ინტერნაციონალიზაცია, როგორც ხარისხის გაუმჯობესების ინსტრუმენტი - თამარ სანიკიძე

(HERE პუბლიკაცია) / (HEREs’ publication)

[Please scroll down for English] 

უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების ინტერნაციონალიზაცია ქვეყნისთვის  პრიორიტეტად რჩება. უნდა აღინიშნოს, რომ უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაცია არ არის თვითმიზანი, არამედ ეს არის ხარისხის გაუმჯობესების ინსტრუმენტი, რომლის გაძლიერებასაც მხარს უნდა უჭერდეს როგორც სახელმწიფო, ისე უნივერსიტეტები. ეს არის ის მთავარი იდეა, რისთვისაც საქართველოს მთავრობა მხარს უჭერს ერთობლივი სადოქტორო პროგრამების განვითარებას დარგში ლიდერების სამეცნიერო პოტენციალის ასამაღლებლად.

საერთაშორისო საგანმანათლებლო ბაზარზე კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად მნიშვნელოვანია ქვეყნის საგანმანათლებლო და კვლევითი პოტენციალის გაძლიერება ლიდერების მომზადების გზით. ინტერნაციონალიზაციის წარმატებულ გზად ითვლება საერთაშორისო ერთობლივი პროგრამების შემუშავება, რომელიც ითვალისწინებს სტუდენტების, აკადემიური პერსონალის, ადმინისტრაციისა და ინსტიტუციურ დონეზე თანამშრომლობას. საერთაშორისო ერთობლივი პროგრამის შემუშავებასა და განხორციელებაში ჩართული თითოეული მხარე სწავლობს ერთმანეთისგან და აძლიერებს კულტურულათაშორის და საერთაშორისო კომპეტენციებს. ინტერნაციონალიზაცია მოიცავს უნივერსიტეტის ყველა მისიას – სწავლებას, კვლევას და უნივერსიტეტის მესამე მისიას. განათლების სადოქტორო პროგრამა მოიცავს ყველა ამ ასპექტს – იგი უზრუნველყოფს სწავლებისა და კვლევითი მიმართულებების განვითარებას, ხოლო მისი კურსდამთავრებულები იქნებიან თავიანთი სფეროსა და საზოგადოების სამსახურში.

ზემოხსენებული გამოწვევის საპასუხოდ, ერთობლივი სადოქტორო პროგრამა – „საერთაშორისო სადოქტორო პროგრამა მმართველობასა და ადმინისტრირებაში განათლებასა და მეცნიერებაში“ („ერთობლივი სადოქტორო პროგრამა“) არის საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივა პროგრამის – „ინოვაციების, ინკლუზიურობისა და ხარისხის პროექტი – საქართველო (I2Q)“, ფარგლებში. პროგრამის ფინანსური მხარდამჭერია მსოფლიო ბანკი/რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD), საქართველოს მთავრობასთან არსებული სასესხო შეთანხმების  ფარგლებში.

საქართველოში უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობის კიდევ ერთი პრიორიტეტია უმაღლესი განათლების სწავლების ფარგლებში მეწარმეობის მოდულის შემუშავება და, ასევე, ინგლისური ენის ცოდნის გასაუმჯობესებლად მოდულის განვითარება იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც აკმაყოფილებენ დისციპლინის შემდეგ მოთხოვნებს:

  • საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ფარგლებში საველე კვლევის ჩატარება;
  • საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზი;
  • მეწარმეობის სასწავლო მოდულის შემუშავება, რომელიც შემდგომში შეთავაზებულ იქნება სხვა უნივერსიტეტებისათვის თავისუფალ ან არჩევით კომპონენტად;
  • ინგლისურენოვანი კურსების შემუშავება შესაბამისი ლიტერატურით – კონკრეტული მოდულის შექმნა და ინგლისური ენის, როგორც მედიატორის წახალისება დარგობრივი კურსებისა და დისციპლინების სწავლებისას.

ინტერნაციონალიზაციის ხელშემწყობ ზომებს შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი არის ე.წ. “International Excellence School”, რომელიც უზრუნველყოფს აკადემიური გარემოს შექმნას მოკლევადიანი კურსების შეთავაზებით.

ე.წ. “ International Excellence School” ორიენტირებული უნდა იყოს ინოვაციებზე – მოამზადოს ახალგაზრდა და გამოცდილი მკვლევარები, რომ მათ მიაღწიონ მეტ წარმატებას საგრანტო კონკურსებში და ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა პროექტების მართვა, ტექნოლოგიების გამოყენება და ინოვაციები. ყურადღება მიექცევა სექტორთაშორის თანამშრომლობას, დაპატენტებასა  და ლიცენზირებას, ასევე, ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ კანონმდებლობას როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე. მონაწილეები უნდა გაეცნონ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას, ისევე, როგორც ამ სფეროში არსებულ ეროვნულ კანონმდებლობასა და რეგულაციებს.

 


Internationalization as a tool for quality enhancement – Tamar Sanikidze

The internationalization of HE and Science remains a priority. It should be underlined, that internationalization of higher education is not an end in itself, but an instrument for quality enhancement, and has to be supported by the government and universities – this is the main idea why the GoG supports the development of a joint doctoral program for educating leads in the sector.

In order to achieve a high degree of competitiveness in the international educational market, it is important to robust the educational and research capacity of the country by educating leaders. The development of international joint-degree programs is considered a successful way of internationalization. It envisions cooperation on student, academic staff, administration, and institutional levels. All parties involved in the development and implementation of an international joint-degree program learn from each other and sharpen their intercultural and international competencies. Definition of internationalization entailed all missions of a university – teaching, research and service to society or third mission of a university. The doctoral program in education will serve all cover all these aspects – it will provide teaching and research and its graduates will serve the field and society.

To address the challenge, the joint PhD programme “International doctoral program in Governance and Administration in Education and Science” (“the joint PhD programme”) become an initiative of the Ministry of Education, Science and Youth of Georgia within the Innovation, Inclusion, and Quality Project (I2Q) Program with the financial support of World Bank /International Bank of Reconstruction and Development (IBRD) based on the Loan Agreement with the Government of Georgia.

Another priority towards supporting the internationalization of HE in Georgia, is to develop an entrepreneurship module for higher education studies as well as a module for enhancing English language skills for students considering discipline requirements:

  • Conduct a field study in bachelor and master programs;
  • Analyze international practices;
  • Create an entrepreneurship module, which then will be offered to any institutions as a free or elective component;
  • Development of English language instructed courses with the corresponding literature – create a specific module and promote the English Language as a mediator for teaching field-specific courses and disciplines).    

Among the measures promoting internationalization, it is one of the important components of establishing an International Excellence School, which provides a focused academic environment with short-term courses. The focus of the International Excellence school should be on innovation with the main aim to prepare early career researchers, as well as train experienced researchers to be more successful in the grant application, project management, technology transfer and innovation, intersectoral cooperation, patenting, licensing, intellectual property laws and rights both on national and international levels. Participants should be familiarized with international good practices as well as national laws and regulations in the field.