[30/03/2025]
[For English Scroll Down]
ნულოვანი ნარჩენის საერთაშორისო დღე და Erasmus+-ის ერთგულება გარემოს მდგრადი განვითარების მიმართ!
2022 წლის 14 დეკემბერს, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ორმოცდამეშვიდე სესიაზე მიიღო რეზოლუცია, რომლის მიხედვითაც 30 მარტი ნულოვანი ნარჩენის საერთაშორისო დღედ გამოცხადდა .
ყოველწლიურად, ოჯახები, ბიზნესები და საზოგადოებრივი სერვისები 2 მილიარდ ტონაზე მეტ მყარ ნარჩენს წარმოქმნიან. თუმცა, ნარჩენების მართვის სერვისები მსოფლიოს მასშტაბით ამ მოცულობას ვერ უმკლავდება. ამ პრობლემის გადაჭრა კი გადამწყვეტია მდგრადი მომავლისთვის.
Erasmus+ პროგრამა სწავლებისა და მობილობის გზით ხელს უწყობს მდგრადი პოლიტიკის, ნარჩენების შემცირებისა და ახალი შესაძლებლობების დანერგვას. Erasmus+ -ის პროექტებში მონაწილეობით, ინდივიდები იძენენ უნარებს, რომლებიც მათ ეხმარებათ ინოვაციური და ეკომეგობრული გადაწყვეტილებების მიღებაში – იქნება ეს ყოველდღიურ ცხოვრებაში ნარჩენების შემცირება, თუ მდგრადი სტრატეგიების დანერგვა ინსტიტუციებში, ორგანიზაციებში, სამუშაო სივრცეებში და საზოგადოებაში.
30 მარტი – ნულოვანი ნარჩენის საერთაშორისო დღე გვახსენებს, რომ მცირე ცვლილებებს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში და განათლებაში გლობალური გავლენა აქვს. ერთობლივად ჩვენ შევძლებთ უფრო მდგრადი და ნარჩენებისგან დაცლილი მომავლის შექმნას.
—
International Day of Zero Waste and Erasmus+ Commitment to Environmental Sustainability!
On December 14, 2022, the United Nations General Assembly adopted a resolution during its seventy-seventh session, officially designating March 30 as the International Day of Zero Waste.
Each year, households, businesses, and public services generate over 2 billion tons of solid waste. However, waste management systems worldwide struggle to keep up.
Erasmus+ programme promotes responsible consumption, waste reduction, and innovative opportunities through learning and mobility.
By engaging in Erasmus+ projects, individuals develop the skills needed to create sustainable solutions—whether by minimizing waste in everyday life or implementing green strategies in their institutions, organizations and communities.
The International Day of Zero Waste, observed on March 30, serves as a powerful reminder that even small changes in our daily habits and education can drive global change. Together, we can build a cleaner, more sustainable, and waste-free future.



