მობილობის პროგრამები ახაგაზრდა მუშაკებისთვის
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, ორგანიზაციებს შეუძლიათ მიიღონ ფინანსური მხარდაჭერა ახალგაზრდა მუშაკების სწავლებისა და თავისი ორგანიზაციების გაძლიერებისთვის.
ახალგაზრდა მუშაკების მობილობის სპეციფიკური მიზნები შემდეგია:
- არაფორმალური და ფორმალურ სისტემის მიღმა, ახალგაზრდა მუშაკების და შესაბამისი სისტემების საგანმანათლებლო და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა;
- ახალგაზრდა მუშაკების საზოგადოების ჩამოყალიბება, რომელთაც შეუძლიათ ისეთი პროექტებისა და აქტივობების მხარდაჭერა, რომლებშიც მონაწილეობენ ახალგაზრდები როგორც ევროკავშირის დონეზე, ისე მის ფარგლებს გარეთ;
- ადგილობრივი ახალგაზრდა მუშაკების საუკეთესო პრაქტიკის ჩამოყალიბება და ახალგაზრდა მუშაკების და მათი ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერება, რომლის საშუალებითაც ხელშესახები იქნება ახალგაზრდებთან მომუშავე მუშაკებზე ზემოქმედების ფაქტორი.
პოლიტიკის კონტექსტი – https://ec.europa.eu/youth/policy/youth-strategy_en
აქტივობების აღწერა:
- სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციებში სასწავლო ვიზიტები – სამუშაო პროცესზე დაკვირვება (Job shadowing), ახალგაზრდა მუშაკების გაცვლა, კოლეგებისგან სწავლა;
- ნეთვორქინგი – ახალგაზრდა მუშაკებს შორის;
- სასწავლო კურსები – კომპეტენციების განვითარების მხარდაჭერა, როგორც არსებულ კომპეტენციების მოდელებზე დაყრდნობით, ისე ინოვაციური მეთოდების გამოცდის საშუალებით (მაგ. ციფრული და სმარტ ახალგაზრდული მუშაკების პრაქტიკები);
- სემინარები და ვორქშოპები – ცოდნისა და საუკეთესო პრაქტიკის გაცვლაზე ორიენტირებული მიზნებზე ორიენტირება, ახალგაზრდული მუშაკების კონტექსტში, ევროკავშირის ღირებულებების და პრიორიტეტების შესახებ;
აქტივობები, რომლებიც არ შეიძლება დაფინანსდეს „ ახალგაზრდა მუშაკების მობილობის პროგრამით“ – აკადემიური სასწავლო ვიზიტები, ფინანსურ მოგებაზე ორიენტირებული აქტივობები, ტურიზმთან ასოცირებული აქტივობები, ფესტივალები, მოგზაურობა დასასვენებლად, ტურები წარმოდგენების გასამართად.
პროექტის მონაწილეები
პროექტი ხორციელდება მინიმუმ ორი ორგანიზაციის მიერ, სადაც უნდა იყოს როლები განსაზღვრული:
- გამგზავნი ორგანიზაცია;
- მიმღები ორგანიზაცია
- კოოდინატორი (შესაძლოა შეითავსოს როგორც მიმღებმა, ისე გამგვზანმა ორგანიზაციამ)
ვის შეუძლია განაცხადის წარდგენა | შესაბამის ორგანიზაციებს ევროკავშირის ქვეყნებიდან, ან მესამე ქვეყნებიდან, რომლებიც ასოცირებულნი არიან პროგრამასთან |
ვის შეუძლია იყოს მონაწილეო |
გეოგრაფიული კრიტერიუმები:
|
მონაწილე ორგანიზაციების რაოდენობა | მინ. ორი მონაწილე ორგანიზაცია, სხვადასხვა ქვეყნებიდან |
პროექტის ხანგრძლივობა | 3-24 თვე |
სად ხდება განაცხადის წარდგენა? | იმ ქვეყნის Erasmus+ ეროვნულ სააგენტოში, სადაც არის დაფუძნებული აპლიკანტი ორგანიზაცია |
საორიენტაციო დედლაინები | 12 თებერვალი, 12:00 (ბრიუსელის დროით) იმ პროექტებისთვის, რომლებიც ტარდება ამავე წლის 1 ივნისიდან 31 დეკემბრამდე 1 ოქტომბერი, 12:00 (ბრიუსელის დროით) იმ პროექტებისთვის, რომლებიც ტარდება მომავალი წლის 1 იანვრიდან 31 მაისამდე შესაძლო დამატებითი დედლაინები: ეროვნულმა სააგენტოებმა შესაძლოა, გამოაცხადონ განაცხადის მიღების დამატებითი დედლაინები 7 მაისს (12:00 საათი, ბრიუსელის დროით), პროექტებისთვის რომლებიც იწყება მიმდინარე წლის 1 აგვისტოსა და 31 დეკემბრის პერიოდში. |