NEO-ს პუბლიკაცია 09.02.2024
მოხარულნი ვართ გაცნობოთ, რომ Erasmus+-ის ეროვნული ოფისი საქართველოში დაბრუნდა და მზადაა ხელი შეუწყოს და მხარი დაუჭიროს Erasmus+ პროგრამაში მონაწილეობას. ევროკავშირის ღირებულებებთან შესაბამისობაში, ოფისი ყურადღებას ამახვილებს სხვადასხვა გამოწვევების წინაშე მყოფი პირების ჩართულობაზე და მიზნად ისახავს მათთვის შესაძლებლობების გაზრდას.
ტერმინი „ნაკლები შესაძლებლობების მქონე ადამიანები“ მოიცავს მათ, ვინც ეკონომიკური, სოციალური, კულტურული, გეოგრაფიული და სხვა გამოწვევების წინაშე დგას. ცნობიერების ამაღლებისა და მონაწილეობის წახალისების მიზნით, ოფისმა დაიწყო საინფორმაციო სესიების ყოველწლიური ციკლის ჩატარება რეგიონული უნივერსიტეტებიდან.
ამ პრინციპის გათვალისწინებით, 2023 წლის ნოემბერ-დეკემბერში, Erasmus+-ის საქართველოს ეროვნულმა ოფისმა და ევროკავშირის „Erasmus+-ის პროგრამაში საქართველოს მონაწილეობის შეფასების ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა“ ერთობლივად ჩაატარეს სამდღიანი სემინარი პროფესიული განათლებისა და ტრენინგის შესახებ. სემინარები ორგანიზებული იყო Skills Agency Georgia-ს მიერ.
სემინარები ჩატარდა გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის – „პროფესიული განათლების სისტემის მოდერნიზაცია საქართველოს სოფლის მეურნეობაში“ მხარდაჭერით.
იანვრის განმავლობაში Erasmus+ ოფისი ევროკავშირის „Erasmus+ პროგრამაში საქართველოს მონაწილეობის მიზანშეწონილობის კვლევასთან“ ერთად ეწვია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს და იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს. სესიები მოიცავდა მონაწილეებს მასპინძელი ინსტიტუტებიდან და ასევე მეზობელი რეგიონებიდან და უნივერსიტეტებიდან, რაც, თავის მხრივ, თანამშრომლობას უწყობს ხელს.
ადგილობრივი საქმიანობის გარდა, Erasmus+-ის ეროვნული ოფისი აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო ღონისძიებებში. დეკემბერში ეროვნულმა ოფისმა მონაწილეობა მიიღო HERE-ს ყოველწლიურ კონფერენციაში – “უმაღლესი განათლების პოლიტიკის რეფორმა გავლენისთვის”, რასაც მასპინძლობა გაუწია ბარსელონას უნივერსიტეტმა. იანვრის მეორე ნახევარში, ეროვნულმა ოფისმა მონაწილეობა მიიღო Erasmus+-ის ეროვნული ოფისების შეხვედრაში ბრიუსელში. ამ ჩართულობის შედეგად დამყარდა კავშირები სხვა ქვეყნების ოფისებთან, რაც ერთობლივი ინიციატივებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაცვლის საშუალებას იძლევა.
Erasmus+ კიდევ ერთხელ ადასტურებს მისიას და მზაობას, ხელი შეუწყოს საქართველოს მონწილეობას. ოფისი ღიაა თანამშრომლობის ხელშეწყობისთვის, ორიენტირებულია გამოწვევების გადაჭრაზე და მიზნად ისახავს Erasmus+ პროგრამით სარგებლობა ყველასთვის გახდეს ხელმისაწვდომი. ეს ინიციატივები უაზრუნველყოფს ევროპის საგანამანათლებლო სივრცესთან საქართველოს დაახლოებას.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებსაიტს და სოციალურ მედიას:
https://www.facebook.com/erasmusgeorgia/
დამატებითი კომუნიკაციისათვის გთხოვთ მოგვწეროთ ელ. ფოსტაზე:
erasmusplusingeorgia@gmail.com
NEO PUBLICATION 09.02.2024
Exciting developments are underway as the Erasmus+ National Office resumes its operations, with the aim of fully utilising the potential opportunities within the Erasmus+ program. The objectives of our office align with the principles of the EU, emphasizing equal opportunities for all. Committed to this vision, we are actively disseminating information and encouraging participation from institutions across diverse backgrounds and locations.
A recent study, the EU “Feasibility Study to Assess Georgia’s Participation in the Erasmus+ Programme,” has identified key areas requiring attention for Georgia to achieve association status, specifically in elevating participation in vocational education, youth, sports, and school activities. While larger universities are doing well, our focus has shifted towards fostering increased involvement from less experienced universities.
One of our primary initiatives involves conducting “info days,” starting from regional universities, engaging with local communities, and disseminating important information about Erasmus+. Additionally, we are always eager to participate in international events, such as the meeting in Brussels with National Erasmus+ Offices from other countries to support new collaborations.
These collective efforts have not only inspired new ideas for future events but also strengthened our commitment to fostering collaboration both locally and internationally. We will keep you informed about these developments gradually. The Erasmus+ National Office is ready to collaborate, address challenges, and ensure that every interested party has an equal opportunity. Each application received brings us a step closer to the European Educational Area.
For more information, please visit our website: Erasmus+ National Office Georgia
Stay updated through our Facebook page: Erasmus+ Georgia
For direct communication, feel free to email us at erasmusplusingeorgia@gmail.com.