როგორ ვისარგებლო Erasmus+ სტუდენტური მობილობის პროგრამით?

ერაზმუს+ ფარგლებში, მობილობის პროგრამა ხორციელდება უნივერსიტეტების კონსორციუმის მიერ (მშობლიური და მასპინძელი უნივერსიტეტი).

პროგრამაზე მიღებას და კონკურსის შესახებ ინფორმაციას, თავიანთი სტუდენტებისთვის აცხადებან უმაღლესი სასწავლო დაწესებულებები.

იმისთვის რომ შეძლოთ ერაზმუს+ გაცვლითი პროგრამით სარგებლობა, ამისთვის საჭიროა:

  • ჩარიცხული იყოთ აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში;
  •  მინიმუმ, ერთი კურსი დაასრულოთ მშობლიურ უნივერსიტეტში;
  • კარგად ფლობდეთ ინგლისურ ან სხვა ევროპულ ენას, რომელზეც მიმდინარეობს საგანმანათლებლო პროგრამა;
  • გქონდეთ კარგი აკადემიური მოსწრება;
  • გქონდეს მაღალი მოტივაცია;

გაცვლითი პროგრამების შესახებ ინფორმაცია ცხადდება, სასწავლო სემესტრის დაწყვებამდე, რამდენიმე თვით ადრე.

თუ, გაცვლითი პროგრამის შესახებ, ინფორმაციას ვერ პოულობთ თქვენი მშობლიური უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე, სოციალურ მედიასა და ა. შ. მიმართეთ თქვენი უნივერსიტეტის შესაბამის სამსახურს:

  • საერთაშორისო უნტეგრაციის ცენტრი;
  • Erasmus+ პროგრამის ცენტრი;
  • ადმინისტრაცია.
შენიშვნა:  მიუხედავად იმის, რომ გაცვლითი პროგრამები ინკლუზირი ხასიათისაა, მასში მონაწილეობის პირობები/წარსადგენი დოკუმენტაცია, შესაძლოა, სხვადასხვა უნივერსიტეტში ერთმანეთისგან განსხვავდებოდეს.