ჟან მონეს პროგრამის მიმოხილვა საქართველოს კონტექსტში (2014-2024): ევროპული ინტეგრაციისა და ცოდნის ხელშეწყობა

ჟან მონეს პროგრამა ევროკავშირის Erasmus+ ინიციატივის მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელიც მიზნად ისახავს სწავლებისა და კვლევების განვითარებას ევროკავშირის ინტეგრაციის თემაზე და ევროპის ისტორიის, კულტურისა და ღირებულებების ღრმა გააზრებას. პროგრამას აქვს სხვადასხვა მიმართულება, მათ შორის ჟან მონეს კათედრები, ჟან მონეს მოდულეი და  ჟან მონეს ბრწყინვალების ცენტრები, რომლებიც მიზნად ისახავს ევროკავშირის კვლევების ინტეგრაციას საგანმანათლებლო დაწესებულებების სასწავლო გეგმებში.

მონაცემები მიუთითებს, რომ პროგრამაში მთავარი აქცენტი გაკეთდა საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის გაღრმავებაზე აკადემიური ინიციატივების მეშვეობით. ამ პერიოდში განხორციელდა 19 J ჟან მონეს მოდული, 11  ჟან მონეს კათედრა და 2 ბრწყინვალების ცენტრი. ეს ინიციატივები მიზნად ისახავს საქართველოს ინსტიტუტების, სტუდენტებისა და საზოგადოების გაძლიერებას ევროკავშირის პოლიტიკის, კანონების და ღირებულებების ცოდნითა და ჩართულობით.

 ჟან მონეს  მოდულები (19 პროექტი, კოორდინირებული GE-ს მიერ)

ეს არის მიზანმიმართული საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც ფოკუსირებულია ევროკავშირისა და მისი პოლიტიკის სხვადასხვა ასპექტებზე. ისინი მოიცავს ისეთ თემებს, როგორიცაა:

  • ევროკავშირის სამართალი,
  • მმართველობა და კონკურენცია,
  • მდგრადი განვითარება,
  • ევროკავშირის ენერგეტიკული უსაფრთხოება,
  • მწვანე გარდამავალი პროცესები,
  • მედია განათლება,
  • კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა და
  • კიბერგანათლება.

ეს მოდულები იძლება ღრმა ცოდნას ევროკავშირის თემებზე და ხელს უწყობს სტუდენტებში, პედაგოგებსა და ფართო საზოგადოებაში ევროკავშირთან ინტეგრაციის და ევროპული სტანდარტების ცნობადობის ამაღლებას.

 ჟან მონეს კათედრები (11 პროექტი, კოორდინირებული GE-ს მიერ)

ეს აკადემიური პოზიციები მიზნად ისახავს ევროკავშირის საკითხებზე სპეციალიზებული სწავლებისა და კვლევების გაძლიერებას ქართულ უნივერსიტეტებში.
ჟან მონეს კათედრების მიზანია:

  • აკადემიური და ინსტიტუციური ურთიერთობის გაღრმავება საქართველოსა და ევროკავშირს შორის,
  • ისეთი თემების სწავლება, როგორიცაა ევროკავშირის სამართალი, დემოკრატია, ადამიანის უფლებები, კორპორაციული მმართველობა და ევროპული ინტეგრაცია.

ეს პოზიციები ხელს უწყობს ქართულ უნივერსიტეტებში ევროკავშირის თემების სწავლების უნარების გაძლიერებას და ქმნის უფრო „ევროკავშირზე ორიენტირებულ“ აკადემიურ გარემოს.

ბრწყინვალების ცენტრები (2 პროექტი, კოორდინირებული GE-ს მიერ)

ეს ცენტრები ავრცელებს ცოდნას მაღალი დონის კვლევის, სწავლებისა და ევროკავშირის პოლიტიკის, მმართველობის და სამართლის შესახებ.

ბრწყინვალების ცენტრების მიზანია:

  • ინსტიტუციონალური თანამშრომლობის ხელშეწყობა,
  • ევროკავშირის ექსპერტიზის გავრცელება საქართველოში,
  • ევროკავშირის პოლიტიკის პრაქტიკული გამოყენების მხარდაჭერა.

ეს ცენტრები უზრუნველყოფენ კვლევას, სწავლასა და ტრენინგებს, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესს პოლიტიკის განვითარებითა და ცოდნის გაღრმავებით.

წამყვანი თემები შეიძლება დაიყოს რამდენიმე მთავარ კატეგორიად, რომლებიც დაკავშირებულია ევროკავშირთან და საქართველოს ინტეგრაციის პროცესთან. მათ შორის:

ევროკავშირთან ინტეგრაცია და საქართველოს ევროპეიზაცია – ბევრი პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს ურთიერთობების გაძლიერებას ევროკავშირთან, მათ შორის პოლიტიკის, კანონმდებლობისა და საგარეო ურთიერთობების მიმართულებით. მაგალითები მოიცავს პროექტებს, როგორიცაა “ევროპეიზაცია როგორც საქართველოს დემოკრატიზაციის ინსტრუმენტი”, GEHANCEEU – საქართველოს საგარეო პოლიტიკის ევროპეიზაციის გაძლიერება, და “ევროკავშირის ძირითადი ღირებულებები: დემოკრატია, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებების დაცვა”.

ევროკავშირის სამართალი, მმართველობა და პოლიტიკა – რამდენიმე პროექტი შეეხება ევროკავშირის სამართალს, კონკურენციას, მმართველობას და კორპორატიულ სოციალურ პასუხისმგებლობას, როგორიცაა ECCLAP – ჟან მონეს მოდული “ევროპული და შედარებითი კონკურენციის სამართალი და პოლიტიკა”, EUCGC – ევროკავშირის კორპორატიული მმართველობა და შესაბამისობა, და EUPOLTRANS – ჟან მონეს ცენტრი ევროკავშირის პოლიტიკის ტრანსპოზიციისთვის.

ევროკავშირის პოლიტიკის შესახებ სწავლება და ცნობიერების ამაღლება – აშკარა ყურადღება ეთმობა ევროკავშირის, მისი პოლიტიკისა და ღირებულებების გაცნობას და ცნობიერების ამაღლებას საქართველოს საზოგადოების სხვადასხვა დონეზე, აკადემიური დაწესებულებებიდან დაწყებული და ფართო მასებით დამთავრებული. ამ კატეგორიაში შედის პროექტები, როგორიცაა “ევროპული ღირებულებებისა და სტანდარტების პოპულარიზაცია საქართველოს სკოლებში”, “საქართველოს რეგიონული უნივერსიტეტების ევროპათმცოდნეობის მოდული” და “ევროკავშირში კიბერ განათლების ხელშეწყობა”.

ევროკავშირის როლი მდგრადი განვითარებისა და მწვანე ტრანზიციაში – რამდენიმე ინიციატივა ყურადღებას ამახვილებს ევროკავშირის გავლენაზე მდგრადი განვითარების, ენერგოსაწარმოების უსაფრთხოებისა და მწვანე ტრანზიციის სფეროებში, მათ შორის SEU – “განათლებაში ევროპული მწვანე გარიგების სამართლიანი ტრანზიცია”, და “ევროკავშირი ენერგოუსაფრთხოებისა და მდგრადი განვითარების პოლიტიკისთვის” (EU-Energy-SSDP)

გაძლიერება და სოციალური საკითხები – პროექტები, რომლებიც ემსახურება გაძლიერებას, განსაკუთრებით ქალებისა და უმცირესობებთან მიმართებაში, ასახავს მიმდინარე მცდელობებს უფრო ფართო სოციალურ ღირებულებებთან ინტეგრაციისკენ, როგორიცაა WISEC აკადემია – ქალების გაძლიერება კიბერ უსაფრთხოების მიმართულებით ევროკავშირის გამოცდილების გამოყენებით და “საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის ცოდნის გაუმჯობესება ეთნიკურ უმცირესობებში”.

განათლება ევროკავშირში და ცოდნის გადაცემის ინიციატივები – არსებობს ინიციატივები, რომლებიც მიმართულია ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის და ცოდნის გადაცემაზე, როგორიცაა EUMLGE – რომელიც მიმართულია ევროკავშირის მედია წიგნიერების განათლების მოდელების ინტეგრირებაზე საქართველოს აკადემიურ სივრცეში, და DataSecSchool – სეზონური სკოლა მონაცემთა დაცვის შესახებ ევროკავშირის პრაქტიკებზე დაფუძნებით.

საერთო ჯამში, წამყვანი თემები დაკავშირებულია ევროკავშირთან ინტეგრაციის, სამართლებრივი და პოლიტიკის შესაბამისობის, განათლების, გაძლიერების და მდგრადი განვითარების სფეროებთან, განსაკუთრებული ყურადღებით მიმართულია საქართველოს ურთიერთობების გაძლიერებაზე ევროკავშირთან აკადემიური, სამართლებრივი და სოციალური ჩარჩოების ფარგლებში.

 

–ENG–

 

Jean Monnet Programme Overview in Georgian Context (2014-2024) Fostering European Integration and Knowledge

The Jean Monnet Program is a key component of the European Union’s Erasmus+ initiative, aimed at promoting excellence in teaching and research on European Union integration and fostering a deeper understanding of European history, culture, and values. The program has various dimensions, including Jean Monnet Chairs, Jean Monnet Modules, and Jean Monnet Centers of Excellence, all designed to integrate European Union studies into the curricula of educational institutions worldwide.

The data reveals a clear focus on advancing Georgia’s integration with the European Union through a combination of academic initiatives, including 19 Jean Monnet Modules, 11 Jean Monnet Chairs, and 2 Centers of Excellence. These efforts are designed to enhance understanding and engagement with EU policies, laws, and values, and to empower Georgian institutions, students, and society as a whole.

  1. Jean Monnet Modules (19 projects coordinated by GE) – These are targeted educational programs that focus on various aspects of the EU and its policies. They cover a wide range of topics such as EU law, governance, competition, sustainable development, EU energy security, green transition, media literacy, corporate social responsibility, and cyber education. These modules are designed to provide deep insights into EU-related topics and help raise awareness among students, educators, and the public in Georgia about EU integration and European standards.

     

  2. Jean Monnet Chairs (11 projects coordinated by GE): These positions are dedicated to fostering academic expertise and teaching on EU-related matters in Georgian universities. The Jean Monnet Chairs will play a crucial role in strengthening the academic and institutional relationship between Georgia and the EU, offering in-depth knowledge on subjects like EU law, democracy, human rights, corporate governance, and European integration. The chairs will also enhance the capacity of Georgian universities to teach EU-related topics, creating a more EU-aware academic environment.

     

  3. Centers of Excellence (2 projects coordinated by GE): These centers aim to serve as hubs for high-level research, teaching, and dissemination of knowledge about EU policies, governance, and law. They will foster cross-institutional cooperation and will be key players in spreading EU expertise in Georgia. The Centers of Excellence will focus on the practical application of EU policies, providing advanced knowledge and contributing to the EU integration process through training, research, and policy development.

The dominant topics in the list can be grouped into several key themes related to the European Union and Georgia’s integration process. These include:

  1. EU Integration and Europeanization of Georgia –  Many projects focus on enhancing Georgia’s relationship with the EU, including its policies, laws, and foreign relations. Examples include projects like Europeanization as an instrument for democratization of Georgia, GEHANCEEU – Enhancing Europeanization of Georgia’s foreign policy, and European Union’s fundamental values: Democracy, Rule of Law and Protection of Human Rights.

     

  2. EU Law, Governance, and Policy –  Several projects address EU law, competition, governance, and corporate social responsibility, such as ECCLAP – Jean Monnet Module ‘European and Comparative Competition Law and Policy’, EUCGC – European Union Corporate Governance and Compliance, and EUPOLTRANS – Jean Monnet Center of Excellence for EU Policy Transposition.

     

  3. Education and Awareness of EU Policies –  There is a clear focus on educating and raising awareness about the EU, its policies, and its values at various levels of Georgian society, from academic institutions to grassroots. Projects like Advancing European Values and Standards in Georgian Schools, EU Studies Module for the Regional Universities of Georgia, and Promoting European Union’s Cyber Education fall into this category.

     

  4. EU’s Role in Sustainable Development and Green Transition –  Several initiatives highlight the EU’s influence on sustainable development, energy security, and the green transition, including SEU – European Green Deal Just Transition in Education and EU-Energy-SSDP – EU for Energy Security and Sustainable Development Policies.

     

  5. Empowerment and Social Issues – Projects focusing on empowerment, particularly of women and minorities, reflect ongoing efforts to integrate broader social values, such as WISEC ACADEMY – Empowering women in cyber security through EU experience and Enhancing Knowledge on Georgia’s EU Integration among Ethnic Minorities.

     

  6. EU Education and Knowledge Transfer – There are initiatives aimed at transferring EU best practices and knowledge, such as EUMLGE – Integrating EU Models of Media Literacy Education into Georgian Academic Sphere and DataSecSchool – Seasonal school of data protection based on EU practices.

Overall, the most prominent topics are related to EU integration, legal and policy alignment, education, empowerment, and sustainable development, with a specific focus on enhancing Georgia’s relationship with the EU through academic, legal, and societal frameworks.