(12) ლეგალური წარმომადგენლებისთვის (LEAR-ებისთვის) ან ანგარიშის ადმინისტრატორთათვის საპროექტო განაცხადებზე წვდომა
დაფინანსებისა და ტენდერების პორტალზე როლებისა და უფლებების მინიჭებაზე უმეტესად განმცხადებლები და მონაწილეები არიან პასუხისმგებელნი. ევრო კომისია ერევა მხოლოდ რამდენიმე გამონაკლის შემთხვევაში (მაგ. ლეარისა (LEAR) და მთავარი საკონტაქტო კოორდინატორის დანიშვნა). როლების შესაძლო გადახედვისთვის, გთხოვთ ეწვიოთ “როლებს და წვდომის უფლებებს (Roles & Access Rights)” – “ინფორმაციული ტექნოლოგიების მხარდაჭერის (IT How To)”გვერდზე.
პროექტზე/განაცხადზე წვდომისთვის მოსაპოვებლად ან როლის მისაღებად დაგჭირდებათ დაუკავშირდეთ მოცემულ პროექტზე/განაცხადზე პასუხისმგებელ პირს თქვენს ორგანიზაციაში ან მოცემული პროექტის/განაცხადის კოორდინატორს. რაც შეეხება ორგანიზაციასთან დაკავშირებული ინფორმაციის ცვლილებას, ეს მხოლოდ ლეარს (LEAR) (და ანგარიშის ადმინისტრატორს) შეუძლია. თუ გჭირდებათ ორგანიზაციული როლი საჭირო ცვლილებების შესატანად, დაუკავშირდით თქვენი ორგანიზაციის ლეარს (LEAR).
ნებისმიერ შემთხვევაში საჭიროებიდან გამომდინარე უნდა დააჭიროთ ორგანიზაციის, განაცხადის ან პროექტის გვერდით არსებულ “მოქმედებების (Actions)” ღილაკს და აირჩიოთ “დაუკავშირდი ორგანიზაციას (Contact Organisation)” ან “მოითხოვე წვდომა (Request Access)”:
- მონაწილის რეგისტრაცია-ში (Participant Register) ორგანიზაციულ ინფორმაციასთან წვდომა: ვალიდურ ორგანიზაციების ჰყავთ არჩეული ლეარი (LEAR), რომელიც წარდგენილია ამ ორგანიზაციის იურიდიული წარმომადგენლის მიერ და დამტკიცებულია კომისიის მიერ. LEAR-ს შეუძლია ანგარიშის ადმინისტრატორებს (AAs) მიანიჭოს და ჩამოართვას იურიდიული ხელმოწერები (Legal Signatories) და ფინანსური ხელმოწერები (Financial Signatories). მხოლოდ LEAR-ს და ანგარიშების ადმინისტრატორებს შეუძლიათ ორგანიზაციული ინფორმაციის შეცვლა. იმ ორგანიზაციების შემთხვევაში, რომლებიც ჯერ არ არიან ვალიდურები ევრო კომისიის მიერ, მხოლოდ დამრეგისტრირებელ პიროვნებას (თვით-დარეგისტრირებულს) შეუძლია ჰქონდეს წვდომა და ამ ეტაპზე სხვა სახის წვდომა არ იქნება მინიჭებული, თუმცა იმ პიროვნებას რომელმაც რეგისტრაცია გაიარა შეუძლიათ თვით-დარეგისტრირებულების კანდიდატის დასახელება.ამ შემთხვევაში, თუკი არ გაქვთ აქტიური როლი ორგანიზაციისთვის ( მაგალითად როდესაც ხედავთ ორგანიზაციას “ჩემი ორგანიზაციების / My Organisations” ველში, მაგრამ არ გაქვთ წვდომა მასზე “მონაწილის დარეგისტრირების / Participant Register” გრაფაში). მოითხოვეთ წვდომა აქ: “ქმედებები/დაუკავშირდით ორგანიზაციას (Actions/Contact Organisation)”.
- განაცხადებზე წვდომა: მომხმარებელი, რომელმაც წარადგინა განაცხადი ენიჭება ან “საკონტაქტო კოორდინატორის (Coordinator Contact)” ან “მთავარი საკონტაქტო კოორდინატორის (Primary Coordinator Contact)” როლი, მას შეუძლია სხვა საკონტაქტო პირებს იმავე ორგანიზაციაში მიანიჭოს უფლებები წვდომაზე. “საკონტაქტო კოორდინატორს (Coordinator Contact)” შეუძლია კონსორციუმის წევრი ნებისმიერი ორგანიზაციის პირს მიანიჭოს წვდომაზე დაშვების უფლება ( მაგ. მას შეუძლია სხვა ორგანიზაციებს მიანიჭოს მონაწილე საკონტაქტო პირები (Participant Contacts) განაცხადის საფუძველზე). მას შემდეგ, რაც მონაწილე საკონტაქტო პირები დამტკიცდებიან, ამ პირებს შეეძლებათ წვდომა გაუზიარონ სხვა პირებს თავისი ორგანიზაციიდან. განაცხადებზე წვდომა კონსორციუმის დონეზე შესაძლებელია ასატვირთი ხელსაწყოს საშუალებით submission tool, (იცილეთ აქ). კონსორციუმის (consortium screen) სანახავად ეწვიეთ პორტალზე ჩემი “განაცხადი/განაცხადები (My proposal(s))”, და აირჩიეთ “ქმედებების (Actions)” ღილაკის ქვემოთ “მონახაზის ცვლილება (edit draft)”. მიჰყევით ბმულზე მოცემულ ინსტრუქციებს.
- პროექტებთან წვდომა: როდესაც წარმატებული განაცხადი ხდება პროექტი, მომხმარებლები ინარჩუნებენ თავიანთ არსებულ წვდომის უფლებებს, რომლებიც განაცხადების წარდგენის პერიოდში ჰქონდათ. “საკონტაქტო კოორდინატორს (Coordinator Contacts)” და “მონაწილე საკონტაქტო პირებს( Participant Contact)” შეუძლიათ როლებისა და წვდომის მინიჭება და გაუქმება სხვა მომხმარებლებისთვის. მხოლოდ “მთავარი საკონტაქტო კოორდინატორის / Primary Coordinator Contact (PCoCo)” დანიშვნის ან გაუქმების პროცესში ერთვება კომისია. თუ “პირდაპირი საკონტაქტო კოორდინატორის / Primary Coordinator Contract (PCoCo)” შეცვლა გსურთ, დაუკავშირდით თქვენს პროექტის ოფიცერს “პორტალის შეტყობინების ფუნქციის (Portal Messaging function) მეშვეობით (აირჩიეთ “ჩემი პროექტები (My Projects)”, დააჭირეთ ღილაკ “პროექტის მართვა(Manage Project)” “მოქმედებების(Actions)” ღილაკის ქვემოთ).
შენიშვნა ლეარებისთვის(LEAR):
თუ ხართ ლეარი LEAR, თქვენ შეგიძლიათ ყველა იმ პროექტისა და განაცხადის ნახვა, რომელშიც თქვენი ორგანიზაცია მონაწილეობს, მაგრამ თქვენ არ გექნებათ წვდომა დეტალებთან, თუ აქტიური როლი არ გაქვთ მათში. შეგიძლიათ განაცხადი გააკეთოთ აქტიური როლის მინიჭებისთვის ან მიიღოთ მხოლოდ ის ინფორმაცია, რომელიც ხელმისაწვდომია. ეწვიეთ გვერდს მეტი ინფორმაციისთვის: