ინკლუზია და მრავალფეროვნება
[For English scroll down]
Erasmus+ პროგრამის მიზანია მაქსიმალურად ხელი შეუწყოს თანაბარ შესაძლებლობებსა და ხელმისაწვდომობას, ინკლუზიურობას, მრავალფეროვნებასა და სამართლიანობას. სწორედ ამიტომ, ნაკლები შესაძლებლობების მქონე ორგანიზაციების და მონაწილეების ხელშეწყობა Erasmus+ პროგრამის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ამიტომ მნიშვნელოვანია, პროექტების და აქტივობების შემუშავებისას, ორგანიზაციებს ჰქონდეთ ინკლუზიური მიდგომა, რაც ამ პროექტებს მონაწილეთა მრავალფეროვანი სპექტრისთვის გახდის ხელმისაწვდომს.
ინკლუზიური და მრავალფეროვანი პროექტების მხარდაჭერაში დიდი როლი ეროვნული სააგენტოების უჭირავთ. ევროპულ დონეზე საერთო პრინციპებსა და მექანიზმებზე დაყრდნობით, ეროვნული სააგენტოები მუშაობენ ინკლუზიისა და მრავალფეროვნების გეგმების შემუშავებაზე, რათა მაქსიმალურად დააკმაყოფილონ ნაკლები შესაძლებლობების მქონე მონაწილეთა საჭიროებები და მხარი დაუჭირონ ამ სამიზნე ჯგუფებთან მომუშავე ორგანიზაციებს, მათ ეროვნულ კონტექსტში. პროგრამის განხორციელებისთვის ასევე შექმნილია SALTO რესურს ცენტრები. ეს ცენტრები ხელს უწყობენ ღონისძიებებს, რომლებიც პრიორიტეტს ანიჭებენ ინკლუზიასა და მრავალფეროვნებას. პროგრამის მენეჯმენტის მიმართულებით მნიშვნელოვან როლს თამაშობს ევროპის განათლებისა და კულტურის აღმასრულებელი სააგენტო (EACEA). მესამე ქვეყნებში, რომლებიც არ არიან ასოცირებულნი Erasmus+ პროგრამასთან, პროგრამის შესაბამის სამიზნე ჯგუფებთან მუშაობენ ევროკავშირის დელეგაციები, ეროვნული Erasmus+ ოფისები (NEOs) (სადაც ისინი არსებობენ) და/ან Erasmus+ Focal Points (სადაც ისინი არსებობენ).
ამ პრინციპების განსახორციელებლად, შემუშავებულია ინკლუზიურობის გასაზომი ჩარჩო (the Framework on inclusion measures) და ინკლუზიისა და მრავალფეროვნების სტრატეგია (the Inclusion and Diversity Strategy). ეს დოკუმენტები მოიცავს პროგრამის ყველა სფეროს. მათი მიზანია ნაკლები შესაძლებლობების მქონე ორგანიზაციებს და მონაწილეებს ხელი შეუწყოს დაფინანსების მარტივად მოპოვებაში.
შემდეგმა პოტენციურმა ბარიერებმა შეიძლება ხელი შეუშალოს მონაწილეების ჩართულობას პროგრამაში, როგორც ცალკეულ ფაქტორებად, ასევე კომბინაციაში (ჩამონათვალი არ არის სრული). ამ ჩამონათვალის მიზანია ყურადღება გაამახვილოს ამ თემებზე და პროგრამა ნაკლები შესაძლებლობების მქონე ადამიანებისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახადოს.
შეზღუდული შესაძლებლობები: ეს კატეგორია მოიცავს ფიზიკურ, გონებრივ, ინტელექტუალურ ან სენსორულ დაქვეითებებს, რომლებმაც, სხვადასხვა ბარიერებთან ურთიერთქმედებისას, შეიძლება შეაფერხოს ინდივიდის სრული და ეფექტური მონაწილეობა საზოგადოებაში და ა.შ (მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: გაეროს კონვენცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ)
ჯანმრთელობის პრობლემები: ბარიერები შეიძლება წარმოიშვას ჯანმრთელობის პრობლემებისგან, მათ შორის მძიმე დაავადებების, ქრონიკული დაავადებების ან სხვა ფიზიკურ ან ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სიტუაციაში, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს ინდივიდის პროგრამაში მონაწილეობას.
ბარიერები, რომლებიც დაკავშირებულია განათლებასთან და ტრენინგ სისტემებთან: პირები, რომლებსაც უჭირთ განათლებისა და ტრენინგ სისტემებთან ადაპტაცია სხვადასხვა მიზეზის გამო; პირები რომლებმაც, ადრეულ ასაკში მიატოვეს სკოლა; ადამიანები, რომლებიც არ არიან განათლების, დასაქმებისა თუ ტრენინგების სფეროში; და მცირე კვალიფიკაციის მქონე მოზარდები. (მიუხედავად იმისა, რომ სხვა ფაქტორებმა შეიძლება როლი ითამაშონ) ეს საგანმანათლებლო სირთულეები, თუმცა შესაძლოა დაკავშირებული იყოს პირად გარემოებებთან, ძირითადად გამოწვეულია საგანმანათლებლო სისტემებით, რომლებიც ქმნიან სტრუქტურულ შეზღუდვებს და/ან სრულად არ ითვალისწინებენ ინდივიდის კონკრეტულ საჭიროებებს.ბარიერი შესაძლოა ასევე იყოს სასწავლო პროგრამების სტრუქტურა, რომელიც პირს არ ეხმარება სწავლის ან ტრენინგის მობილობის (რომელიც პირის სწავლის ნაწილს წარმოადგენს) საზღვარგარეთ განხორციელებაში.
კულტურული განსხვავებები: მიუხედავად იმისა, რომ კულტურული განსხვავებები შეიძლება აღიქმებოდეს, როგორც ბარიერები ნებისმიერი წარმოშობის ადამიანის მიერ, ეს განსხვავებები ხშირად დიდ ზემოქმედებას ახდენს ნაკლები შესაძლებლობების მქონდე პირებზე. ასეთი განსხვავებები შეიძლება წარმოადგენდეს მნიშვნელოვან ბარიერებს ზოგადად სწავლისთვის, განსაკუთრებით ისეთი ჯგუფებისთვის როგორებიცაა, მიგრანტთა ან ლტოლვილთა წარმომავლობის მქონე პირები (მათ შორის, მაგრამ არ შემოიფარგლება) ახლად ჩამოსული მიგრანტები, ეროვნული ან ეთნიკური უმცირესობები, ჟესტების ენის მომხმარებლები და ა.შ. ნებისმიერი სახის პროგრამულ აქტივობებში მონაწილეობისას უცხო ენებისა და კულტურული განსხვავებების გამოვლენამ შეიძლება შეაფერხოს ზოგიერთი ადამიანი და გარკვეულწილად შეზღუდოს მათი მონაწილეობით მიღებული სარგებელი პროგრამაში. ამგვარმა კულტურულმა განსხვავებებმა შესაძლოა ხელი შეუშალოს პოტენციურ მონაწილეებს პროგრამის მეშვეობით მხარდაჭერისთვის განაცხადის შეტანაში.
სოციალური ბარიერები: სოციალური ადაპტაციის სირთულეები, როგორიცაა შეზღუდული სოციალური კომპეტენციები, ანტისოციალური ან მაღალი რისკის მქონე ქცევები; (ყოფილი) დამნაშავეები, (ყოფილი) ნარკოტიკების ან ალკოჰოლის მომხმარებლები, სოციალური მარგინალიზაცია. სხვა სოციალური ბარიერები შეიძლება წარმოიშვას ოჯახური გარემოებებიდან – მაგალითად, ოჯახში პირველი, რომელმაც მიიღო უმაღლეს განათლება, მშობელი (განსაკუთრებით მარტოხელა მშობელი), მომვლელი, მარჩენალი, ობოლი, პირი ცხოვრობდა ან ამჟამად ცხოვრობს ინსტიტუციური ზრუნვის დაწესებულებაში.
ეკონომიკური ბარიერები: ეკონომიკურად არახელსაყრელი მდგომარეობა, მაგალითად, დაბალი ცხოვრების დონე, დაბალი შემოსავალი; სტუდენტები, რომლებსაც სჭირდებათ მუშაობა თავის სარჩენად; სოციალურ დახმარების სისტემაზე დამოკიდებული პირები, პირები რომლებიც დიდი ხანია უმუშევრები არიან, სიღარიბის პირას მყოფი პირები, უსახლკაროდ ყოფნა ან ვალების და ფინანსური პრობლემების ქონე პირები.
დისკრიმინაციასთან დაკავშირებული ბარიერები: ბარიერები შეიძლება წარმოიშვას დისკრიმინაციის შედეგად, რომელიც დაკავშირებულია სქესთან, ასაკთან, ეთნიკურ კუთვნილებასთან, რელიგიასთან, რწმენასთან, სექსუალურ ორიენტაციასთან, შეზღუდული შესაძლებლობებთან ან ურთიერთდამოკიდებულ ფაქტორებთან (აღნიშნული ორი ან რამდენიმე სახის დისკრიმინაციის ერთობლიობა).
გეოგრაფიული ბარიერები: შორეულ ტერიტორიებზე ან სოფლად, პატარა კუნძულებზე ან პერიფერიულ/შორეულ რეგიონებში ან ქალაქის გარეუბნებში ცხოვრება. პირები რომლებიც ცხოვრობენ ისეთ ტერიტორიაზე სადაც შეზღუდულია სატრანსპორტო მოძრაობა და არ არის სათანადო დაწესებულებები. მესამე ქვეყნებში ნაკლებად განვითარებული არეალები ასევე შეიძლება ჩაითვალოს გეოგრაფიულ ბარიერად.
დამატებითი ბმულები:
Erasmus+-ის ჰორიზონტალური პრიორიტეტები: https://erasmus-plus.ec.europa.eu/programme-guide/part-a/priorities-of-the-erasmus-programme
ინკლუზიურობის გასაზომი ჩარჩო : https://erasmus-plus.ec.europa.eu/programme-guide/part-a/priorities-of-the-erasmus-programme#footnote1_dohawiz
ინკლუზიისა და მრავალფეროვნების სტრატეგია: https://erasmus-plus.ec.europa.eu/programme-guide/part-a/priorities-of-the-erasmus-programme#footnote2_2l28un6
გაეროს კონვენცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ:https://www.un.org/development/desa/disabilities/convention-on-the-rights-of-persons-with-disabilities.html