ახლაგაზრდების მობილობა და გაცვლა

Erasmus+ პროგრამის  მობილობის პროგრამა , არის Key Action 1 კატეგორიას, რომელიც საშუალებას აძლევს ახალგაზრდებს ისარგებლონ არაფორმალური სასწავლო შესაძლებლობებით. 

ახალგაზრდების გაცვლითი პროგრამები საშუალებას აძლევს, მინიმუმ 2 სხვადასხვა ქვეყნის, წარმომადგენელი ახალგაზრდების ჯგუფები შეხვდნენ ერთმანეთს არაფორმალური სასწავლო პროგრამის ფარგლებში, იმ თემატიკის გარშემო რაც საინტერესოა მათთვის. 

არაფორმალური სასწავლო პროგრამები უნიკალურ საშუალებას აძლევს მონაწილეებს განივითარონ კომპეტენციები, რაც  მნიშვნელოვანი პერსონალური ზრდისთვის, მათ საზოგადოებრივ აქტივობებში ჩართვის და დასაქმების ხელშეწყობისთვის.  რაც საბოლოო ჯამში კარგად აისახება არამხოლოდ მონაწილეების ბენეფიტებზე, არამედ სარგების მოტანა შეუძლია ფართო საზოგადოებისთვის. 

აპლიკანტების დაფინანსების სისტემა:

სტანდარტული პროექტები – აპლიკანტ ორგანიზაციას და ახალგაზრდების არაფორმალურ ჯგუფებს საშუალებას აძლევს დანერგონ მობილობის პროგრამები 3-დან 24თვემდე ვადის განმავლობაში. სტანდარტული პროექტები იდეალური ვარიანტია ახალბედა ორგანიზაციებისთვის, რომლებსაც პირველად შეაქვთ განაცხადი მობილობის პროგრამებში

აკრედიტებული პროექტები – აკრედიტებული პროგრამები საშუალებას აძლევს ერასმუს აკრედიტაციის მქონე ორგანიზაციებს რეგულარულად მიიღონ დაფინანსება მობილობის პროგრამების განხორციელებისთვის. 

შენიშვნა: აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდულ ორგანიზაციებსა ან/და არაფორმალურ ჯგუფებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ პროგრამაში სააპლიკაციო განაცხადის შეტანის გარეშე და შეუერთდნენ პროექტს, როგორც პარტნიორები. 

პროგრამას გააჩნია, შემდეგი მიზნები:

  • ხელი შეუწყოს კულტურათაშორის დიალოგსა და სწავლებას, აგრეთვე ევროპელობის განცდის გაძლიერებას;
  • განავითაროს ახალგაზრდების უნარები და დამოკიდებულებები;
  • გაამყაროს ევროპული ღირებულებები და დაამსხვრიოს ცრურწმენები და სტერეოტიპები;
  • გაზარდოს სოციალური მნიშვნელობის თემების შესახებ ცნობიერება და ამით ხელი შეუწყოს საზოგადოებრივ ჩართულობასა და დემოკრატიულ ცხოვრებაში აქტიურ მონაწილეობას.

ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება, აპლიკანტის სტატუსით: აპლიკანტი შეიძლება იყოს ევროკავშირის წევრი სახელმწიფო ან/და მესამე ქვეყანა რომელიც ასოცირებულია პროგრამასთან. 

სად ხდება განაცხადის წარდგენა: განაცხადების წარდგენა ხდება აპლიკანტი ორგანიზაციის მშობლიურ ქვეყნის Erasmus+ ეროვნულ სააგენტოში. 

დედლაინი: 12 თებერვალი, 12:00 (ბრიუსელის დროით) იმ პროექტებისთვის, რომლებიც ტარდება ამავე წლის 1 ივნისიდან 31 დეკემბრამდე

1 ოქტომბერი, 12:00 (ბრიუსელის დროით) იმ პროექტებისთვის, რომლებიც ტარდება მომავალი წლის 1 იანვრიდან 31 მაისამდე

ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება, მონაწილის სტატუსით : არამომგებიან ორგანიზაციებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ახალგაზრდულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, საჯარო დაწესებულებებს ლოკალურ, რეგიონულ და ეროვნულ დონეზე , სოციალურ საწარმოებს, მოგებაზე ორიენტირებულ ორგანიზაციებს, რომლებიც აქტიურნი არიან კორპორაციული სოციალური აქტივობების მიმართულებით, იმ მესამე ქვეყნებიდან, რომლებიც ასოცირებულნი არ არიან პროგრამასთან (რეგიონებიდან 1-4 ჩათვლით)

პროექტის ხანგრძლივობა: 3-24 თვე

 ახალგაზრდული გაცვლებისთვის მინიმალური მოთხოვნები:

ახალგაზრდების გაცვლითი პროგრამის ხანგრძლივობა: 5-დან 21 დღემდე (მოგზაურობის დღეების გამოკლებით)

მონაწილეთა ასაკი: 13 წლიდან 30 წლამდე (ჯგუფის ლიდერების ასაკი მინ. 18 წელი)

მონაწილეთა რაოდენობა: მინ 16 მაქ. 60 მონაწილე. (შეზღუდული შესაძლებლობას მქონე პირთა ჯგუფის მონაწილეობის შემთხვევაში მონაწილეთა მინ. რაოდენობა არის 10)

შენიშვნა: გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, მონაწილეებიდან მინ. ერთი მიმღები ან გამგზავნი ორგანიზაცია უნდა იყოს ეროვნული სააგენტოს ქვეყნიდან, საიდანაც მიღებულია დაფინანსება.