მობილობის პროგრამები ახალგაზრდა მუშაკებისთვის

{Last Update: 24.12.2025}

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, ორგანიზაციებს შეუძლიათ მიიღონ ფინანსური მხარდაჭერა ახალგაზრდული მუშაკების სწავლებისა და თავისი ორგანიზაციების გაძლიერებისთვის.

პროგრამები მხარს უჭერს ახალგაზრდული მუშაკების პროფესიულ განვითარებას და შესაბამისად, ხარისხიანი ახალგაზრდული მუშაობის განვითარებას ადგილობრივ, რეგიონულ, ეროვნულ, ევროპულ და საერთაშორისო დონეზე, მობილობის აქტივობებში არაფორმალური სწავლების გამოცდილების მეშვეობით. იგი ხელს უწყობს ევროკავშირის ახალგაზრდული სტრატეგიის 2019-2027 წლების მიზნების მიღწევას, კერძოდ, ევროპის ახალგაზრდული სამუშაო დღის წესრიგს ახალგაზრდული მუშაობის ხარისხის, ინოვაციისა და აღიარების მიმართულებით.

ახალგაზრდული მუშაკების მობილობის სპეციფიკური მიზნები შემდეგია:

  • არაფორმალური და ფორმალურ სისტემის მიღმა, ახალგაზრდული მუშაკების და შესაბამისი სისტემების საგანმანათლებლო და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა;
  • ახალგაზრდული მუშაკების საზოგადოების ჩამოყალიბება, რომელთაც შეუძლიათ ისეთი პროექტებისა და აქტივობების მხარდაჭერა, რომლებშიც მონაწილეობენ ახალგაზრდები როგორც ევროკავშირის დონეზე, ისე მის ფარგლებს გარეთ;
  • ადგილობრივი ახალგაზრდული მუშაკების საუკეთესო პრაქტიკის ჩამოყალიბება და ახალგაზრდა მუშაკების და მათი ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერება, რომლის საშუალებითაც ხელშესახები იქნება ახალგაზრდებთან მომუშავე მუშაკებზე ზემოქმედების ფაქტორი.

პოლიტიკის კონტექსტი – https://ec.europa.eu/youth/policy/youth-strategy_en

აქტივობების აღწერა:

  • სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციებში სასწავლო ვიზიტები – სამუშაო პროცესზე დაკვირვება (Job shadowing), ახალგაზრდული მუშაკების გაცვლა, კოლეგებისგან სწავლა;
  • პროფესიული კავშირების დამყარება  ახალგაზრდულ მუშაკებს შორის;
  • სასწავლო კურსები – კომპეტენციების განვითარების მხარდაჭერა, როგორც არსებულ კომპეტენციების მოდელებზე დაყრდნობით, ისე ინოვაციური მეთოდების გამოცდის საშუალებით (მაგ. ციფრული და სმარტ ახალგაზრდული მუშაკების პრაქტიკები);
  • სემინარები და ვორქშოპები – ცოდნისა და საუკეთესო პრაქტიკის გაცვლაზე ორიენტირებული მიზნებზე ორიენტირება, ახალგაზრდული მუშაკების კონტექსტში, ევროკავშირის ღირებულებების და პრიორიტეტების შესახებ;

აქტივობები, რომლებიც არ შეიძლება დაფინანსდეს „ ახალგაზრდა მუშაკების მობილობის პროგრამით“ – აკადემიური სასწავლო ვიზიტები, ფინანსურ მოგებაზე ორიენტირებული აქტივობები, ტურიზმთან ასოცირებული აქტივობები, ფესტივალები, მოგზაურობა დასასვენებლად, ტურები წარმოდგენების გასამართად.

პროექტის მონაწილეები

 

ვის შეუძლია განაცხადის წარდგენა

შესაბამის ორგანიზაციებს ევროკავშირის ქვეყნებიდან, ან მესამე ქვეყნებიდან, რომლებიც ასოცირებულნი არიან პროგრამასთან

ვის შეუძლია იყოს მონაწილე

  • არასამთავრობო და არამომგებიანი ორგანიზაციები, ასოციაციები, საჯარო ინსტიტუციები, სოციალური საწარმოები, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით აქტიურად მომუშავე მომგებიანი ორგანიზაციები;
  • ახალგაზრდების ჯგუფი, რომელიც აქტიურად არიან ჩართულნი ახალგაზრდულ მუშაობაში, მაგრამ არა აუცილებლად ახალგაზრდული ორგანიზაციის კონტექსტში (ანუ ახალგაზრდების არაფორმალური ჯგუფი);

გეოგრაფიული კრიტერიუმები:

  •     ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები;
  •     მესამე ქვეყნები, რომლებიც ასოცირებულნი არიან პროგრამასთან;
  •     მესამე ქვეყნები, რომლებიც ასოცირებულნი არ არიან პროგრამასთან (რეგიონებიდან 1-4)

მონაწილე ორგანიზაციების რაოდენობა

მინ. ორი მონაწილე ორგანიზაცია, სხვადასხვა ქვეყნებიდან

პროექტის ხანგრძლივობა

3-24 თვე

სად ხდება განაცხადის წარდგენა?

იმ ქვეყნის Erasmus+ ეროვნულ სააგენტოში, სადაც არის დაფუძნებული აპლიკანტი ორგანიზაცია

საორიენტაციო ბოლო ვადა

12 თებერვალი, 12:00 (ბრიუსელის დროით) იმ პროექტებისთვის, რომლებიც ტარდება ამავე წლის 1 ივნისიდან 31 დეკემბრამდე

1 ოქტომბერი, 12:00 (ბრიუსელის დროით) იმ პროექტებისთვის, რომლებიც ტარდება მომავალი წლის 1 იანვრიდან 31 მაისამდე

შესაძლო დამატებითი დედლაინები:

ეროვნულმა სააგენტოებმა შესაძლოა, გამოაცხადონ განაცხადის მიღების დამატებითი დედლაინები 7 მაისს (12:00 საათი, ბრიუსელის დროით), პროექტებისთვის რომლებიც იწყება მიმდინარე წლის 1 აგვისტოსა და 31 დეკემბრის პერიოდში.