როგორ ვისარგებლო Erasmus Mundus ერთობლივი სამაგისტრო პროგრამით?

Erasmus Mundus სამაგისტრო პროგრამით სარგებლობისთვის, განაცხადის შეტანა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, რომელსაც უკვე მიღებული აქვს ბაკალავრის ხარისხი, ან ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის დაწყებდამდე მიენიჭება, შესაბამისი აკადემური ხარისხი. 

Erasmus Mundus სამაგისტრო პროგრამაზე დაინტერესებულ პირებს განაცხადის შეტანა შეუძლიათ დამოუკიდებლად.

სამაგისტრო პროგრამების ჩამონათვალი მოცემულია შემდეგ ბმულზე. 

სამაგისტრო პროგრამამ, შესაძლოა, საუკეთესო სტუდენტებს დაუფინანსოს სწავლასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი:

  •  მოგზაურობა;
  • ვიზის ხარჯი;
  • საცხოვრებელი ხარჯი.

სტანდარტულად, განაცხადების შეტანა ხდება ოქტომბერსა და იანვარში, იმის შესაბამისად, თუ რომელ სემესტრში იწყება სწავლა, ამა თუ იმ, საგანმანათლებლო პროგრამაზე. 

შენიშვნა:  საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღების წესი/წარსადგენი დოკუმენტაცია, შესაძლოა, განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან. 

წარსადგენი დოკუმენტაცია და მიღების პრიობები თან ახლავს თითოეულ საგანმანათლებლო პროგრამას. (იხ. ზედა ბმული)