ახალგაზრდების მობილობა და გაცვლა
{Last Update: 24.12.2025}
Erasmus+ პროგრამის მობილობის პროგრამა , არის Key Action 1 კატეგორიას, რომელიც საშუალებას აძლევს ახალგაზრდებს ისარგებლონ არაფორმალური სასწავლო შესაძლებლობებით.
ახალგაზრდული გაცვლები არის სულ მცირე ორი სხვადასხვა ქვეყნიდან ახალგაზრდების ჯგუფების შეხვედრები, რომლებიც მოკლე პერიოდით იკრიბებიან, რათა ერთობლივად განახორციელონ არაფორმალური სასწავლო პროგრამა (სემინარების, სავარჯიშოების, დებატების, როლური თამაშების, სიმულაციების, გარე აქტივობების და ა.შ. ნაზავი) მათთვის საინტერესო თემაზე, ევროპის ახალგაზრდული მიზნებიდან შთაგონების მოსაძიებლად. სასწავლო პერიოდი მოიცავს დაგეგმვის პერიოდს განაცხადის წარდგენამდე, მოსამზადებელ ფაზას, ასევე შეფასებისა და შემდგომი ქმედებების ფაზას გაცვლების შემდეგ.
ახალგაზრდული გაცვლების ფარგლებში გრანტებისთვის არ არის განკუთვნილი შემდეგი აქტივობები: აკადემიური სასწავლო მოგზაურობები; გაცვლითი აქტივობები, რომლებიც მიზნად ისახავს ფინანსური მოგების მიღებას; გაცვლითი აქტივობები, რომლებიც შეიძლება ჩაითვალოს ტურიზმად; ფესტივალები; სადღესასწაულო მოგზაურობები; საშემსრულებლო ტურები, კანონით გათვალისწინებული შეხვედრები, ახალგაზრდებისთვის მოზრდილების მიერ ჩატარებული სასწავლო კურსები.
არაფორმალური სასწავლო პროგრამები უნიკალურ საშუალებას აძლევს მონაწილეებს განივითარონ კომპეტენციები, რაც მნიშვნელოვანი პერსონალური ზრდისთვის, მათ საზოგადოებრივ აქტივობებში ჩართვის და დასაქმების ხელშეწყობისთვის. რაც საბოლოო ჯამში კარგად აისახება არამხოლოდ მონაწილეების ბენეფიტებზე, არამედ სარგების მოტანა შეუძლია ფართო საზოგადოებისთვის.
აპლიკანტების დაფინანსების სისტემა:
სტანდარტული პროექტები – აპლიკანტ ორგანიზაციას და ახალგაზრდების არაფორმალურ ჯგუფებს საშუალებას აძლევს დანერგონ მობილობის პროგრამები 3-დან 24 თვემდე ვადის განმავლობაში. სტანდარტული პროექტები იდეალური ვარიანტია ახალბედა ორგანიზაციებისთვის, რომლებსაც პირველად შეაქვთ განაცხადი მობილობის პროგრამებში
აკრედიტებული პროექტები – აკრედიტებული პროგრამები საშუალებას აძლევს ერასმუს აკრედიტაციის მქონე ორგანიზაციებს რეგულარულად მიიღონ დაფინანსება მობილობის პროგრამების განხორციელებისთვის.
შენიშვნა: აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდულ ორგანიზაციებსა ან/და არაფორმალურ ჯგუფებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ პროგრამაში სააპლიკაციო განაცხადის შეტანის გარეშე და შეუერთდნენ პროექტს, როგორც პარტნიორები.
პროგრამას გააჩნია, შემდეგი მიზნები:
- ხელი შეუწყოს კულტურათაშორის დიალოგსა და სწავლებას, აგრეთვე ევროპელობის განცდის გაძლიერებას;
- განავითაროს ახალგაზრდების უნარები და დამოკიდებულებები;
- გაამყაროს ევროპული ღირებულებები და დაამსხვრიოს ცრურწმენები და სტერეოტიპები;
- გაზარდოს სოციალური მნიშვნელობის თემების შესახებ ცნობიერება და ამით ხელი შეუწყოს საზოგადოებრივ ჩართულობასა და დემოკრატიულ ცხოვრებაში აქტიურ მონაწილეობას.
ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება, აპლიკანტის სტატუსით: აპლიკანტი შეიძლება იყოს ევროკავშირის წევრი სახელმწიფო ან/და მესამე ქვეყანა რომელიც ასოცირებულია პროგრამასთან.
სად ხდება განაცხადის წარდგენა: განაცხადების წარდგენა ხდება აპლიკანტი ორგანიზაციის მშობლიურ ქვეყნის Erasmus+ ეროვნულ სააგენტოში.
დედლაინი: 12 თებერვალი, 12:00 (ბრიუსელის დროით) იმ პროექტებისთვის, რომლებიც ტარდება ამავე წლის 1 ივნისიდან 31 დეკემბრამდე
1 ოქტომბერი, 12:00 (ბრიუსელის დროით) იმ პროექტებისთვის, რომლებიც ტარდება მომავალი წლის 1 იანვრიდან 31 მაისამდე
ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება, მონაწილის სტატუსით : არამომგებიან ორგანიზაციებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ახალგაზრდულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, საჯარო დაწესებულებებს ლოკალურ, რეგიონულ და ეროვნულ დონეზე , სოციალურ საწარმოებს, მოგებაზე ორიენტირებულ ორგანიზაციებს, რომლებიც აქტიურნი არიან კორპორაციული სოციალური აქტივობების მიმართულებით, იმ მესამე ქვეყნებიდან, რომლებიც ასოცირებულნი არ არიან პროგრამასთან (რეგიონებიდან 1-4 ჩათვლით)
პროექტის ხანგრძლივობა: 3-24 თვე
ახალგაზრდული გაცვლებისთვის მინიმალური მოთხოვნები:
- ახალგაზრდების გაცვლითი პროგრამის ხანგრძლივობა: 5-დან 21 დღემდე (მოგზაურობის დღეების გამოკლებით)
- მონაწილეთა ასაკი: 13 წლიდან 30 წლამდე (ჯგუფის ლიდერების ასაკი მინ. 18 წელი)
- მონაწილეთა რაოდენობა: მინ 16 მაქ. 60 მონაწილე. (შეზღუდული შესაძლებლობას მქონე პირთა ჯგუფის მონაწილეობის შემთხვევაში მონაწილეთა მინ. რაოდენობა არის 10)
შენიშვნა: გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, მონაწილეებიდან მინ. ერთი მიმღები ან გამგზავნი ორგანიზაცია უნდა იყოს ეროვნული სააგენტოს ქვეყნიდან, საიდანაც მიღებულია დაფინანსება.
