როგორ მივიღო წვდომა ჩემი ორგანიზაციის მონაცემებზე და შევცვალო ეს მონაცემები დაფინანსებისა და ტენდერების პორტალიდან?

(ინფორმაცია ინგლისურ ენაზე)

აირჩიეთ “ჩემი ორგანიზაციები (My Organisations)” მარცხენა კუთხეში. დააჭირეთ “მოქმედებები(Actions)” ღილაკს მარჯვენა მხარეს, “ჩემი ორგანიზაციების (My Organisations)” გასწვრივ, და აირჩიეთ “ორგანიზაციის ცვლილება (Modify Organisation)” მენიუდან. 

თუ ვერ ხედავთ “ორგანიზაციის ცვლილების (Modify Organisations)” ღილაკს:

– გადაამოწმეთ, რომ შეგყავთ სწორი EU Login მონაცემები.

-გახსოვდეთ, თუკი ორგანიზაციამ ახლახანს მიიღო ვალიდაცია და ლეარიც (LEAR-იც) ნომინირებულია, ყველა თვით-დარეგისტრირებული პირის როლი გაუქმდება, რადგან ამ სიტუაციაში ეს პირები აღარ იქნებიან რელევანტურნი. ლეარებს (LEAR-ებს) აქვთ შესაძლებლობა, რომ  წარადგინონ “ანგარიშების ადმინისტრატორები (Account Administrators)”, რომელთაც ექნებათ წვდომა ორგანიზაციულ ინფორმაციაზე. ეწვიეთ ბმულს მეტი დეტალისთვის:  https://webgate.ec.europa.eu/funding-tenders-opportunities/x/HYAc 

– თუ პრობლემა უკავშირდება ძველ ლეარს (LEAR-ს) ან ანგარიშის ადმინისტრატორები არ არიან ხელმისაწვდომნი, გთხოვთ შეამოწმოთ FAQ თუ როგორ აღადგინოთ წვდომა ორგანიზაციასთან. 

დამატებითი ინსტრუქციებისთვის ორგანიზაციის ინფორმაციის შენარჩუნების თაობაზე გთხოვთ ეწვიოთ: 

https://webgate.ec.europa.eu/funding-tenders-opportunities/x/OQCI