არის თუ არა მოახლოებული აკადემიური ხარისხების დასასრული? მიკროკრედიტები, უნარები და დასაქმება
31.07.2025
ავტორები:
- ნათია ზედგინიძე-ჯიშკარიანი (უმაღლესი განათლების რეფორმის ექსპერტი საქართველოში (HEREs))
- გოდერძი ბუჩაშვილი (უმაღლესი განათლების რეფორმის ექსპერტი საქართველოში (HEREs))
გამოსაქვეყნებლად მომზადდა, ითარგმნა და რედაქტირდა Erasmus+ ეროვნულ ოფისის მიერ საქართველოში
ზოგადი მიმოხილვა
ევროკავშირისა და ერასმუს+ პროგრამის დაფინანსებით და SPHERE-ის ორგანიზებით, 2025 წლის 2-3 ივნისს მაროკოში, ქალაქ რაბათში გამართულ საერთაშორისო სემინარზე 20-ზე მეტი ქვეყნის, 70 -ზე მეტი მონაწილე უმაღლესი განათლების ს
ექტორიდან, – ერასმუს+ ეროვნული ოფისის მიერ კოორდინირებული – “უმაღლესი განათლების რეფორმის ექსპერტთა” ჯგუფები (HEREs), ერასმუს+ ეროვნული ოფისები და ეროვნულ დონეზე გადაწყვეტილების მიმღები პირები შეიკრიბნენ. შეხვედრის მიზანი იყო საგანმანათლებლო პოლიტიკის ტენდენციების გამოვლენა და მოკლევადიან სწავლებასთან დაკავშირებული ინსტიტუციური ინოვაციების შესწავლა.
სემინარი კრიტიკული ანალიზის, ცოდნის გაცვლის და თანამშრომლობაზე დაფუძნებული დიალოგის ერთგვარ პლატფორმას წარმოადგენდა იმის თაობაზე, თუ როგორ შეუძლია მოკლევადიან სწავლებას ხელი შეუწყოს დასაქმებას, მოქნილობასა და მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის შესაძლებლობას, განსაკუთრებით სხვადასხვა ეკონომიკურ და რეგიონულ კონტექსტებში.
კონფერენციის – ,,არის თუ არა მოახლოებული აკადემიური ხარისხების დასასრული? – მიკროკრედიტები, უნარები და დასაქმება” (“The End of Degrees? Micro-Credentials, Skills, and Employability”) – მთავარი მიზანი იყო მიკროკრედიტების (Microcredentials) როლის განსაზღვრა უმაღლესი განათლების სისტემის ტრანსფორმაციაში. ღონისძიების ფარგლებში, განსაკუთრებული აქცენტით გაკეთდა იმაზე, თუ როგორ უწყობენ მიკროკრედიტები (Micro credentials) ხელს უნარების განვითარებას, დასაქმებასა და სხვადასხვა რეგიონულ კონტექსტში, მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლას (life-long learning).
ვიზიტის მიზნები
- ევროპული და საერთაშორისო სტრატეგიების გაცნობა, რომლებიც მიკროკრედიტებს მოქნილ, უნარებზე დაფუძნებულ განათლების ინსტრუმენტებად აქცევენ;
- დადგენა, თუ როგორ შეუძლიათ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს თავიანთ აკადემიურ სტრუქტურებში მიკროკრედიტების ინტეგრირება, სრული აკადემიური ხარისხის პროგრამების მთლიანობის დარღვევის გარეშე;
- დადგენა, თუ როგორ შეიძლება, უნივერსიტეტებისა და კერძო სექტორის თანამშრომლობის საშუალებით, გაუმჯობესდეს მოკლევადიანი სასწავლო პროგრამების შინაარსი, ხარისხთან შესაბამისობა და აღიარება;
- სტუდენტების მოლოდინების შესწავლა, განსაკუთრებით, მოდულური განათლების ფორმატებთან, ციფრულ სწავლებასთან და დასაქმების ალტერნატიულ გზებთან დაკავშირებით;
- ხარისხის უზრუნველყოფის პრინციპებისა და მოკლევადიანი და არატრადიციული სასწავლო ფორმატებისთვის შესაფერისი, ციფრული სერტიფიცირების ჩარჩოების განხილვა;
- საპილოტე ინიციატივების, საგანმანათლებლო პოლიტიკის ჩარჩოების და ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში დაგროვილი პრაქტიკების შესწავლა, ვინაიდან, ჩამოთვლილი თითოეული მათგანი მოიცავს განხორციელების მრავალფეროვან გზებს;
- ზემოაღნიშნული გამოცდილებების გაანალიზება, საქართველოს მიკროკრედიტების ეროვნული სტრატეგიის შექმნის კონტექსტში, რომელიც თანხვედრაში იქნება უმაღლესი განათლების მიმდინარე რეფორმებთან და შრომითი ბაზრის საჭიროებებთან.
აღსანიშნავია, რომ კონფერენცია წარმოადგენდა მნიშვნელოვან პლატფორმას, სადაც შესაძლებელი იყო მსჯელობა მიკროკრედიტების როლზე როგორც განათლების სისტემების მოდერნიზაციის ფარგლებში, ისე უწყვეტი განათლების/კვალიფიკაციის ამაღლების მზარდი მოთხოვნის პირობებში, ახალ ინსტრუმენტად და სასწავლო პროცესის შედეგების ეკონომიკურ და ტექნოლოგიურ ცვლილებებთან შესაბამისობაში მოყვანის კონტექსტში.
კონფერენციის მთავარი მიგნებები
განათლების პოლიტიკა და ადაპტაცია – მჭიდრო თანხვედრაა ევროპული განათლების სტრატეგიებსა და მიკროკრედიტების გამოყენებას შორის. სხვადასხვა ქვეყნის მიერ წარმოდგენილმა მაგალითებმა აჩვენა პროგრესის სხვადასხვა ეტაპი. კერძოდ, ზოგიერთმა ქვეყანამ უკვე შექმნა მიკროკრედიტების ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩო, ხოლო ზოგიერთ ქვეყანა, მათ შორის საქართველო, ამ ეტაპზე კვლევისა და განვითარების ფაზაში იმყოფებიან; რიგ ქვეყნებში ახალი პედაგოგიური მიდგომების პრაქტიკაში განხორციელების მიზნით მიღებული იქნა შესაბამისი საკანონმდებლო აქტები და ასევე მიმდინარეობს დამატებითი პოლიტიკის შემუშავება მიკროკრედიტების მიმართულებით.
მიკროკრედიტები შესაძლებელია არსებობდეს დამოუკიდებლად ან/და ტრადიციულ აკადემიურ პროგრამებთან კომბინაციაში, რაც შესაძლებლობას ქმნის ინდივიდუალურად მორგებული საგანმანათლებლო გეგმის (learning pathway) ჩამოყალიბებისთვის.
მიკროკრედიტები, როგორც ინოვაცია – სემინარმა კიდევ ერთხელ განამტკიცა მოსაზრება, რომ მიკროკრედიტები არ წარმოადგენენ ტრადიციული აკადემიური განათლების შემცვლელს, არამედ ინოვაციური დამატებაა აკადემიურ ეკოსისტემაში. ისინი პროფესიული განვითარების, კარიერული ცვლილებებისა და მიზნობრივი უნარების გაუმჯობესებისთვის შესანიშნავი ერთგვარი საწყისია, განსაკუთრებით ზრდასრულთა სწავლების კონტექსტში.
მიკროკრედიტ ტრენინგ პროგრამების ფორმალურად აღიარება უნდა მოხდეს შესაბამისი აკადემიური კრედიტების მინიჭებით მათი შინაარსიდან გამომდინარე და მათი ინტეგრაციის შესაძლებლობით აკადემიურ პროგრამებში. იმის გათვალისწინებით, რომ მიკროკრედიტები შეიძლება შეიქმნას და განხორციელდეს სხვადასხვა პროვაიდერის მიერ და სხვადასხვა სასწავლო ფორმატში (ფორმალურ, არაფორმალური), შესაბამისად აღნიშნული მოქნილობა მოითხოვს ძლიერი ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების არსებობას.
დამსაქმებლების როლი – დამსაქმებლების ჩართულობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. კერძო სექტორის წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს მიკროკრედიტ პროგრამების ერთობლივად, მათი ჩართულობით შემუშავების აუცილებლობას. რათა, პროგრამების შინაარსი შესაბამისობაში იყოს ინდურიის მოთხოვნებთან . მათი გზავნილი იყო მკაფიო: „თუ გვსურს, რომ მიკროკრედიტ პროგრამების გახდეს სანდო და ფართოდ გამოყენებადი ინსტრუმენტი, უმაღლესმა განათლებამ უნდა განავითაროს პროაქტიური თანამშრომლობა ინდუსტრიასთან/დამსაქმებლებთან“.
დამსაქმებლის ჩართულობის შესახებ სესიები განსაკუთრებით ეფექტური იყო იმის დემონსტრირებისთვის, თუ როგორ შეიძლება მიკროკრედიტების შემუშავება ინდუსტრიასთან ერთად, რათა უზრუნველყოფილი იყოს შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობა. რეალური მაგალითები, მათ შორის ირლანდიის მიკროკრედიტების პროექტი, ყაზახეთსა და მაროკოში განხორციელებული ინიციატივები, ასახავდა კონკრეტულ გზებს აკადემიური პროგრამების შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოსაყვანად.
სტუდენტთა პრიორიტეტები– სტუდენტი მონაწილეები განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებდნენ მოქნილი და აღიარებული სასწავლო-საგანმანათლებლო გზის (learning pathway) მნიშვნელობაზე. მიკროკრედიტ პროგრამები მათთვის მიმზიდველია, რადგან აკმაყოფილებს მათ მოთხოვნას პერსონალიზებულ სწავლებაზე, უზრუნველყოფს შრომის ბაზარზე უფრო სწრაფ წვდომას და წარმოადგენს ეფექტურ გზას დაადასტურონ ცოდნა, რომელიც მიღებული აქვთ სხვადასხვა ტიპის სასწავლო გამოცდილებით — მათ შორის არაფორმალური და არაოფიციალური სწავლის გზით.
სტუდენტური პანელის მეშვეობით, დადგინდა სტუდენტების მხრიდან მოთხოვნა მოქნილ, პერსონალიზებულ და ციფრული ტექნოლოგიებით აღჭურვილ სასწავლო მოდელებზე. ხსენებული აძლიერებს მიკროკრედიტების პოტენციალს ინკლუზიისა და მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლის მიზნების მხარდასაჭერად.
გამოწვევები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის
– მიუხედავად მიკროკრედიტ პროგრამების მიმართ გამოხატული მაღალი ინტერესისა, ხშირად უნივერსიტეტები აწყდებიან სტრუქტურულ და პროცედურულ სირთულეებს. გამოწვევებს შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია შესაბამისი სამართლებრივი ჩარჩოს არარსებობა, ინსტიტუციური ავტონომიის შეზღუდვა მოკლევადიანი სწავლებისთვის კრედიტების მინიჭების თვალსაზრისით და გაურკვევლობა ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებთან დაკავშირებით.
ხარისხის უზრუნველყოფა – მნიშვნელოვანია მიკროკრედიტ პროგრამების ხარისხისა და თავსებადობის უზრუნველყოფა. EQAR-მა (ევროპული რეესტრი ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოებისთვის) წარმოადგინა ტენდენციები DEQAR სისტემაში სერტიფიცირებული მიკროკრედიტ პროგრამების მიმართულებით, ასევე განიხილა შესაძლებლობები, თუ როგორ შეიძლება DEQAR-ის მონაცემების გამოყენება ციფრული სერტიფიცირების ხარისხის უზრუნველყოფისა და აკადემიური კვალიფიკაციების აღიარებისათვის.
ღონისძიების მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ შეესწავლათ მიკროკრედიტების ევროპული ჩარჩოს განვითარების ტრენდი, მათ შორის მათი შესაბამისობა ევროპის განათლების სივრცესთან (European Education Area), ციფრული განათლების სამოქმედო გეგმასა (Digital Education Action Plan) და უნარების განვითარების დღის წესრიგთან (The Skills Agenda).
კონფერენციის ფარგლებში, პოლიტიკის ექსპერტების, უნივერსიტეტის ხელმძღვანელებისა და ხარისხის უზრუნველყოფის ორგანოების წარმომადგენლების აქტიურმა ჩართულობამ, უზრუნველყო როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ასპექტების საფუძვლიანი განხილვა.
გარდა ამისა, ჯგუფურმა სესიებმა შექმნა პლატფორმა განხორციელების პროცესში არსებული გამოწვევების განსახილველად. გამოწვევებს შორის გამოიკვეთა:
- მარეგულირებელი ხარვეზები
- ინსტიტუციური შეფერხება
- ხარისხის უზრუნველყოფის საჭიროებები, რაც ხელს უწყობს იდეების რეალისტურ და კონსტრუქციულ გაცვლას.
ვიზიტი აქტუალური იყო საქართველოსთვისაც მათ შორის, ვინაიდან ვიზიტის ფარგლებში ჩატარებულმა შეხვედრებმა არა მხოლოდ საორიენტაციო შესაძლებლობები გამოკვეთა, არამედ სტრატეგიული ხედვაც იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლია საქართველოს შექმნას ეტაპობრივი, კონტექსტისთვის შესაბამისი მიდგომა, მიკროკრედიტების ეროვნული განათლებისა და კვალიფიკაციის ჩარჩოში ინტეგრირებისთვის.
შეჯამების სახით უნდა ითქვას, რომ საერთაშორისო სემინარმა/კონფერენციამ უზრუნველყო ღირებული გამოცდილებებისა და სტრატეგიული ხედვების თაობაზე დასკვნებისა და წინადადებების შემუშავება მიკროკრედიტ პროგრამების ეროვნულ სისტემასთან მორგებისა და რეგიონული თანამშრომლობისთვის.
ინოვაციური მოდელები ან პრაქტიკები
სემინარის – ,,არის თუ არა მოახლოებული აკადემიური ხარისხების დასასრული? – მიკროკრედიტები, უნარები და დასაქმება” – ფარგლებში წარმოდგენილი იყო რამდენიმე მომავალზე ორიენტირებული მოდელი და ინიციატივა, რომლებიც აჩვენებდნენ, თუ როგორ შეიძლება მიკროკრედიტების წარმატებით ინტეგრირება უმაღლესი განათლების სისტემებში.
ინოვაციურობის თვალსაზირისით, განსაკუთრებით აღსანიშნავია შემდეგი მაგალითები:
1. ირლანდიის ეროვნული მიკროკრედიტების პროექტი
აღნიშნული ინიციატივა, რომელსაც კოორდინაციას უწევს კორკის საუნივერსიტეტო კოლეჯი (ირლანდია) და რომელსაც ეროვნულ დონეზე უჭერენ მხარს და რომელიც გამორჩეულია როგორც მიკროკრედიტების მასშტაბირების ეფექტურად სტრუქტურირებული მოდელი. იგი მოიცავს ერთიან ციფრულ პლატფორმას, რომელიც ეხმარება მიკროკრედიტ პროგრამების შექმნას, მათ ხილვადობას და ტრანსფერს სხვადასხვა დაწესებულებაში. აღნიშნული მოდელის ძლიერი მხარეა მისი ეროვნულ დონეზე არსებულ უნარების საჭიროებებთან სტრატეგიული შესაბამისობა და დამსაქმებლებთან თანამშრომლობა, რათა ერთობლივად შეიმუშაონ აკადემიურ კრედიტებში კონვერტირებადი (stackable) და შრომის ბაზარზე ორიენტირებული სასწავლო მოდულები.
2. ასტანას IT უნივერსიტეტი (ყაზახეთი)
ასტანას IT უნივერსიტეტის მოდელი არის მოწინავე ინსტიტუციური მოდელი, სადაც მიკროკრედიტები ჩაშენებულია სტანდარტულ აკადემიურ პროგრამებში. სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა, დააგროვონ მცირე მოცულობის, უნარებზე დაფუძნებული კურსები, რომლებიც შემუშავებულია ინდუსტრიასთან კონსულტაციით და საშუალებას იძლება, გადააქციონ ისინი კრედიტებად სრული აკადემიური ხარისხის მიღების მიზნით. აღნიშნული მოდელი ხელს უწყობს მოქნილ აკადემიურ განვითარებას და მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლას, აკადემიური სიზუსტისა და ხარისხის შენარჩუნებით.
3. CBHE AMEL პროექტი მაროკოში (საინჟინრო განათლება) Erasmus+ შესაძლებლობის გაძლიერების პროგრამა
Erasmus+-ის შესაძლებლობების გაძლიერების პროექტის ფარგლებში, მიკროკრედიტები წარმატებით ინტეგრირდა ტექნიკურ დისციპლინებში. კურსები შემუშავდა დამსაქმებლებისა და პროფესიული ასოციაციების მონაწილეობით, რაც უზრუნველყოფს მათი შედეგების პირდაპირ გამოყენებას შრომის ბაზარზე. პროექტი, ასევე, მოიცავდა არაფორმალური (informal) და არაფორმალური სწავლის (non-formal learning) შედეგების აღიარების მექანიზმებს, რაც ქმნის უფრო ფართო საფუძველს ცოდნისა და უნარების აღიარებისთვის.
4. ხარისხის უზრუნველყოფის ინოვაციები EQAR და DEQAR-ის მეშვეობით
სემინარის ფარგლებში, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინოვაციად იქნა წარმოდგენილი ხარისხის უზრუნველყოფის ინსტრუმენტების განვითარება, რომლებიც მორგებულია მოკლევადიან სასწავლო პროგრამებსა და ციფრულ კვალიფიკაციებზე. EQAR-ის პრეზენტაციამ გაუსვა ხაზი, თუ როგორ შეიძლება DEQAR-ის ბაზის გამოყენება მიკროკრედიტების მონიტორინგისა და ვალიდაციისთვის, რაც ხელს უწყობს აღიარებას, შედარებითობას და გამჭვირვალობას საერთაშორისო მასშტაბით. აღნიშნული წარმოადგენს მნიშვნელოვან წინსვლას აკადემიური ხარისხების ციფრული უზრუნველყოფის სფეროში.
5. სტუდენტზე ორიენტირებული სწავლების მეთოდები
სტუდენტების პანელის დისკუსია განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, ვინაიდან მათ ხაზი გაუსვეს პერსონალიზებული, მოქნილი სასწავლო პროცესის მნიშვნელობას. დამატებით, პირადი გამოცდილებიდან წარმოაჩინეს, თუ როგორ იძლევა მიკროკრედიტები სხვადასხვა წყაროებიდან (ფორმალური, არაფორმალური, ონლაინ) მიღებული ცოდნის ინტეგრირების საშუალებას და ასევე, კომპეტენციის დამადასტურებელი აღიარებული საბუთის მიღების შესაძლებლობას. აღნიშნული მოდელი აძლიერებს სტუდენტებს, ვინაიდან უკეთ ამზადებს მათ დინამიკური კარიერული გზისთვის.
ინოვაციური მოდელების და პრაქტიკის ეფექტურად გამოყენების პოტენციალი საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ (საჯარო და კერძო სექტორთან მათი ჩართულობის გასაძლიერებლად)
1. აკადემიურ სასწავლო პროგრამებში ინტეგრერებული დაჯგუფებადი მიკროკრედიტები, (ყაზახეთის მოდელი – ასტანას IT უნივერსიტეტი)
აქტუალობა საქართველოს კონტექსტში: ეს მიდგომა საშუალებას აძლევს სტუდენტებს დააგროვონ მცირე მოცულობის, კომპეტენციებზე დაფუძნებული სასწავლო კრედიტები, რომლებიც შემდგომში შეიძლება სრულ აკადემიურ ხარისხში ჩაითვალოს. ხსენებული შესაძლებლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზრდასრულთათვის, პროფესიის შეცვლის მსურლვეთათვის და მოქმედი სპეციალისტებისთვის, რომლებიც კვალიფიკაციის ამაღლების ეტაპობრივ გზას ირჩევენ, თუმცა სტანდარტული აკადემიური პროგრამის დასრულების გარეშე.
განხორციელების რეკომენდაცია: განხორციელების შემთხვევაში, საქართველოში არსებული უმაღლესი საგანმანათნელო დაწესებულებები (უსდ) შეძლებენ საპილოტე პროგრამების დაწყებას პრიორიტეტულ სექტორებთან პარტნიორობით, როგორებიცაა მაგალითად ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები (ICT), ტურიზმი, ლოჯისტიკა და ჯანდაცვა. დაწესებულებებმა, ინდუსტრიულ ასოციაციებთან თანამშრომლობით, უნდა განსაზღვრონ უნარების დეფიციტი, ერთობლივად შეიმუშაონ მოკლევადიანი კურსები და ჩამოაყალიბონ ის მექანიზმები, რომლის მეშვეობითაც აღნიშნული კურსები, შესაბამისი აღიარების პოლიტიკის ფარგლებში, ჩაითვლება არსებული აკადემიური პროგრამების კრედიტებად.
2. ეროვნული კოორდინაცია და ციფრული კვალიფიკაციების პლატფორმა (ირლანდიის MicroCreds პროექტი)
აქტუალობა საქართველოს კონტექსტში: მიკროკრედიტების გაცემისა და მართვის ცენტრალიზებული სისტემა ხელს შეუწყობს გამჭვირვალობის ზრდას, დუბლირების თავიდან აცილებას და ნდობის განმტკიცებას როგორც დამსაქმებლების, ასევე სტუდენტების მხრიდან. ირლანდიური მოდელის ფარგლებში, ყველა მიკროკრედიტი ეფუძნება საერთო ხარისხის უზრუნველყოფისა და კრედიტების ჩარჩოებს, ამავე დროს, ინარჩუნებს მოქნილობას.
განხორციელების რეკომენდაცია: განათლების, მეცნიერების და ახლაგაზრდობის სამინისტრომ და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა (EQE), შესაძლოა, დაიწყონ ეროვნული ციფრული კვალიფიკაციების რეესტრის შემუშავება. აღნიშნული სისტემა საშუალებას მისცემს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს გამოაქვეყნონ და გაავრცელონ თავიანთი მიკროკრედიტების შეთავაზებები, გამარტივდეს დამსაქმებლების მიერ, მათი აღიარება და დააკავშიროს ისინი ეროვნულ კვალიფიკაციების მონაცემთა ბაზებთან. პლატფორმა უნდა იყოს თავსებადი ევროპულ ინსტრუმენტებთან, როგორებიცაა Europass და DEQAR.
3. თანამშრომლობა დამსაქმებლებსა და პროფესიულ ასოციაციებთან (მაროკოს AMEL პროექტი და ინდუსტრიული მრგვალი მაგიდები)
აქტუალობა საქართველოს კონტექტსში: მიკროკრედიტების შექმნის, მიწოდებისა და შეფასების პროცესებში დამსაქმებლებისა და პროფესიული ორგანიზაციების ჩართვა მნიშვნელოვნად ზრდის მათ შედეგიანობას შრომის ბაზარზე. აღნიშნული, თავის მხრივ, ხელს უწყობს სასწავლო შედეგების რეალურ საჭიროებებთან თანხვედრას და აძლიერებს უნივერსიტეტებსა და ინდუსტრიას შორის თანამშრომლობას.
განხორციელების რეკომენდაცია: საქართველოს უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა, თითოეული საპილოტე მიკროკრედიტის პროგრამისთვის, უნდა შექმნან საკონსულტაციო საბჭოები, რომელშიც ჩაერთვებიან სავაჭრო-სამრეწველო პალატების, წამყვანი კომპანიებისა და საჯარო სექტორის დამსაქმებელთა წარმომადგენლები. აღნიშნული საბჭოები უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებს დაეხმარებიან სასურველი სასწავლო შედეგების განსაზღვრაში, სწავლის ფორმატების შერჩევაში (ონლაინი, ჰიბრიდული) და სტაჟირებების და აღიარების მექანიზმების შემუშავებაში.
4. ხარისხის უზრუნველყოფის ადაპტაცია მოკლევადიან სასწავლო პროგრამებზე (EQAR/DEQAR-ის ინსტრუმენტები)
აქტუალობა საქართველოს კონტექსტში: ტრადიციული ხარისხის უზრუნველყოფის პროცედურები ყოველთვის არ შეესაბამება მოკლევადიანი, მოქნილი და უნარებზე ორიენტირებული სწავლის მოთხოვნებს. მიკროკრედიტებისთვის მორგებული სპეციალიზებული ხარისხის უზრუნველყოფის რეკომენდაციების დანერგვა ხელს შეუწყობს ინოვაციას, აკადემიური სტანდარტების შეზღუდვის გარეშე.
განხორციელების რეკომენდაცია: განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა (NCEQE), ხარისხის უზრუნველყოფის ექსპერტებთან და HEREs წევრებთან თანამშრომლობით, შესაძლოა დაიწყოს მიკროკრედიტების შედეგებზე ორიენტირებული, გამარტივებული ხარისხის უზრუნველყოფის ჩარჩოს საპილოტე პროგრამის შემუშავება. ჩარჩო უნდა მოიცავდეს კონტექსტთან შესაბამისობის, გამჭვირვალობის, სტუდენტთა დაცვისა და არსებული ხარისხის უზრუნველყოფის (QA) ციკლში ინტეგრაციის ინდიკატორებს.
5. სტუდენტზე ორიენტირებული, ინკლუზიური სასწავლო დიზაინი
აქტუალობა საქართველოს კონტექსტში: ქართულმა უნივერსიტეტებმა უნდა დააკმაყოფილონ სწავლაზე ორიენტირებული უფრო მრავალფეროვანი სტუდენტური საჭიროებები, მათ შორის არასრული განაკვეთის სტუდენტების, პროფესიონალების და საგანმანათლებლო მომსახურებაზე ნაკლები ხელმისაწვდომობის მქონე ადამიანებისთვის. მიკროკრედიტები წარმოადგენს ხელმისაწვდომი და პერსონალიზებული განათლების მიღების გზას.
განხორციელების რეკომენდაცია: უმაღლესმა სასწავლო დაწესებულებებმა შესაძლოა, სტუდენტური კავშირებისა და პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, ერთობლივად შეიმუშავონ მოქნილი მიკროკრედიტები. საპილოტე პროგრამები შესაძლოა მოიცავდეს მეწარმეობის, ციფრული უნარებისა და სამოქალაქო კომპეტენციების განვითარებას, მათ შორის, წარსულში მიღებული სწავლის აღიარების შესაძლებლობით. აღნიშნული მიდგომა განსაკუთრებით შეუწყობს ხელს რეგიონული უნივერსიტეტების გაძლიერებას, მათი ჩართულობისა და გავლენის გაფართოების კუთხით.
6. Erasmus+ თანამშრომლობა რეგიონულ კონტექსტში
აქტუალობა საქართველოს კონტექსტში: გამომდინარე იქიდან, რომ მრავალი ქვეყანა რეგიონში მიკროკრედიტების დანერგვის საწყის ეტაპზე იმყოფება, ერთობლივი პროექტები ხელს შეუწყობს გამოცდილების გაზიარებას და დანერგვის ხარჯების შემცირებას.
განხორციელების რეკომენდაცია: საქართველოს უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა უნდა წამოიწყონ Erasmus+-ის თანამშრომლობაზე დაფუძნებული თანამშრომლობითი პროექტები, რომლებიც მოიცავს მიკროკრედიტების განვითარებას, რეგიონულ დონეზე მათი აღიარების მექანიზმების დანერგვასა და აკადემიური პერსონალის გადამზადებას. აღნიშნული ინიციატივები შესაძლოა გამოიხატოს საერთო სასწავლო კურსების შემუშავებაში, შეფასების მოდელებისა და ციფრული სერტიფიცირების სისტემების განვითარებაში.
დასკვნა: მოცემული საერთაშორისო პრაქტიკების ქართულ რეალობაზე მორგებით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები გახდებიან მეტად მოქნილები, ინკლუზიურები და უფრო ადაპტირებულები როგორც საზოგადოებრივი, ისე ეკონომიკური მოთხოვნების მიმართ. ამავდროულად, მსგავსი მოდელები მნიშვნელოვნად გააძლიერებს აკადემიური ინსტიტუტების როლს ეროვნული სამუშაო ძალის შექმნის სტრატეგიებში და ხელს შეუწყობს განათლებასა და დასაქმებას შორის არსებული ხარვეზის შემცირებას.
დასკვნა
საქართველო მზად არის მიკროკრედიტების კონცეპტუალური მზაობიდან პრაქტიკულ განხორციელებაზე გადასასვლელად. სხვა ქვეყნების გამოცდილებაზე დაფუძნებით, რომელიც წარმოდგენილი იქნა კონფერენციის მონაწილეთა მიერ, პოლიტიკის ინოვაციების, რეგულირების რეფორმებისა და საპილოტე პროგრამების კომბინირებული გამოყენებით, ქვეყანას შეუძლია შექმნას მოქნილი და მომავლისთვის მზადყოფნაზე ორიენტირებული უმაღლესი განათლების სისტემა, რომელიც უკეთ პასუხობს როგორც სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენელი სტუდენტების, ისე ცვალებადი შრომის ბაზრის საჭიროებებს.
დოკუმენტის PDF ფორმატში სანახავად მიჰყევით ბმულს.

