როგორ ვისარგებლო Erasmus+ ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამით?
Erasmus+ ფარგლებში, ახალგარდების გაცვლითი პროგრამა საშუალებას აძლევს, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელ, ახალგაზრდა ჯგუფებს შეხვდნენ ერთმანეთს და იმუშაონ ერთობლივ პროექტებზე, დროის მოკლე მონაკვეთში. ‘
ხანგრძლივობა – ახალგაზრდობის გაცვლითი პროგრამების ხანგრძლივობა 5-დან – 21 დღემდეა, რომელშიც არ შედის მოგზაურობისთვის საჭირო დრო.
ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამები ორგანიზდება შესაბამისი, ახალგაზრდების არაფორმალური ჯგუფების ან მსგავსი ორგანიზაციების მიერ.
დაფინანსება – ევროკავშირი აფინანსებს მოგზაურობის და გაცვლითი პრორგამის ფარგლებში, აქტივობებთან დაკავშირებულ პრაქტიკულ ხარჯებს.
როგორ ვისარგებლოთ? – ფიზიკურ პირებს ინდივიდიუალურად განაცხადის შეტანა არ შეუძლიათ. ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამები ხორციელდება ახალგაზრდული ორგანიზაციების მიერ, დეცენტრალიზებულად.
პროგრამების მონაწილე აპლიკანტთა სია ინიცირდება ახალგაზრდული ორგანიზაციებისა ან შესაბამისი არაფორმალური ჯგუფების მიერ, რომლებიც, მოგვიანებით არჩევენ გაცვლითი პროგრამის ინდივიდუალურ მონაწილეებს.
* ახალგაზრდული ორგანიზაციების ჩამონათვალი საქართველოში – https://www.salto-youth.net/tools/otlas-partner-finding/organisations/?b_order=lastmod&b_offset=0&b_limit=10&b_name=&b_organisation_countries%5B%5D=country-99&b_browse=1