მობილობა პროფესიული განათლების და სწავლების სექტორში
{Last Update: 24.12.2025}
მობილობის პროგრამები პროფესიული განათლებისა და ტრენინგების მიმართულებით, უზრუნველყოფს შესაბამისი ინსტიტუტების მოსწავლეებისა და თანამშრომლების მობილობის აქტივობებს.
ზემოხსენებული პროგრამის ფარგლებში, შესაძლოა დაფინანსდეს მრავალმხრივი აქტივობები, როგორიცაა სამუშაოზე დაკვირვება, თანამშრომელთა პროფესიული განვითარების კურსები, ტრენინგები, ექსპერტების მოწვევა და სხვა.
პროგრამის მიზნები
პროგრამის ძირითადი მიზანი პროფესიული განათლებისა და ტრენინგების სფეროს წარმომადგენლების ხელშეწყობაა, რათა მოხდეს ინტერნაციონალიზაციის გაძლიერება, მათი ინსტიტუციური განვითარებისთვის. უფრო კონკრეტულად, პროგრამას, Erasmus+ პროგრამის ჰორიზონტალურ მიმართულებასთან ერთად, გააჩნია შემდეგი მიზნები:
საწყის და განგრძობად რეჟიმში (IVET / CVET) მყოფი პროფესიული სასწავლო დაწესებულებების ხარისხის გაუმჯობესება, ევროპის მასშტაბით:
- ძირითადი კომპეტენციებისა და ტრანსვერსიული უნარების გაძლიერება, კერძოდ, ენის შესწავლა და ციფრული უნარები
- მიმდინარე და მომავალ შრომის ბაზარზე საჭირო სამუშაოსთვის სპეციფიკური უნარების განვითარების მხარდაჭერა
- საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება და ახალი და ინოვაციური პედაგოგიური მეთოდებისა და ტექნოლოგიების გამოყენების ხელშეწყობა, ასევე, მასწავლებლების, ტრენერების, მენტორების და პროფესიული განათლების სხვა პერსონალის პროფესიული განვითარების მხარდაჭერა
- პროფესიული განათლების პროვაიდერების შესაძლებლობების გაძლიერება მაღალი ხარისხის მობილობის პროექტების.განსახორციელებლად და მათი უნარის ჩამოყალიბება ხარისხიანი პარტნიორობის ჩამოყალიბებისთვის, მათი ინტერნაციონალიზაციის სტრატეგიის შემუშავებისას.
- მობილობის რეალისტურ შესაძლებლობად გადაქცევა ნებისმიერი მოსწავლისთვის საწყისი პროფესიული განათლების და ტრენინგის (IVET) ასევე, უწყვეტი პროფესიული განათლები და ტრენინგის (CVET) შემსწავლელთა მობილობის საშუალო ხანგრძლივობის გაზრდა მისი ხარისხისა და გავლენის გასაზრდელად
- საზღვარგარეთ მობილობის პერიოდების სწავლის შედეგების ხარისხის, გამჭვირვალობისა და აღიარების ხელშეწყობა, განსაკუთრებით ევროპული მეთოდებისა და ინსტრუმენტების გამოყენებით.
სწავლებისა და სწავლის ევროპული განზომილებების გაძლიერება შემდეგი ქმედებებით;
- ჩართულობის, მრავალფეროვნების, ტოლერანობის და დემოკრატიული მონაწილეობის ღირებულებების წახალისება;
- საერთო ევროპული მემკვიდრეობისა და მრავალფეროვნების შესახებ არსებული ცოდნის წახალისება;
- ევროპის მასშტაბით პროფესიული ქსელების ჩამოყალიბების ხელშეწყობა;
მობილობის სახეები:
- მოსწავლეთა და თანამშრომელთა მოკლევადიანი მობილობა, რომლის ფარგლებშიც მობილობის მონაწილე პირებს საშუალება აქვთ ისარგებლონ პროგრამით, დროის მოკლე მონაკვეთში – 6-18 თვემდე ვადით; (პროგრამას ახორციელებს დაწესებულება განაცხადის შეტანით). მოკლევადიანი პროექტები საუკეთესო არჩევანია იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებიც პირველად აკეთებენ განაცხადს Erasmus+-ზე, ან მათთვის, ვისაც სურს მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის აქტივობების ორგანიზება;
- მოსწავლეთა და თანამშრომელთა მობილობის აკრედიტებული პროგრამები – აღნიშნული, საშუალებას აძლევს, ერასმუს+ აკრედიტაციის მქონე დაწესებულებებს რეგულარულად მიიღონ დაფინანსება მობილობის პროგრამების მხარდასაჭერად. (პროგრამას ახორციელებს დაწესებულება განაცხადის შეტანით).
- არსებულ მობილობის კონსორციუმთან შეერთების საშუალებით მობილობის განხორციელება (არ საჭიროებს მსურველი დაწესებულების მიერ განაცხადის შეტანას).
- სხვა ქვეყნიდან მობილობის მონაწილე პირების მასპინძლობა – რომელშიც მონაწილეობა ნებისმიერ ორგანიზაციას, მესამე ქვეყნებიდან, რომლებიც არ არიან ასოცირებულნი პროგრამასთან, შეუძლიათ. (არ საჭიროებს მსურველი დაწესებულების მიერ, განაცხადის შეტანას)
პროფესიული სასწავლებლებისა და ტრენინგების ცენტრების წარმომადგენლები სასურველია რომ შეუერთდნენ ისეთ ონლაინ პლატფორმებს როგორიცაა EPALE and eTwinning. აღნიშნული პლატფორმები ეხმარება მონაწილეებს, ონლაინ ფორმატში, შეხვდნენ თავიანთ უცხოელ კოლეგებს, გაცვალონ იდეები ბლოგ პოსტებისა თუ ფორუმების საშუალებით, გააზიარონ სხვადასხვა მასალები და იპოვონ პარტნიორები. რაც შეეხება eTwinning -ს, იგი იძლევა ონლაინ საკლასო ოტახებთან დაკავშირების და პროფესიული განათლების მიმწოდებლებთან ერთად პროექტების განხორციელების შესაძლებლობას.
მობილობის პროექტების განხორციელება
VET მიმართულებით მობილობის პროექტი ეკუთვნის Erasmus+ პროგრამის Key Action 1 მიმართულებას. პროგრამის ფარგლებში აპლიკანტი ორგანიზაცია, ქმნის და წარადგენს საპროექტო განაცხადს, საგრანტო ხელშეკრულებას აფორმებს Eramus+ პროგრამის ეროვნულ სააგენტოსთან. და ასევე იღებს პასუხისმგებლობას პროექტის ანგარიშების მომზადებასთან დაკავშირებით, თუ როგორ წარიმართა პროექტის განხორციელების პროცესი.
ნებადართული აპლიკანტი ქვეყნების კატეგორია: პროგრამის ქვეყნები და მესამე ქვეყნები, რომლებიც ასოცირებულნი არიან პროგრამასთან.
მესამე ქვეყნების, რომლებიც ასოცირებულნი არ არიან პროგრამასთან, მობილობის პროგრამებში მონაწილეობა (მაგ. საქართველო): მესამე ქვეყნებმა, რომლებიც ასოცირებულნი არ არიან პროგრამასთან შესაძლოა მონაწილეობა მიიღონ VET მობილობის პროგრამაში, თუმცა შეუძლიათ მხოლოდ მასპინძლის ფორმატში შეუერთდნენ პროექტს და მობილობის მონაწილე ქვეყნებიდან მიიღონ მონაწილეები.
აქტივობები უფრო დეტალურად:
თანამშრომელთა მობილობის კომპონენტი:
- სამუშაო პროცესზე დაკვირვება (2-60 დღე)
- სწავლებისა და ტრენინგების მისია (2-365 დღე)
- კურსებსა და ტრენინგებზე დასწრება (2-10 დღემდე)
სტუდენტთა მობილობის კომპონენტი:
- მონაწილეობა VET უნარების კონკურსებში (1-10 დღე)
- ჯგუფური მობილობის პროგრამა (2-30 დღე, მინიმუმ ორი სტუდენტი თითოეულ ჯგუფში)
- მოკლევადიანი მობილობის პროგრამა (10-89 დღე)
- გრძელვადიანი მობილობის პროგრამა (ErasmusPro) (90-365 დღე)
