრძელებენ წინააღმდეგობის გაწევას და ბრძოლას.
სწორედ სუბტოპია “აურორას” სტუმრობა ბუდაპეშტში, უნგრეთში, იყო შთაგონება პროექტი SUBTOPIA-ს დასაწყებად. ავრორა უამრავ გამოწვევას გაუმკლავდა (მრავალი თავდასხმისა მმართველი მუნიციპალიტეტის, უკიდურესი მემარჯვენე ჯგუფებისა და სახელმწიფო პროპაგანდისგან).
Aurora, როგორც სივრცე ცვლილებისა და გამძლეობის საოცარი მაგალითია. გამოცდილების საერთაშორისო გაცვლა ხშირად გადამწყვეტია სოლიდარობისთვის და გადარჩენისათვის.
2020 წელს COVID-19 კრიზისმა ყველა ის საჭიროება და გამოწვევა, რომელსაც ეს სივრცეები უპირისპირდებოდნენ კიდევ უფრო აქტუალური გახადა. COVID-19 კრიზისი იყო ექსტრემალური ვითარება, რომელმაც განსაკუთრებით მძიმედ დაარტყა კულტურულ და შემოქმედებით სექტორებს და ყველას, ვინც ამ პროცესებში იყო ჩართული.
მიზნები
როგორ ხდება კულტურული და კრეატიული სივრცეები ევროპაში საზოგადოებისთვის ცვლილებების მომტანი და ერთგვარი თავშესაფრები გამძლეობისათვის.
სუბტოპიას მიზანი იყო, გაეძლიერებინა, როგორც ამ სივრცეების პერსონალი, ისევე ახალგაზრდების, რათა ცვლილებების მომტანნი ყოფილიყვნენ.
სუბტოპია დაეხმარა ახალგაზრდებს და პროფესიონალებს დაეუფლებოდნენ უნარ-ჩვევებს და კომპეტენციებს, რომელიც ახალგაზრდების პოტენციალს მხარს უჭერს და ხელს უწყობს მათ უნარს გახადონ მათ გარშემო გარემო უფრო გამძლე. პროექტის მიზანი იყო ასევე ახალი შესაძლებლობების და პერსპექტივების გაჩენა პოზიტიური ცვლილებებისათვის.
პროექტი განხორციელდა, რამდენიმე პარტნიორთან ერთად ევროპის მასშტაბით, რათა ხაზი გასმოდა მრავალი კულტურული და შემოქმედებითი სივრცის მნიშვნელობას მთელ ევროპაში. რადგან,
1) მათ მიერ შესრულებული სამუშაო გადამწყვეტია საზოგადოების უკეთესობისკენ შესაცვლელად,
2) ასეთი სივრცეები გადამწყვეტია ახალგაზრდებისთვის განვითარებისთვის. ხელოვნება, კულტურა და შემოქმედება ამისთვის უნიკალურ შესაძლებლობას ქმნის.
იმპლემენტაცია:
ძირითადი აქტივობები, რომლებიც პროექტის მიმდინარეობისას ჩატარდა:
– 4 ტრანსნაციონალური პარტნიორის შეხვედრა 9 პარტნიორთან;
– რამდენიმე ადგილობრივი ახალგაზრდული ლაბორატორიის შეხვედრა, ორგანიზებული 5 პარტნიორის მიერ.
– 1 მონაწილეობითი შეჯამებით კონფერენცია, სადაც ორივე ჯგუფი გაერთიანდა: 10 თანამშრომელი და 10 ახალგაზრდა
– 3 დამატებითი სპეციალური აქტივობა პროექტის შედეგების გასავრცელებლად
– ონლაინ კომუნიკაცია სოციალური მედიის საშუალებით
შედეგები
პროექტისგან შედეგები მრავალმხრივი იყო.
პირველ რიგში, სუბტოპიის საშუალებით გამოიკვეთა გზები, რომლებიც ხელს უწყობს საზოგადოების ტრანსფორმაციას და მდგრადობას. პროექტი მიზნად ისახავდა ეკვლია, თუ როგორ უჭერს მხარს ეს სივრცეები ახალგაზრდებს და ეხმარება მათ სოციალური ცვლილებების განხორციელებაში და გამძლეობის შენარჩუნებაში.
გარდა ამისა, პროექტის დროს შეიქმნა რეკომენდაციების კრებული, რომელშიც შეტანილია პროექტის მონაწილეთა გზავნილები და რეფლექსიები ისეთ თემებზე, როგორიცაა კულტურული და შემოქმედებითი სივრცეები, როგორც ცვლილებების მომტანი ადგილები და გამძლეობის თავშესაფრები.