საზღვარგარეთ მიღებული განათლების ფარგლებში მიღებული აკადემიური კრედიტების აღიარების პროცედურა

{24.03.2026}

საზღვარგარეთ მიღებული განათლების აღიარება ხორციელდება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის (NCEQE) მიერ. აღიარების პროცედურის მიზანია უცხოური საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის გადამოწმება და დოკუმენტში ასახული კვალიფიკაციის ან სწავლის პერიოდში მიღწეული სწავლის შედეგების შესაბამისობის დადგენა საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან.

მშობლიურმა უნივერსიტეტმა შესაძლოა შეასრულოს შუამავლის როლი ცენტრსა და სტუდენტს შორის, თუმცა აღნიშნული დამოკიდებულია კონკრეტულ ინსტიტუციურ პრაქტიკაზე. გთხოვთ, მხარდაჭერასთან დაკავშირებით დეტალები გადაამოწმოთ მშობლიური უნივერსიტეტის შესაბამის დეპარტამენტთან. 

აკადემიური კრედიტების აღიარება ვრცელდება მობილობის პროექტებზე, მათ შორის, საერთაშორისო კრედიტ-მობილობაზე (ICM).

აღიარება

აღიარებას ექვემდებარება:

  • ზოგადი განათლება

  • პროფესიული განათლება

  • უმაღლესი განათლება

აღიარება არ ვრცელდება შემდეგზე:

  • სკოლამდელი განათლება (საბავშვო ბაღი);

  • რეზიდენტურის პროგრამები (სამედიცინო შემდგომი განათლება);

  • საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ცენტრის თანხმობით განხორციელებული გაცვლითი პროგრამების ფარგლებში მიღებული განათლება.

წარმოსადგენი დოკუმენტაცია

განმცხადებელმა საჭიროა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრს:

  1. განცხადება (განაცხადის ფორმა); 

  2. განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქის პასპორტის ასლის სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი);

  3. სხვა პირის მიერ განცხადების წარმოდგენის შემთხვევაში, უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი (მინდობილობა);

  4. მშობლის მიერ განცხადების წარმოდგენის შემთხვევაში, არასრულწლოვანი შვილის დაბადების მოწმობის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი;

  5. საგანმანათლებლო დოკუმენტის ასლის სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი; უმაღლესი განათლების აღიარების  მოთხოვნისას წარმოდგენილი საგანმანათლებლო დოკუმენტი უნდა უნდა შეიცავდეს ინფორმაციას უცხოეთში უმაღლესი განათლების მიღების ფორმაზე. 

  6. საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. 

  7. მიმღები საგანმანათლებლო დაწესებულების დასკვნა უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული განათლების შესაბამისობის შესახებ;

დეტალური ინფორმაცისათვის მოქმედი საფასურების, განაცხადის წარდგენის მეთოდების, განხილვის ვადების, შეღავათებისა და გადახდის რეკვიზიტების შესახებ გთხოვთ ეწვიოთ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ვებგვერდს.