ჟან მონეს პროქეტები უმაღლესი განათლების მიმართულებით
ჟან მონეს პროგრამა უმაღლესი განათლების სფეროში მხარს უჭერს სწავლას და კვლევას ევროკავშირის სფეროში მსოფლიო მასშტაბით. ევროკავშირის კვლევები ეხება ევროკავშირის ისტორიას, მიზნებს, სტრუქტურებს, ფუნქციებს და/ან მის პოლიტიკას.
ევროკავშირის ასპექტზე ფოკუსირებით, ჟან მონეს აქტივობები ხელს უნდა უწყობდეს აქტიური ევროპული მოქალაქეობისა და ევროკავშირის ღირებულებების, როგორიცაა ადამიანის ღირსების პატივისცემა, თავისუფლება, დემოკრატია, თანასწორობა, სამართლის უზენაესობა და ადამიანის უფლებების პატივისცემა, მათ შორის უმცირესობების წევრების უფლებების პატივისცემა (ევროპული კავშირის ხელშეკრულების 2-ე მუხლი).
ჟან მონეს აქტივობებმა წვლილი უნდა შეიტანოს ცოდნის გავრცელებაში იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლია ამ პოლიტიკას სარგებელი მოუტანოს ევროკავშირის მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებას და/ან როგორ შეიძლება ამან გავლენა მოახდინოს პოლიტიკის ჩამოყალიბების სისტემაზე შესაბამის სფეროებში, წევრი სახელმწიფოს, რეგიონულ ან გლობალურ დონეზე. უნდა გამოჩნდეს ძალიან მკაფიო კავშირი შეთავაზებულ თემასა და ევროკავშირის პოლიტიკის თემასთან, რომელსაც ის ეხება.
ჟან მონე მოქმედებები ასევე თამაშობს საზოგადოებრივი დიპლომატიის ვექტორის როლს მესამე ქვეყნებში და ახდენს ევროკავშირის ღირებულებების გავრცელებას.
სწავლა და კვლევა
მიზნები
- მსოფლიოს მასშტაბით წაახალისოს ევროკავშირის შესახებ სწავლება და კვლევა, ხელი შეუწყოს მომავალი თაობის კარიერულ განვითარებას ევროკავშირის მცოდნეობის მიმართულებით.
- წაახალისოს დიალოგი აკადემიურ სამყაროსა და საზოგადოებას შორის ადგილობრივ, რეგიონულ, სახელმწიფოებრივ და ევროკავშირის დონეზე პოლიტიკოსებთან, საჯარო მოხელეებთან, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, განათლების სხვადასხვ ადონისა და მედიის წარმომადგენლებთან.
- შექმნას ცოდნა და გააძლიეროს ევროკავშირის როლი ევროპაში და გლობალურ სამყაროში.
- მიზნად ისახავს გაავრცელოს ცოდნა ევროკავშირის შესახებ ფართო საზოგადოებაში (აკადემიისა და სპეციალიზებული აუდიტორიების მიღმა), რაც ხელს შეუწყობს ევროკავშირის საზოგადოებასთან დაახლოებას.
- იქცეს საზოგადოებრივი დიპლომატიის ვექტორად მესამე ქვეყნებში, ითამაშოს თავისი როლი ევროკავშირის ღირებულებების გავრცელებაში და გააძლიეროს ევროკავშირის მისია და მიზნები.
პროექტის შექმნა
ჟან მონეს პროექტები შემდეგი მიმართულებით – „სწავლება და კვლევა“ – უნდა იყოს ერთ–ერთი შემდეგი ფორმის: მოდულები, კათედრები, ბრწყინვალების ცენტრები.
- მოდულები – მოდულები არის მოკლე სასწავლო პროგრამები ან კურსები ევროკავშირის კვლევების სფეროში, რომლებიც განკუთვნილია უმაღლესი განათლების დაწესებულებებისთვის. თითოეული მოდულის ფარგლებში, სავალდებულოა, მინიმუმ, 40 საათი სწავლება, ერთი აკადემიური წლის განმავლობაში, სამი წლის განმავლობაში. მოდულები შეიძლება იყოს კონცენტრირებული ერთი კონკრეტული დისციპლინის ფარგლებში ევროკავშირის კვლევების მიმართულებით ან ჰქონდეთ მრავალმხრივი მიდგომა, რაც მოითხოვს რამდენიმე პროფესორისა და ექსპერტის აკადემიურ მონაწილეობას. ჟან-მონეს მოდულებს, შესაძლოა, ჰქონდეთ საზაფხულო სკოლების სახე.
- კათედრები არის სამწლიანი სასწავლო თანამდებობები უნივერსიტეტის პროფესორთათვის, რომლებიც სპეციალიზებულნი არიან ევროკავშირის კვლევებში. ჟან მონეს კათედრა დაკავებულია მხოლოდ ერთ პროფესორის მიერ, რომელიც უზრუნველყოფს მინიმუმ 90 საათიან სწავლებას, თითოეული აკადემიური წლის განმავლობაში. კათედრას შესაძლოა ჰყავდეს გუნდი, რომელიც მხარს უჭერს და აუმჯობესებს კათედრის საქმიანობას, მათ შორის, უზრუნველყოფს, დამატებითი სასწავლო საათების ჩატარებას.
- ბრწყინვალების ცენტრები – მათი ფუნქციაა ევროკავშირის საკითხებზე კომპეტენციისა და ცოდნის ცენტრების შექმნა. მათ უნდა გააერთიანონ მაღალი დონის ექსპერტების ცოდნა და გამოცდილება, რაც მიზნად ისახავს ერთად მუშაობით მიღწეული სარგებლის განვითარებას სხვადასხვა დისციპლინებსა და რესურსებს შორის ევროკავშირის კვლევების მიმართულებით (როგორც ზემოთაა აღწერილი), ასევე ერთობლივი ეროვნებათაშორისი ინიციატივების შექმნას, რაც უზრუნველყოფს სამოქალაქო საზოგადოების ინტეგრაციას. ჟან მონეს ბრწყინვალების ცენტრები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ სტუდენტებთან, პოლიტიკოსებთან, საჯარო მოხელეებთან, ორგანიზებულ სამოქალაქო საზოგადოებასთან და ფართო საზოგადოებასთან ურთიერთობაში, რომლებსაც არ აქვთ პირდაპირი კონტაქტი ევროკავშირის საკითხებთან.
მონაწილეობის კრიტრიუმები
მონაწილეობის კრიტერიუმები ჟან-მონეს მოდულებისთვის:
უფლებამოსილი მონაწილე ორგანიზაციები (ვის შეუძლია განაცხადის შეტანა?) | მონაწილეობის მისაღებად, აპლიკანტი უნდა იყოს:
ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში და პროგრამასთან დაკავშირებულ მესამე ქვეყნებში არსებული უმაღლესი განათლების დაწესებულებები უნდა ფლობდნენ მოქმედ ECHE-ს სერთიფიკატს (ევროპული განათლების ერაზმუსის ქარტია). სააპლიკაციო განაცხადის წარმოდგენა შეუძლია მხოლოდ ერთ აპლიკანტს. გამონაკლისი: ბელარუსის (რეგიონი 2) და რუსეთის ფედერაციის (რეგიონი 4) ორგანიზაციები არ არიან უფლებამოსილნი მონაწილეობა მიიღონ პროგრამაში. |
ნებადართული აქტივობები | ჟან მონეს მოდულის ფარგლებში უნდა მოხდეს, მინიმუმ 40 სასწავლო საათის სწავლება, თითო აკადემიურ წლის განმავლობაში, ევროკავშირის თემატიკასთან დაკავშირებით. სასწავლო საათებში იგულისხმება პირდაპირი საკონტაქტსო საათები ჯგუფური ლექციები, სემინარები, არ მოიცავს ინდივიდუალურ ინსტრუქციებსა და/ან ზედამხედველობას. მოდულების ფარგლებში, შესაძლებელია საზაფხულო სკოლების ორგანიზება. |
გეოგრაფიული ლოკაცია (ღონისძიებების განხორციელების ადგილი) | აქტივობები უნდა ჩატარდეს უფლებამოსილ ქვეყნებში (იხილეთ ამ სახელმძღვანელოს ნაწილი A). |
პროექტის ხანგრძლივობა | პროექტები ჩვეულებრივ უნდა გაგრძელდეს 36 თვე (დასაბუთების შემთხვევაში, გახანგრძლივება შესაძლებელია) |
სად ხდება განაცხადის შეტანა? | ევროპული განათლებისა და კულტურის აღმასრულებელი სააგენტო (EACEA). Call ID: ERASMUS-JMO-2025-MODULE |
როდის ხდება განაცხადის შეტანა? | საგრანტო განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა გახლავთ 12 თებერვალი, 17:00:00 საათი (ბრიუსელის დროით). |
როგორ ხდება განაცხადის შეტანა? | დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ ეწვიოთ ამ სახელმძღვანელოს ნაწილ C. |
მონაწილეობის კრიტერიუმები ჟან-მონეს კათედრებისთვის:
უფლებამოსილი მონაწილე ორგანიზაციები (ვის შეუძლია განაცხადის შეტანა?) | მონაწილეობის მისაღებად, აპლიკანტი უნდა იყოს:
ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში და პროგრამასთან დაკავშირებულ მესამე ქვეყნებში არსებული უმაღლესი განათლების დაწესებულებები უნდა ფლობდნენ მოქმედ ECHE სერთიფიკატს (ევროპული განათლების ერაზმუსის ქარტია). სააპლიკაციო განაცხადის წარმოდგენა შეუძლია მხოლოდ ერთ აპლიკანტს. გამონაკლისი: ბელარუსის (რეგიონი 2) და რუსეთის ფედერაციის (რეგიონი 4) ორგანიზაციები არ არიან უფლებამოსილი მონაწილეობისთვის ამ ღონისძიებაში. |
ნებადართული აქტივობები | ჟან მონეს კათედრის ფარგლებში, ყოველწლიურად, ევროკავშირთან დაკავშირებული საკითხები, უნდა ისწავლებოდეს მინიმუმ, 90 სასწავლო საათის განმავლობაში (როგორც ეს აღწერილია პროგრამის სახელმძღვანელოში) კათედრის დამფუძნებლის მიერ, რომელიც უნდა იყოს აპლიკანტი უმაღლესი სასწავლო დაწესებულებისა მუდმივი თანამშრომელი. სწავლების საათებში იგულისხმება პირდაპირი საკონტაქტო საათები, მათ შორის ჯგუფური ლექციების, სემინარების, გაკვეთილების სახით და შეიძლება მოიცავდეს რომელიმე ზემოაღნიშნულს დისტანციური სწავლების ფორმატში, მაგრამ არ მოიცავს ინდივიდუალურ ინსტრუქციას და/ან ზედამხედველობას. საზაფხულო კურსების ორგანიზება არ არის დაშვებული. |
გეოგრაფიული ლოკაცია (ღონისძიებების განხორციელების ადგილი) | აქტივობები უნდა ჩატარდეს უფლებამოსილ ქვეყნებში (იხილეთ ამ სახელმძღვანელოს ნაწილი A). |
პროექტის ხანგრძლივობა | პროექტები ჩვეულებრივ უნდა გაგრძელდეს 36 თვე (დასაბუთების შემთხვევაში, გახანგრძლივება შესაძლებელია)
|
სად ხდება განაცხადის შეტანა? | ევროპული განათლებისა და კულტურის აღმასრულებელი სააგენტო (EACEA). Call ID: ERASMUS-JMO-2025-CHAIR |
როდის ხდება განაცხადის შეტანა? | საგრანტო განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა არის 12 თებერვალის 17:00:00 საათი (ბრიუსელის დროით). |
როგორ ხდება განაცხადის შეტანა? | დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ ეწვიოთ ამ სახელმძღვანელოს ნაწილ C. |
მონაწილეობის კრიტერიუმები ჟან-მონეს ბრწყინვალების ცენტრებისთვის:
უფლებამოსილი მონაწილე ორგანიზაციები (ვის შეუძლია განაცხადის შეტანა?) | მონაწილეობის მისაღებად, აპლიკანტი უნდა იყოს: – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება (HEI) დაარსებული ევროკავშირის წევრ სახელმწიფოში ან მესამე ქვეყანაში, რომელიც ასოცირდება პროგრამასთან ან მესამე ქვეყანა, რომელიც არ არის ასოცირებული პროგრამასთან. ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში და პროგრამასთან დაკავშირებულ მესამე ქვეყნებში არსებული უმაღლესი განათლების დაწესებულებები უნდა ფლობდნენ მოქმედ ECHE-ს (ევროპული განათლების ერაზმუსის ქარტია). სააპლიკაციო განაცხადის წარმოდგენა შეუძლია მხოლოდ ერთ აპლიკანტს. ერთი ინსტიტუციის ფარგლებში, მხოლოდ ერთი ჟან მონეს ბრწყინვალების ცენტრის დაფინანსება არის შესაძლებელი. გამონაკლისი: ბელარუსის (რეგიონი 2) და რუსეთის ფედერაციის (რეგიონი 4) ორგანიზაციები არ არიან უფლებამოსილი მონაწილეობისთვის ამ ღონისძიებაში. |
გეოგრაფიული ლოკაცია (ღონისძიებების განხორციელების ადგილი) | აქტივობები უნდა ჩატარდეს უფლებამოსილ ქვეყნებში (იხილეთ ამ სახელმძღვანელოს ნაწილი A). |
პროექტის ხანგრძლივობა | პროექტები ჩვეულებრივ უნდა გაგრძელდეს 36 თვე (დასაბუთების შემთხვევაში, გახანგრძლივება შესაძლებელია) |
სად ხდება განაცხადის შეტანა? | ევროპული განათლებისა და კულტურის აღმასრულებელი სააგენტო (EACEA). Call ID: ERASMUS-JMO-2025-COE |
როდის ხდება განაცხადის შეტანა? | საგრანტო განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა არის 12 თებერვალი 17:00:00 საათი (ბრიუსელის დროით). |
როგორ ხდება განაცხადის შეტანა? | დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ ეწვიოთ ამ სახელმძღვანელოს ნაწილ C. |
დაფინანსების პირობები
ეს პროგრამა მიჰყვება ერთიანი თანხის დაფინანსების მოდელს (Lump-sum). დაფინანსების ეს სქემა საშუალებას მოგცემთ კონცენტრირდეთ შედეგებზე, რითაც აქცენტი გაკეთდება გაზომვადი მიზნების მიღწევის ხარისხსა და დონეზე.
ევროკავშირის მაქსიმალური გრანტი თითო პროექტზე შემდეგია:
- ჟან-მონეს მოდულები: 35 000 ევრო
- ჟან–მონეს კათედრები: 60 000 ევრო
- ჟან-მონეს ბრწყინვალების ცენტრები: 100 000 ევრო
ერთჯერადი შენატანები ფარავს პერსონალის ხარჯებს, მგზავრობის და საარსებო ხარჯებს, აღჭურვილობის ხარჯებს და ქვეკონტრაქტორებს, ასევე სხვა ხარჯებს (ინფორმაციის გავრცელება, გამოქვეყნება, თარგმანი).