''საერთაშორისო განათლების ევროპული ასოციაციის'' კონფერენციის ძირითადი მიგნებები

შესავალი

“საერთაშორისო განათლების ევროპული ასოციაციის” (EAIE) კონფერენცია ევროპის ყველაზე მასშტაბური ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც, საერთაშორისო დონეზე, უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობაზეა ორიენტირებული. კონფერენცია აერთიანებს უნივერსიტეტის ხელმძღვანელებს, აკადემიის წარმომადგენლებს, პოლიტიკის საკითხებზე მომუშავე პირებს და განათლების სპეციალისტებს მთელი მსოფლიოდან, რათა ერთმანეთს გაუზიარონ ცოდნა, საუკეთესო პრაქტიკა და დაამყარონ პარტნიორობა გლობალურ დონეზე. სემინარების, მონაწილეებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობის სესიებისა და უნივერსიტეტის თემატური გამოფენების მეშვეობით, კონფერენცია ეხმარება უნივერსიტეტებს, გააუმჯობესონ თავიანთი საერთაშორისო სტრატეგიები, შეიმუშაონ მობილობის პროგრამები, საერთაშორისო დონეზე, გაზარდონ ხილვადობა და შექმნან კავშირები, რაც ამაღლებს მათი საგანმანათლებლო სისტემების ხარისხსა და კონკურენტუნარიანობას.

“საერთაშორისო განათლების ევროპული ასოციაციის” შემდეგი ყოველწლიური კონფერენცია 2026 წელს გლაზგოში გაიმართება, თემაზე „რევოლუციის რიტმი“. ღონისძიება გააგრძელებს ასოციაციის ტრადიციას დახელს შეუწყობს თანამშრომლობას, ინოვაციასა და ტრანსფორმაციულ აზროვნებას განათლების სისტემაში.

ქვემოთ მოცემულია 2025 წლის კონფერენციის რამდენიმე ძირითადი დასკვნა

General
ინსტიტუციური შესაძლებლობების მაქსიმიზაცია EAIE-ს მეშვეობით - ზრდისა და თანამშრომლობის შესაძლებლობები
Erasmus+
უმაღლესი განათლების მობილობის პროგრამების მომავლის ფორმირება, Erasmus+ პროგრამის მეშვეობით
University alliance engagement
აკადემიისა და ინდუსტრიის დაკავშირება - შვედეთის მაგალითი
General (1)
Erasmus+-ის ინკლუზიური ხარვეზის აღმოფხვრა - საერთაშორისო მობილურობაზე თანაბარი წვდომის ხელშეწყობა
General Poster (1)
უმაღლესი განათლების ბირთვში ინტერნაციონალიზაციის ინტეგრირება და ალიანსების მეშვეობით საზოგადოებების ჩართვა
National Level Internationalization
ეროვნული და საერთაშორისო საგანმანათლებლო პოლიტიკის განვითარება ევროპის უმაღლესი განათლების სისტემაში
General Poster (2)
პროფესიული და უმაღლესი განათლების და მათი დაინტერესებული მხარეების ინტეგრირება ინტერნაციონალიზაციაში
General Poster (3)

ერთი ინსტიტუციის ფარგლებში ინტეგრირებული ინტერნაციონალიზაცია