{Last Update: 24.12.2025}
მობილობილობის პროგრამები სტუდენტების და თანამშრომლებისთვის, უმაღლესი განათლების მიმართულებით
ზოგადი აღწერა
უმაღლესი განათლების მიმართულებით, მობილობის პროგრამა ემსახურება ფიზიკურ და შერეულ მობილობებს უმაღლესი განათლების სტუდენტებისთვის, ნებისმიერი საგანმანათლებლო დარგსა და პერიოდში (მოკლევადიანი, ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის დონე). მობილობის პროგრამის ფარგლებში, სტუდენტებს შეუძლიათ ისწავლონ პარტნიორ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში, ან გაიარონ ტრენინგები სხვადასხვა ორგანიზაციებში. შესაძლებელია, სტუდენტებს ასევე შეუძლიათ სწავლის პერიოდის საზღვარგარეთ სტაჟირებასთან შერწყმა, რაც კიდევ უფრო გააუმჯობესებს სწავლის შედეგებს და განივი უნარების განვითარებას. მიუხედავად იმისა, რომ გრძელვადიანი ფიზიკური მობილობა წახალისებულია, ეს აქტივობა აღიარებს ფიზიკური მობილობის უფრო მოქნილი ხანგრძლივობის შეთავაზების საჭიროებას, რათა უზრუნველყოფილ იქნას პროგრამის ხელმისაწვდომობა ყველა წარმომავლობის, გარემოებისა და სასწავლო სფეროს სტუდენტებისთვის.
აღნიშნული პროგრამა, ასევე ხელს უწყობს უმაღლესი განათლების პედაგოგიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს, რათა მონაწილეობა მიიღონ პროფესიული განვითარების აქტივობებში საზღვარგარეთ, ასევე სამუშაო სფეროს თანამშრომლებს, რათა ასწავლონ და გადაამზადონ სტუდენტები ან პერსონალი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებში. ეს აქტივობები შეიძლება მოიცავდეს მობილობას სწავლების ან/და ტრენინგების მიმართულებით (როგორიც არის დაკვირვებით სწავლება, ტრენინგ კურსებზე დასწრება და ა.შ.)
გარდა ამისა, ეს ქმედება მხარს უჭერს შერეულ ინტენსიურ პროგრამებს, რაც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ჯგუფებს საშუალებას აძლევს ერთობლივად შეიმუშაონ შერეულ მობილურობის სასწავლო გეგმები და აქტივობები სტუდენტებისთვის, ასევე აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის.
პროგრამის მიზნები
აღნიშნული პროგრამის მიზანია “ევროპული საგანმანათლებლო სივრცის” პოპულარიზაცია და გლობალურ ასპარეზზე წარმოჩენა, რათა გააღრმაოს თანამშრომლობა განათლებისა და კვლევის მიმართულებით.
უფრო კონკრეტულად, პროგრამას აქვს შემდეგი მიზნები:
- საშუალება მისცეს სტუდენტებს გაეცნონ მათ სასწავლო სფეროში არსებულ სხვადასხვა ხედვებს, ცოდნას, სწავლებისა და კვლევის მეთოდებს, სამუშაო პრაქტიკებს ევროპულ და გლობალურ დონეზე;
- განივითარონ ისეთი უნარები, როგორიცაა კომუნიკაციის, ენობრივი კრიტიკული აზროვნების, პრობლემების გადაჭრის, კულტურათაშორისი გაცვლისა და კვლევითი უნარები;
- განივითარონ ისეთი შორსმჭვრეტელი ციფრული და მწვანე უნარები, რომლებიც დაეხმარება მათ გადაჭრან არამხოლოდ დღევანდელი, არამედ მომავლის პრობლემებიც;
- ხელი შეუწყონ პერსონალურ განვითარებას, ახალ გარემოსთან ადაპტაციასა და თავდაჯერებულობას.
მოცემული მიზნები ასევე შესაძლებლობას აძლევს ნებისმიერ თანამშრომელს, მათ შორის მეწარმეებს ასწავლონ ან ტრენინგი ჩაატარონ საზღვარგარეთ, როგორც მათი პროფესიული განვითარების საფეხური რათა:
- გაუზიარონ ცოდნა;
- გამოცადონ განსხვავებული სასწავლო გარემო;
- შეიძინონ ინოვაციური პედაგოგიური უნარები ან/და როგორც სასწავლო გეგმის შედგენის ასევე სხვა ციფრული უნარები;
- დაუკავშირდნენ თავიანთ კოლეგებს საზღვრებს მიღმა, ერთობლივი აქტივობების დაგეგმვის და განხორციელებისთვის, რათა მიაღწიონ პროგრამის მიზნებს;
- გაცვალონ კარგი პრაქტიკები და გაძლიერონ უმაღლესი განათლების ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობა;
- უკეთ მოამზადონ სტუდენტები სამუშაო ბაზრისთვის.
როგორ მიიღოთ პროგრამაში მონაწილეობა? (როგორც ინსტიტუტმა)
აპლიკანტი ორგანიზაცია რეგისტრირებული უნდა იყოს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოში ან მესამე ქვეყნებში, რომლებიც ასოცირებულნი არიან პროგრამასთან და ფლობენ უმაღლესი განთლების მოქმედ აკრედიტაციას.
მსურველ ორგანიზაციებს განაცხადი შეაქვთ მათი ქვეყნის Erasmus+ ეროვნულ სააგენტოში.
საერთაშორისო მობილობა, რომელიც მოიცავს ქვეყნებს, რომლებიც არ არიან ასოცირებულნი პროგრამასთან
აღსანიშნავია, რომ მობილობა უმაღლესი განათლების სექტორში ორიენტირებულია, მხარი დაუჭიროს მობილობას ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებსა და მესამე ქვეყნების შორის, რომლებიც ასოცირებულნი არიან პროგრამასთან. თუმცა, მობილობის პროგრამაში, შესაძლოა ჩართულები იყვნენ მესამე ქვეყნები, რომლებით არ არიან ასოცირებული პროგრამასთან, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რომლის ერთი მიმართულება (mobility programmes – strand 1) ფარავს ყველა მესამე ქვეყანას (რეგიონი 1-14) და რომლისთვისაც დაფინანსება გამოყოფილია “ევროკავშირის შიდა პოლიტიკის ფონდიდან”. ხოლო, მეორე მიმართულება (mobility programmes – strand 2) აფინანსებს მესამე ქვეყნებთან მობილობის აქტივობას, მე-13 და მე-14 რეგიონის გამოკლებით და რომლის დაფინანსებულია “ევროკავშირის გარე აქტივობის ინსტრუმენტებით”.
ზემოხსენებული დაფინანსების ორი მიმართულება ემსახურება სხვადასხვა, თუმცა ერთმანეთის შემავსებელ მიზნებს და ასახავს სხვადასხვა პოლიტიკურ პრიორიტეტებს.
საერთაშორისო გამსვლელი (International outgoing mobility supported by internal policy funds) მობილობა, “შიდა პოლიტიკის ფონდის” დაფინანსებით
პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს მომავალზე ორიენტირებული და სხვა მომიჯნავე უნარების განვითარებას იმ სტუდენტებსა და უმაღლესი განათლების თანამშრომლებში, რომლებიც არიან ევროკავშირის ან პროგრამასთან ასოცირებული მესამე ქვეყნებიდან. საერთაშორისო მობილობის აქტივობები, მესამე ქვეყნებთან რომლებიც არ არიან ასოცირებულნი პროგრამასთან, ფინანსდება იმ ბიუჯეტიდან, რომელიც გამოიყოფა მობილობის პროგრამებისთვის. გრანტის ბენეფიციარებმა, შესაძლოა გამოიყენონ, მაქსიმუმ 20% ბოლოს მიღებული გრანტიდან, რათა განახორციელონ გამსვლელი მობილობა მესამე ქვეყნებში, რომლებიც არიან ასოცირებულნი პროგრამასთან, რათა განავითარონ გამავალი მობილობის აქტივობები პროგრამასთან არაასოცირებულ რამდენიმე მესამე ქვეყანასთან ერთად, რომ მოიცვან რაც შეიძლება ფართო გეოგრაფიული არეალი. (რეგიონები 1-14).
საერთაშორისო გამსვლელი და შემომსვლელი მობილობა, “გარე პოლიტიკის ფონდის” დაფინანსებით (International outgoing and incoming mobility supported by external policy funds)
აღნიშნული დაფინანსების საშუალება ეხმიანება ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს რეგიონების 1-12 მასშტაბით.
პროგრამის ფარგლებში მოაზრებული აქტივობები (eligible activities)
უსდ-ებს საშუალება აქვთ განახორციელონ ქვემოჩამოთვლილი ერთი ან რამდენიმე აქტივობა:
- სტუდენტთა მობილობა სწავლისთვის;
- სტუდენტთა მობილობა სტაჟირებისთვის;
- თანამშრომელთა მობილობა სწავლებისთვის;
- თანამშრომელთა მობილობა ტრენინგებისთვის;
- ინტენსიური, შერეული პროგრამები (არ ითვალისწინებს მობილობის, რომლებიც დაფინანსებულია “გარე პოლიტიკის ფონდიდან”)
უმაღლესი განათლების სტუდენტებსა და თანამშრომლებს არ შეუძლიათ დამოუკიდებლად გააკეთონ განაცხადი მობილობის მიზნებით გრანტის მისაღებად. მონაწილეობის მისაღებად, ისინი უნდა წარმოადგენდნენ ამა თუ იმ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებას.
აქტივობების აღწერა
სტუდენტთა მობილობა
მობილობის აქტივობები, იქნება ეს მობილობა სწავლის თუ სტაჟირების მიმართულებით, კავშირში უნდა იყოს სტუდენტის იმ აკადემიურ ხარისხსა და დარგთან, რომელსაც ეუფლება სტუდენტი.
მობილობა სწავლისთვის – უცხოურ, პარტნიორ უნივერსიტეტში. სწავლის პერიოდი საზღვარგარეთ უნდა იყოს სტუდენტის სასწავლო პროგრამის ნაწილი, რათა მიიღოს შესაბამისი აკადემიური ხარისხი. სწავლის პერიოდი საზღვარგარეთ, შესაძლოა, შეთავსებულ იქნას სტაჟირებასთანაც. (დატვირთვის თვალსაზრისით, ერთი აკადემიური წელი, იმ ქვეყნებში, რომლებიც მოაზრებულნი არიან “უმაღლესი განათლების ევროპულ სივრცეში” (European Higher Education Area (EHEA)) უდრის 60 ECTS კრედიტს.
სტაჟირება – საზღვარგარეთ არსებულ ორგანიზაციაში, კვლევით ინსტიტუტში, ლაბორატორიაში ან სხვა შესაბამის დაწესებულებაში. სტაჟირების პერიოდი, სასურველი გაერთიანდეს სწავლის მიზნით მობილობის პერიოდთან. (დატვირთვის თვალსაზრისით, ბენეფიციარები, ნაგულისხმებია, რომ იმუშავებენ, მიმღების ორგანიზაციის სტანდარტით, სრული განაკვეთით).
თანამშრომელთა მობილობა
თანამშრომელთა მობილობის პროგრამით შესაძლოა ისარგებლოს უმაღლესი სასწავლო დაწესებულების ნებისმიერი ტიპის მუდმივმა ან მოწვეულმა პერსონალმა. მობილობის პროგრამის ეფექტურობისთვის, მობილობის აქტივობები შესაბამისობაში უნდა იყოს თანამშრომელთა პროფესიული განვითარების საჭიროებებთან.
თანამშრომლებს შეუძლიათ შეასრულონ ქვემოთ აღწერილი ნებისმიერი აქტივობა:
- სწავლებისთვის პერიოდი საზღვარგარეთ, პარტნიორ ინსტიტუტში. მობილობის პერიოდში შესაბამისი სწავლება შესაძლოა განხორციელდეს უნივერსიტეტისა ან/და შესაბამისი საწარმოს თანამშრომლების მიერ პარტნიორ უსდ-ში საზღვარგარეთ. სწავლება ნებადართულია ნებისმიერ სასწავლო დარგში.
- საზღვარგარეთ სტაჟირების პერიოდი პარტნიორ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, საწარმოში ან სხვა შესაბამის სამუშაო ადგილზე. საზღვარგარეთ სტაჟირების პერიოდი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ნებისმიერ თანამშრომელს საშუალებას აძლევს, მონაწილეობა მიიღოს საზღვარგარეთ სასწავლო აქტივობაში, რომელიც დაკავშირებულია მათ ყოველდღიურ სამუშაოსთან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. მას შეიძლება ჰქონდეს სასწავლო ღონისძიებების (კონფერენციების გარდა) ან სამუშაო ადგილზე დაკვირვების და დაკვირვების პერიოდების ფორმა.
პროგრამაში მონაწილე ქვეყნების კატეგორიები (გარდა აპლიკანტების)
- ნებისმიერი EU წევრი სახელმწიფო ან მესამე ქვეყნები, რომლებიც ასოცირებულნი არიან პროგრამასთან.
- მესამე ქვეყნები, რომლებიც არ არიან ასოცირებულნი პროგრამასთან
მონაწილე ორგანიზაციების რაოდენობა
მობილობის პროგრამის განხორციელების პროცესში, ჩართული უნდა იყოს, მინიმუმ ორი მონაწილე ორგანიზაცია (მინ. ერთი გამგზავნი და ერთი მიმღები). ხოლო იმ მობილობის პროგრამებისთვის, რომლებიც დაფინანსებულია “გარე პოლიტიკის ფონდის” საშუალებით, მინ. ერთი ორგანიზაცია უნდა იყოს ჩართული მესამე ქვეყნიდან, რომელიც არ არის ასოცირებული პროგრამასთან.
პროექტის ხანგრძლივობა
“შიდა პოლიტიკის ფონდის” დაფინანსებული პროექტები: 26 თვე
“გარე პოლიტიკის ფონდის” დაფინანსებული პროექტები: 24-დან 36 თვემდე
მონაწილეობის კრიტერიუმები მონაწილე ორგანიზაციების მიმართ
ნებისმიერი უმაღლესი სასწავლო დაწესებულება, როგორც მიმღები, ისე გამგზავნი ინსტიტუტის მხრივ, იმ მესამე ქვეყნებიდან, რომლებიც არ არიან ასოცირებულნი პროგრამასთან, სავალდებულოა, რომ ფლობდნენ მათ ქვეყანაში ეროვნულ დონეზე გადაწყვეტილების მიმღები ინსტიტუციის მიერ მინიჭებულ ავტორიზაცია/აკრედიტაციას და მობილობის განხორციელებამდე ხელი მოაწერონ ინსტიტუციებს შორის შეთანხმებებს მათ პარტნიორთან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებდან ან პროგრამასთან ასოცირებული მესამე ქვეყნიდან.
აკრედიტაცია/ავტორიზაციის გადაწყვეტილება მიღებული უნდა იყოს, მანამ, სანამ დაიწყება მობილობის პროგრამის განხორციელება.
შენიშვნა: განსხვავებით EU და პროგრამასთან ასოცირებული ქვეყნებისა, მესამე ქვეყნებს რომლებიც არ არიან ასოცირებულნი პროგრამასთან, არ საჭიროებენ ევროკავშირის დონეზე მინიჭებული ECHE სტატუსის ქონას.
აქტივობების ხანგრძლივობა
სტუდენტთა მობილობა
სწავლის ან სტაჟირებისთვის: 2 თვიდან 12 თვემდე.
მობილობის პროგრამებში ნებადართული მონაწილეობის ხანგრძლივობა
ერთი აკადემიური ციკლის განმავლობაში, ერთმა სტუდენტმა მობილობის პროგრამით, შესაძლოა, ისარგებლოს ჯამში მაქ. 12 თვის განმავლობაში.
შენიშვნა: ფიზიკური მობილობის პერიოდში, მობილობაში, შესაძლოა, იყოს წყვეტა. წყვეტის პერიოდი არ ჩაითვლება მობილობის აქტივობად. (სტაჟირების პერიოდში, არდადეგები არ ითვლება მობილობის პერიოდის წყვეტად).
სხვა პირობები
მოწვეული პერსონალი, რომელმაც, მობილობის ფარგლებში, უნდა ასწავლოს უსდ-ში, შეიძლება წარმოდგენილნი იყვნენ – საჯარო ან/და კერძო ორგანიზაციებიდან (ECHE-ს მინიჭების გარეშე) ოპერირებდნენ EU ან პროგრამასთან ასოცირებულ ქვეყნებში ან მესამე ქვეყნებში, რომლებიც ასოცირებულნი არ არიან პროგრამასთან, მაგრამ აქტიურები არიან დასაქმების ბაზარზე, საგანმანათლებლო, ტრენინგების, ახალგაზრდობის, კვლევისა და ინოვაციების მიმართულებით.
მაგალითად:
- საჯარო ან კერძო, პატარა, საშუალო ან დიდი საწარმო (მათ შორის, სოციალური საწარმო)
- საჯარო დაწესებულება ადგილობრივ, რეგიონულ და ეროვნულ დონეზე;
- სოციალური პარტნიორი ან სხვა თვალსაზრისით წარმომადგენელი – სავაჭრო პალატების, პროფესიული ასოციაციების და სავაჭრო გაერთიანებების;
- კვლევითი ორგანიზაცია;
- ფონდი;
- სკოლა/ინსტიტუტი/საგანმანათლებლო ცენტრი (განათლების საფეხურის მიუხედავად (საბავშვო-ბაღი, საშუალო, პროფესიული განათლება და ზრდასრულთა განათლება)
- არაკომერციული ორგანიზაცია, ასოციაცია; არასამთავრობო ორგანიზაცია
- დაწესებულება, რომელიც უზრუნველყოფს კარიერულ ორიენტაციას, პროფესიულ კონსულტაციას და საინფორმაციო მომსახურებას
შენიშვნა: მიმღები ორგანიზაცია უნდა იყოს უსდ.
მობილობის პერიოდი, თანამშრომლებისთვის, რომლებიც არიან მესამე ქვეყნებიდან, რომელიც არ არის ასოცირებული პროგრამასთან.
თანამშრომელთა მობილობის პერიოდის ხანგრძლივობა შესაძლოა იყოს 5-დან 60 დღემდე (მოგზაურობის დროის გამოკლებით).
სწავლების ხანგრძლივობა უნდა შეადგენდეს, მინ. 8 საათს კვირაში.
შენიშვნა:
- საწარმოებიდან მოწვეული პერსონალისთვის არ არის განსაზღვრული მინიმალური სწავლების საათების რაოდენობა.
- იმ შემთხვევაში თუ სწავლებისა და ტრენინგების აქტივობები გაერთიანებულია, მობილობის პერიოდში, ამ შემთხვევაში, მინიმალური სწავლების საათების რაოდენობა შეადგენს 4 საათს.
