ჟან მონეს პროექტების შედეგები 2025

 

ჟან მონეს აქტივობები Erasmus+-ის პროგრამის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ინიციატივა უდიდეს როლს თამაშობს მსოფლიოს გარშემო ევროკავშირის შესახებ ცნობიერების ამაღლებაში და ხელს უწყობს ევროკავშირის კვლევების სფეროში სწავლებას, სწავლასა და კვლევას, რაც ორგანიზაციის ისტორიას, მიზნებს, სტრუქტურებს, ფუნქციებსა და პოლიტიკას მოიცავს.

ჟან მონეს აქტივობები უმაღლესი განათლების სფეროში მოდულებს, კათედრებს და ბრწყინვალების ცენტრებს მოიცავს. თითოეული აქტივობა ექსპერტიზის გაღრმავების, საგანმანათლებლო შესაძლებლობების გაფართოებისა და ევროკავშირთან დაკავშირებული სწავლებისა და კვლევის სფეროში ინოვაციების ხელშეწყობის მიზნითაა შექმნილი.

ცხრილი 1 – ჟან მონეს პროექტები წლების მიხედვით (საქართველოდან)

სქემა 1 – ჟან მონეს პროექტები წლების მიხედვით (საქართველოდან) 

2014 წლიდან 2020 წლამდე საქართველოდან წარდგენილი 81 ჟან მონეს განაცხადიდან 22 პროექტი შეირჩა, რაც ევროკავშირის კვლევებში საქართველოს მზარდ ჩართულობას ასახავს. მიმდინარე Erasmus+-ის პროგრამის ციკლში კი (2021–2027), საქართველომ უკვე მიაღწია 2014-2020 წლების მაჩვენებელს, 43 განაცხადიდან  22 პროექტი უკვე შერჩეულია (ცხრილი 1, სქემა 1). 

2021 წლიდან 2023 წლამდე საქართველოდან წარმატებული განაცხადების რაოდენობის ზრდის ტენდენცია შეინიშნება: 2021 წელს შერჩეული იქნა ორი პროექტი, 2022 და 2023 წლებში კი შვიდ-შვიდი. ეს მონაცემები ევროკავშირისადმი ქართული ინსტიტუციების ინტერესის მნიშვნელოვან ზრდაზე მიუთითებს. 2024 წელს შერჩეული პროექტების მაღალი მაჩვენებელი გაგრძელდა. ამ წელს საქართველოდან ექვსი პროექტი იქნა შერჩეული (ცხრილი 1, სქემა 1).

მიუხედავად წინა წლების შედეგებისა, 2025 წელს საქართველოდან არც ერთი პროექტი არ იქნა შერჩეული. ამ ეტაპზე, ასევე, არ არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენი ჟან მონეს განაცხადი იქნა სულ საქართველოდან წარდგენილი 2025 წელს ან ამავე წელს ჟან მონეს ქსელში ქართული ინსტიტუციები ჩართულნი არიან თუ არა (ცხრილი 1, სქემა 1). 

შერჩეული ჟან მონეს პროექტების რიცხვის ზრდა საქართველოში ევროკავშირის კვლევებისა და ღირებულებებისადმი ინტერესის ზრდის ინდიკატორია და ამ მაჩვენებლის ჩენარჩუნება და გაუმჯობესება ქვეყნის განათლების, კვლევების და ევროკავშირთან თანამშრომლობის გაძლირებისათვის უმნიშვნელოვანესია.