Erasmus+-ის პრაქტიკის გაძლიერება: Erasmus+-ის პრაქტიკული მაგალითების გამოცდილების გაზიარება
{8.11.2025}
Erasmus+ პროგრამა და მისი განხორციელება საქართველოში
Erasmus+ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამაა, რომელიც მხარს უჭერს განათლებას, ტრენინგებს, ახალგაზრდობასა და სპორტს მთელ ევროპასა და მის ფარგლებს მიღმა. პროგრამა ხელს უწყობს საერთაშორისო მობილობას, ინსტიტუციურ თანამშრომლობას და ინოვაციას სხვადასხვა სექტორში, მათ შორის უმაღლეს განათლებაში, პროფესიულ, სასკოლო და ზრდასრულთა განათლებაში, ახალგაზრდულ სექტორსა და სპორტში.
პროგრამის ცენტრალურ ნაწილს მისი ჰორიზონტალური პრიორიტეტები წარმოადგენს, როგორიცაა ინკლუზიურობა, მრავალფეროვნება, ციფრული ტრანსფორმაცია, გარემოსდაცვითი მდგრადობა და დემოკრატიულ ცხოვრებაში სამოქალაქო საზოგაოდების აქტიური მონაწილეობა. აღნიშნული პრიორიტეტები შეესაბამება ევროკავშირის უფრო ფართო სტრატეგიულ მიზნებს და ინტეგრირებულია Erasmus+-ის ყველა მიმართულებაში, რათა ხელი შეუწყოს მაღალი ხარისხის, ინკლუზიურ და მომავალზე ორიენტირებული სასწავლო გამოცდილების დაგროვებას.
Erasmus+-ის ეროვნული ოფისი (NEO) საქართველოში ხელს უწყობს პროგრამის ეროვნულ დონეზე განხორციელებას. პროექტების ხარისხის გასაუმჯობესებლად NEO უზრუნველყოფს პროგრამის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას ისეთი აქტივობებით, როგორებიცაა საინფორმაციო დღეები, სემინარები, კონსულტაციების, პროექტებთან დაკავშირებული პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებადა ა.შ.
პრაქტიკული გამოცდილების გაზიარების ვორქშოპები
NEO-მ, Erasmus+-ის პროგრამის პოპულარიზაციისა და პროექტების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, პრაქტიკული გამოცდილების მაგალითების გაზიარებასა და ფინანსური მენეჯმენტის საკითხების შესახებ ბენეფიციარებისთვის შეხვედრები გამართა. ვორქშოპის ფარგლებში შემდეგი მიმართულებები დაიფარა, რომელიც მიმდინარე პუბლიკაციაში დეტალურადაა განხილული:
- ახალგაზრდული სექტორი;
- შესაძლებლობების გაძლიერება პროფესიულ განათლებაში (CB VET);
- შესაძლებლობების გაძლიერება უმაღლეს განათლებაში (CBHE);
- ჟან მონეს პროგრამა;
- ფინანსური მენეჯმენტი Erasmus+-ის პროგრამებისთვის, ადგილობრივი კონტექსტის გათვალისწინებით;
- სასკოლო განათლება.
1. ახალგაზრდული სექტორი
ახალგაზრდული სექტორი Erasmus+-ის პროგრამის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდების გაძლიერებას არაფორმალური სწავლების, განსხვავებული საზოგაოდების წარმომადგენელთა შორის დიალოგისა და სამოქალაქო ჩართულობის წახალისების გზით. Erasmus+-ის პროგრამა მხარს უჭერს მრავალფეროვან ინიციატივებს, მათ შორის ახალგაზრდულ გაცვლით პროგრამებს, ახალგაზრდა მუშაკთა მობილობის აქტივობებს, კოოპერაციულ პარტნიორობას, ვირტუალურ მობილობას, შესაძლებლობების გაძლიერებისა და ალიანსები ინოვაციებისათვის პროექტებს. აღნიშნული ქმედებები ხელს უწყობს ახალგაზრდების უნარების განვითარებას, მათი შესაძლებლობების ზრდას და ინსტიტუციურ დონეზე, სხვადასხვა სექტორებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას
პრაქტიკული გამოცდილების ფარგლებში, ვორქშოპის დროს ახალგაზრდულმა ორგანიზაციებმა „Step Toward Success“-მა პროექტი – „Volunteering Connects“ და “Youth for Society“-მ პროექტი – „Diving Change“ წარადგინეს.
Volunteering Connects
„Volunteering Connects“ მიმდინარე პროექტია, რომელიც “კოოპერაციული პარტნიორობის” ფარგელბში ხორციელდება. მას კოორდინაციას უწევს ორგანიზაცია – Hnutí Brontosaurus (ჩეხეთი), პროექტის პარტნიორი ორგანიზაციები არიან:
- Agdz Volunteers Without Borders (მაროკო)
- Asociación Juvenil Intercambia ((ესპანეთი)
- Step Toward Success (საქართველო)
- Strom života (სლოვაკეთი)
120,000 ევროს ოდენობის ბიუჯეტით, პროექტი მხარს უჭერს ნაკლებად გამოცდილი ორგანიზაციებს და ინკლუზიური ახალგაზრდული აქტივობების განვითარებას. პროექტის მიზანია ახალგაზრდული მუშაკებისა და მოხალისეობის სფეროში საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების ხელშეწყობა. აღნიშნული მიზნის მისაღწევად, პროექტის მიმდინარეობის პროცესში მოხდა ახალგაზრდებში მოხალისეობრივი პრაქტიკის პოპულარიზაცია, საზოგადოების ჩართულობის გაძლიერება და პარტნიორი ორგანიზაციებისათვის მდგრადობის პრინციპებზე დაფუძნებული ციფრული ინსტრუმენტების შეთავაზება. პროექტის მიმდინარეობის პროცესში შეიქმნა ვებ-აპლიკაცია, რომელზეც განთავსებულია ახალგაზრდების მიერ ორგანიზებული საზოგადოებრივი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია.
Driving Change
„Driving Change“ მიმდინარე, Erasmus+ ახალგაზრდული გაცვლითი პროექტია, რომელიც ახალგაზრდების მობილობას ახორციელებს. პროექტს კოორდინაციას უწევს The Copenhagen Youth Network (დანია), შემდეგ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად:
- AL-EMAD ALKABEER for Training and Development Co. (იორდანია)
- Civic Organization “Development and Initiative” (უკრაინა)
- Mirsal (ფინეთი)
- Solidaried’Arte – Associação de Integração pela Arte e Cultura (პორტუგალია)
- Youth for Society (საქართველო)
- Bright Minds Association (ბულგარეთი)
53,563,00 ევროს საერთო ბიუჯეტით, პროექტი 43 ახალგაზრდა მონაწილეს აერთაინებს, დანიაში რვადღიან გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად. პროექტი ფოკუსირებულია კრიტიკულად მნიშვნელოვანი ციფრული და ხელოვნური ინტელექტის უნარების განვითარებაზე. ინიციატივა ხელს უწყობს ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების ეთიკურ, პასუხისმგებლიან და შემოქმედებით გამოყენებას. ასევე, პროექტის ფარგლებში, არაფორმალური სწავლების პროცესში, მონაწილეებს საშუალება ექნებათ, გაიუმჯობესონ კრიტიკული აზროვნება, შეიტყონ მედიაწიგნიერების შესახებ და განივითარონ დეზინფორმაციის წინააღმდეგ საბრძოლველად საჭირო უნარები.
გამოწვევები
ახალგაზრდული სექტორის წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს Erasmus+-ის პროექტებში მდგრადობის პრინციპის აუცილებლობას და პროექტებით დაინტერესებულ ორგანიზაციებს ურჩიეს, აიღონ პროექტის ფარგლებში შექმნილი ციფრულ პლატფორმების შენარჩუნების ვალდებულება პროექტის სასიცოცხლო ციკლის შემდეგაც. მომხსენებლებმა, ასევე, აღნიშნეს გარემოსდაცვითი საკითხების მიმართ ახალგაზრდების მზარდი ინტერესი და Erasmus+-ის პროგრამით დაინტერესებულ ორგანიზაციებს ამ საკითხებზე მუშაობა ურჩიეს.
გარდა ამისა, მომხსენებლების აზრით, Erasmus+ პროგრამის განხორციელების ერთ-ერთი ხშირი გამოწვევა საიმედო პარტნიორების მოძიება და პროექტის შედეგების გრძელვადიანი მდგრადობის უზრუნველყოფაა. გამომსვლელებმა ხაზი გაუსვეს პარტნიორობის დამყარების აქტივობების კრიტიკულ როლს ორგანიზაციული შესაძლებლობების გაძლიერების, ცოდნის ურთიერთგაცვლის და მდგრადი განვითარების ხელშეწყობის თვალსაზრისით.
2. შესაძლებლობების გაძლიერება პროფესიულ განათლებაში (CB VET)
Erasmus+ პროგრამის ფარგლებში, შესაძლებლობების გაძლიერების პროექტები გულისხმობს მრავალმხრივ საერთაშორისო თანამშრომლობას პროფესიული განათლებისა და ტრეინინგების (VET) სფეროში. აღნიშნული პროექტების მიზანია, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობით, მესამე ქვეყნებში რომლებიც არ არიან ასოცირებულნი Erasmus+ პროგრამასთან, პროფესიული განათლების სისტემების ხელმისაწვდომობისა და ხარისხის გაუმჯობესება. ვერქშოპის დროს, ორმა ქართულმა ორგანიზაციამ საკუთარი მიმდინარე პროექტები წარადგინეს. სამშენებლო კოლეჯმა Construction College Construct 2- მა ისაუბრა პროექტის – REBUILD – Capacity Building Program for Sustainable Reconstruction-ის შესახებ, ხოლო “უნარების სააგენტომ” პროექტის – INVEsT in You: Promote International Traineeship Programs for Armenian, Georgian, and Moldovan Students in Central Europe-ის შესახებ.
REBUILD – Capacity Building Program for Sustainable Reconstruction
REBUILD მიმდინარე, CB VET პროექტია, რომლის ბიუჯეტიც 367,463.68 ევროა. პროექტი მიზნად ისახავს სამშენებლო სექტორში ევროკავშირის ქვეყნების მიერ შეძენილი ცოდნისა და საუკეთესო პრაქტიკის მაგალითების გაზიარებას იმ ქვეყნებისათვის, რომლებიც არ არიან ასოცირებულნი Erasmus+-ის პროგრამასთან. პროექტს კოორდინაციას Istituto per l’Istruzione Professionale dei Lavoratori Edili della Provincia di Bologna (იტალია) უწევს. ხოლო პროექტის სხვა პარტნიორები არიან:
- Akademia WSB (პოლონეთი)
- Alma Mater Studiorum – Università di Bologna (იტალია)
- College Spectri (საქართველო)
- Construction College Construct 2 (საქართველო)
- European Center of Entrepreneurship Competence & Excellence (ავსტრია)
- Institutia Publica Centrul de Excelenta in Constructi (მოლდოვა)
- Lviv Applied College of Construction Architecture and Design (უკრაინა)
პროექტის მთავარ მიზანს ომის ან სტიქიური მოვლენებს შედეგად მიყენებული ზიანის მდგრადი რეკონსტრუქცია წარმოადგენს და მიზნად ისახავს კომპეტენციების გაუმჯობესებას ისეთ სფეროებში როგორიცაა – ევროკავშირის, მშენებლობასთან დაკავშირებული, რეგულაციები და ნორმები, ევროკავშირის დაფინანსების შესაძლებლობების ზრდა, სამშენელოტექნიკა და ინდუსტრიის გაციფრულება. პროექტის ფარგლებში, ტრეინინგები შემუშავდა პროექტიში ჩართული პარტნიორი ქვეყნების საჭიროებებიდან გამომდინარე და ხელმისაწვდომია MOODLE პლატფორმაზე.
INVEsT in you: promote international traineeship programs for Armenian, Georgian and Moldovan students in Central Europe (IN-VET)
INVEsT in you-ს საერთო ბიუჯეტი 400,000.00 ევროა. პროექტი მიზნად ისახავს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში სოციალურად დაუცველი სტუდენტების პროფესიულ განვთარებას და მათი ძირითადი კომპეტენციების გაუმჯობესებას. პროექტს კოორდინაციას უწევს GYORSAN ENERGIKUSAN EXTREMEN KODOLO CLUB EGYESULET (უნგრეთი), ხოლო სხვა პარტნიორები არიან:
- AGENTIA NATIONALA DE ASIGURARE A CALITATII IN EDUCATIE SI CERCETARE (მოლდოვა)
- ASOCIATIA DEZVOLTA-MA – DEVELOP ME (რუმინეთი)
- IGNIS PLUS NO (სლოვაკეთი)
- SKILLS AGENCY (საქართველო)
- YOUTH COOPERATION CENTER OF DILIJAN (სომხეთი)
პარალელურად, პროექტი ხელს უწყობს პედაგოგების უწყვეტ განვითარებას, საერთაშორისო შეხვედრებისა და შესაძლებლობების განვითარების ინიციატივების მეშვეობით. IN-VET ფოკუსირებულია, როგორც სოფლებში, ასევე, ქალაქში მცხოვრებ ახალგაზრდებზე, პედგაგოგებზე და პროფესიული განათლებისა და სწავლების ინსტიტუციების წარმომადგენლებზე, რომლებიც პროექტებში მონაწილეობისას სხვადასხვა ბარიერებს აწყდებიან. გარდა ამისა, ინკლუზიური მობილობის და საზღვრისპირა რეგიონებთან თანამშრომლობის ხელშეწყობით, პროექტი სამიზნე ჯგუფებისთვის მიზნად ისახავს პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობისა და მისი ხარისხის გაუმჯობესებას.
გამოწვევები
დისკუსიის დროს, მომხსენებლებმა ყურადღება გაამახვილეს პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ინგლისურენოვანი პერსონალისა და სტუდენტების დეფიციტზე და აღნიშნეს, რომ Erasmus+-ის პროგრამაში მონაწილეობისათვის აუცილებელია სასწავლო დაწესებულებებში, საერთაშორისო ინტეგრაციის მიმართულებით, ინგლისურენოვანი პერსონალის დასაქმება. რეკომენდაციის სახით, მომხსენებლებმა პროგრამაში მონაწილეობით დაინტერესებულ ინსტიტუციებს ურჩიეს, ითანამშრომლონ ისეთ ინსტიტუციებთან და ორგანიზაციებთან, რომლებსაც უკვე აქვთ CB VET პროექტებში მონაწილეობის გამოცდილება. ღონისძიებაზე მომხსენებლებმა, ასევე, ისაუბრეს პარტნიორების მოძიების საკითხზე და ინსტიტუციებს და ორგანიზაციებს ურჩიეს პროაქტიულად დაუკავშირდნენ პოტენციურ პარტნიორებს და გააცნონ თავიანთი ორგანიზაცია და Erasmus+-ის პროგრამაში მონაწილეობის გეგმები.
3. შესაძლებლობების გაძლიერება უმაღლესი განათლების სფეროში (CBHE)
უმაღლესი განათლების სფეროში შესაძლებლობების გაძლიერების პროექტები წარმოადგენს ტრანსნაციონალური თანამშრომლობის ინიციატივებს, რომლებიც დაფუძნებულია მრავალმხრივ პარტნიორობაზე. აღნიშნული პროექტები აუმჯობესებს უმაღლესი განათლების ხარისხის შესაბამისობას მესამე ქვეყნებში, რომლებიც არ არიან ასოცირებულნი პროგრამასთან.
CBHE პროგრამის მიზანი უმაღლესი განათლების სისტემის მოდერნიზაცია და ინტერნაციონალიზაციაა. ვორქშოპის ფარგლებში, სამმა უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ იასუბრა საკუთარი გამოცდილების შესახებ CBHE პროექტების მიმართულებით – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა წარადგინა DECEP პროექტი, შპს პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიამ – LIFESTRAND, ხოლო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა პროექტი – ETHICS.
DECEP – Development of Early Childhood Educational Programs in Georgian Universities
DECEP-ის საერთო ბიუჯეტი 481.614,00 ევროა. პროექტს კოორდინაციას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი უწევს, ხოლო პროექტის პარტნიორები არიან:
- იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი (საქართველო)
- საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო (საქართველო)
- სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი (საქართველო)
- TARTU ULIKOOL (ესტონეთი)
- VILNIAUS UNIVERSITETAS (ლიეტუვა)
DECEP-ის მთავარ მიზანს აკრედიტებული საბაკალავრო და პროფესიული განვითარების პროგრამების შემუშავება, ასევე, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის მომზადება და ციფრული ინსტრუმენტების და ღია რესურსების შექმნა წარმოადგენს.
Life Support Training and Dissemination (LIFESTRAND) for Higher Education Institutions and Community Representatives living in Military Risk Areas of Ukraine and Georgia
LIFESTRAND-ის საერთო ბიუჯეტი 359.763,00 ევროა. პროექტი მიზნად ისახავს რუსეთის ოკუპაციისა და სამხედრო აგრესიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას უკრაინასა და საქართველოში. პროექტს კოორდინაციას უწევს შპს პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია. პროექტის პარტნიორები არიან:
- ალტე უნივერსიტეტი (საქართველო)
- შპს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი (საქართველო)
- IVAN HORBACHEVSKY TERNOPIL NATIONAL MEDICAL UNIVERSITY OF THE MINISTRY OF HEALTH OF UKRAINE (უკრაინა)
- POLTAVA STATE MEDICAL UNIVERSITY (უკრაინა)
- SOCIEDAD ESPANOLA DE MEDICOS DE ATENCION PRIMARIA SEMERGEN (ესპანეთი)
- STATE ESTABLISHMENT “LUGANSK STATE MEDICAL UNIVERSITY” (Ukraine)
- თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი (საქართველო)
- UNIVERSIDAD DE SANTIAGO DE COMPOSTELA (ესპანეთი)
- UNIVERSIDADE DO PORTO (პორტუგალია)
სამხედრო რისკის ზონებში, მოსახლეობის წინაშე არსებული საფრთხეებისა და ადგილობრივი ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის განადგურების საპასუხოდ, პროექტის მიზანი იყო პირველადი დახმარებისა და ჰოსპიტალამდელი ტრავმის მკურნალობის უნარების სწავლება. პროექტის ფარგლებში ჩატარებული ტრეინინგები ხელმისაწვდომი იყო, როგორც ინსტიტუციებისათვის, ასევე, ფართო საზოგადოებისათვისაც. პროექტი თემატურად გააძლიერებს შვიდი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაძლებლობებს უკრაინასა და საქართველოში, რაც პირდაპირ სარგებელს მოუტანს 242 თანამშრომელსა და სტუდენტს. ინიციატივის ფარგლებში, შემუშავებული მასალები მოიცავს პირველადი დახმარების სახელმძღვანელოებს ისეთ თემებზე, როგორიცაა – სიცოცხლის შენარჩუნება და ტრავმის მკურნალობა.
Responsible Conduct of Research – Research Integrity and Ethics in Georgian Universities (ETHICS)
ეროვნულ სტურუქტურული რეფორმის – ETHICS-ის მიზანია საქართველოს უნივერსიტეტებსა და კვლევით ორგანიზაციებში, კვლევის ხარისხის გასაუმჯობესებლად, თანამედროვე, ხარისხიანი და ეთიკური კვლევების პრაქტიკების ინტეგრირება. პროექტის მიმდინარეობისას მოხდა დოქტორანტურის სასწავლო პროგრამებში, აკრედიტაციის სტანდარტებსა და ეროვნული პოლიტიკის ჩარჩოებში კვლევის ეთიკის და საუკეთესო სამეცნიერო პრაქტიკის ინტეგრირება. ETHICS, ასევე, მუშაობს კვლევის სტანდარტების განვითარებაზე, რომელიც უზრუნველყოფს ნამუშევრების ორიგინალურობას, სანდოობასა და კონკურენტუნარიანობას, განსაკუთრებით, Horizon Europe-ისა და ERC-ის დაფინანსების კონტექსტში.
პროექტის საერთო ბიუჯეტი 752,202.00 ევროა, რომელსაც კოორდინაციას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი უწევს, ხოლო სხვა პარტნიორები არიან:
- აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი (საქართველო)
- აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო ხელოვნების აკადემია (საქართველო)
- კავკასიის უნივერსიტეტი შპს (საქართველო)
- დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი შპს (საქართველო)
- EUROPEAN NETWORK FOR ACADEMICINTEGRITY, SPOLEK (ჩეხეთი)
- GIPA – საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (საქართველო)
- იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი (საქართველო)
- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (საქართველო)
- Masarykova univerzita (ჩეხეთი)
- საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო (საქართველო)
- განათლების ხარისხის გაუმჯობესების ეროვნული ცენტრი (საქართველო)
- სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი (საქართველო)
- შოთა რუსტაველის სახელობის ეროვნული სამეცნიერო ფონდი (საქართველო)
- შოტა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი (საქართველო)
- STICHTING VU (ნიდერლანდები)
- UNIVERZITA KARLOVA (ჩეხეთი)
გამოწვევები
სესიის მომხსენებლებმა ხაზი გაუსვეს პროექტის მკაფიოდ განსაზღვრული და ურთიერთდაკავშირებული მიზნებისა და ამოცანების მნიშვნელობას საპროექტო განაცხადის შეტანისას. გამომსვლელებმა, ასევე, ისაუბრეს პროექტების სტრატეგიული დაგეგმვის, ინტერდისციპლინარული თანამშრომლობისა და მათი რეგიონულ პრიორიტეტებთან შესაბამისობის მნიშვნელობაზე.
პრეზენტაციები:
- CBHE Practical experience example – Responsible Conduct of Research – Research Integrity and Ethics in Georgian Universities (ETHICS)
- CBHE Practical experience example – Life Support Training and Dissemination (LIFESTRAND) for Higher Education Institutions and Community Representatives living in Military Risk Areas of Ukraine and Georgia
- CBHE Practical experience example – DECEP – Development of Early Childhood Educational Programs in Georgian Universities
4. პანელური დისკუსია – ჟან მონე
უმაღლესი განათლების სფეროში, ჟან მონეს პროგრამა ხელს უწყობს ევროკავშირზე ორიენტირებული გლობალური კვლევის ხელშეწყობას, მათ შორის, მისი ისტორიის, მიზნების, ინსტიტუციური ჩარჩოების, ფუნქციებისა და პოლიტიკის შესახებ ცნობიერების ზრდას. ჟან მონეს აქტივობები მიზნად ისახავს აქტიური ევროპული სამოქალაქო საზოგაოდების შექმნას და ევროკავშირის ძირითადი ღირებულებების, მათ შორის, ადამიანის ღირსების, თავისუფლების, დემოკრატიის, თანასწორობის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვას.
პანელურ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს, ჟან მონეს პროგრამის ფრაგლებში, შვიდი ქართული პროექტის წარმომადგენელმა. მომხსენებლებმა მონაწილეებს გაუზიარეს ინფორმაცია თავიანთი საქმიანობის და იმ სირთულეებს შესახებ, რომლებსაც პროექტებზე მუშაობის პროცესში გადააწყდნენ. ღონისძიებაზე წარდგენილი იყო შემდეგი პროექტები:
EU-PPS – European Union for Peace, Prosperity and Security
ჟან მონეს კათედრის პროექტს EU-PPS-ს კოორდინაციას უწევს კავკასიის უნივერსიტეტი პროექტის ბიუჯეტი 39,000.00 ევროა. აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს ევროკავშირის შესახებ ახალი ცოდნის შექმნას, კონკრეტულად, ევროკავშირის როლის ხაზგასმას საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში. კათედრა ახორციელებს ხუთ სალექციო კურსს, ტრენინგ სესიებს, საზაფხულო და საკვირაო სკოლებს, სამეცნიერო კონფერენციას და გამოსცემს შესაბამისი თემატიკის პუბლიკაციებს.
COE DRG – COE Democracy Resilience in Georgia
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კოორდინაციით, ჟან-მონეს ბრწყინვალების ცენტრის COE DRG-ის მიზანია აკადემიური სივრცეების ჩამოყალიბება და განვითარება დაბალი სამოქალაქო ცნობიერების მქონე რეგიონებში. პროექტი მიზნად ისახავს აკადემიური საქმიანობის ხელშეწყობით და ევროკავშირთან ინტეგრაციის სარგებლის შესახებ ინფორმაციის გაზიარებით, რუსული დეზინფორმაციისა და ანტიდასავლური ნარატივების წინააღმდეგ ბრძოლას. პროექტის სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენენ – ახალგაზრდები, მოწყვლადი ჯგუფები, აკადემიური წრეები, სამოქალაქო და ფართო საზოგადოება. პროექტის ბიუჯეტი 95,382.00 ევროს შეადგენს.
Enlargement Georgia – EU Enlargement Policy and Law, Implications on Georgia
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კოორდინაციით შექმნილი მოდული – Enlargement Georgia – ფოკუსირებულია ევროკავშირის კანონმდებლობაზე და გაფართოების პოლიტიკაზე. პროექტის მთავარი თემა დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის ხელშეწყობაა. პროექტის ფარგლებში შეიქმნა ორი სასწავლო კურსი საბაკალავრო და სამაგსიტრო დონეზე. აღნიშნული კურსები დაინტეგრირებული იქნა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტის ევროპული კვლევების პროგრამის სასწავლო გეგმაში. პროექტის ფარგლებში, ასევე, საშუალო სკოლის მოსწავლეებისთვის (14-17 წელი) შეიქმნა ევროკავშირის გაფართოების შემდეგი ტალღის შესახებ სიმულაციური თამაში. პროექტის მთლიანი ბიუჯეტი 35 000.00 ევროს შეადგენს.
CSREU – Corporate Social Responsibility (CSR) in the European Union: Experience for Georgia
პროექტი, რომელსაც კოორდინაციას უწევს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მიზნად ისახავს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო პროგრამების ხარისხის გაუმჯობესებას. მოდულის მიზანია, უნივერსიტეტის სტუდენტებს გააცნოს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ევოლუცია ევროკავშირში და გაზარდოს მათი მზადყოფნა Erasmus+-ის და სხვა საერთაშორისო კულტურულ პროგრამებში მონაწილეობისათვის. პროექტი სტუდენტებს აძლევს საშუალებას, წვლილი შეიტანონ საქართველოს განვითარებაში და ხელს შეუწყობს, ევროკავშირის სტანდარტების შესაბამსად, ქართველი მეწარმეების ცნობიერების ამაღლებას. პროექტის საერთო ბიუჯეტი 21,500.00 ევროა.
EU Social Justice (EU-SJ)
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ კოორდინირებული ჟან მონეს კათედრა – EU Social Justice (EU-SJ) ფოკუსირებულია ევროკავშირის მოქალაქეობის, შრომისა და მომხმარებელთა პოლიტიკის სწავლებაზე და კვლევაზე. პროექტის მიზანია სოციალური სამართლიანობის, როგორც ევროპული ინტეგრაციის საფუძველის, გაძლიერება. პროექტის ბიუჯეტი 48 500.00 ევროს შეადგენს, რომლის ფარგლებშიც, ასევე, ტარდება ევროკავშირის შესახებ კვლევები.
ECCLAP – Jean Monnet Module ‘European and Comparative Competition Law and Policy
ჟან მონეს მოდულის ECCLAP-ის ძირითადი აქტივობები მოიცავს ინტენსიურ სასწვლო კურსს, ექსპერტების მიერ წარმართულ სემინარებს, ყოველწლიურ საერთაშორისო იმიტირებულ სასამართლო პროცესებს და ექსპერტებთან შეხვედრებს, როგორც ევროკავშირიში, ისე საქართველოში. პროექტის მიმდინარეობის პერიოდში, ასევე, შემუშავდა დეტალური სასწავლო გეგმა, სემინარების შემეჯამებელი დოკუმენტები და ოქმები. აღნიშნული აქტოვობები აყალიბებს კრიტიკულ სფეროში კვალიფიციური პროფესიონალების ახალი თაობას. მოდულს კოორდინაციას უწევს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მისი საერთო ბიუჯეტი 30 000.00 ევროს შეადგენს.
JMC at ILIAUNI – Establishment of Jean Monnet Chair at Ilia State University (ILIAUNI)
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კოორდინაციით შექმნილი პროექტი – JMC at ILIAUNI – მიზნად ისახავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროკავშირის შესახებ კვლევების გაძლიერებას და ევროპული ღირებულებებისა და პოლიტიკის შესახებ ცნობიერების ამაღლებას. პროექტის განხორციელებამდე, ილიაუნის ევროკავშირის კვლევების სასწავლო გეგმაში არ არსებობდა ევროკავშირის, როგორც გლობალური მოთამაშის შესახებ სპეციალური კურსი. პროექტის მეშვეობით დაინერგა და არსებულ აკადემიურ პროგრამებში ინტეგრირდა ახალი საბაკალავრო კურსი სახელწოდებით – „ევროკავშირი, როგორც გლობალური მოთამაშე“. ასევე, შემუშავდა ქართულენოვანი კურსის საკითხავი მასალა, რომელიც ხელს შეუწყობს, როგორც ზოგადი სასწავლო გეგმის გაუმჯობესებას, ასევე, ევროკავშირის შესახებ კვლევებში აკადემიურ პერსონალის უფრო ინტენსიურ ჩართულობას. პროექტის ბიუჯეტი 47,000.00 ევროს შეადგენს.
გამოწვევები
პანელის მონაწილეებმა განიხილეს პროექტის განხორციელებისას არსებული საერთო გამოწვევები, განსაკუთრებით, კვალიფიციური პერსონალის შერჩევის სირთულე. მათ ისაუბრეს როგორც სამუშაო პაკეტებისა და შედეგების ჟან მონეს მოთხოვნების შესაბამისად წარდგენის მნიშვნელობაზე, ასევე, დროისა და ფინანსური მართვის ეფექტიანობის აუცილებლობზე. შეხვედრის ფარგლებში, ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ ფინანსური დაგეგმვა პირდაპირ უნდა იყოს დაკავშირებული პროექტის აკადემიურ და ადმინისტრაციულ მიზნებთან. ერთ-ერთმა მომხსენებელმა, ასევე, ისაუბრა პროექტებში ახალი ინსტიტუციების პარტნიორებად ჩართვის აუცილებლობაზე, რათა ევროკავშირის შესახებ კვლევებზე მუშაობა, საქართველოს მასშტაბით უნივერსიტეტების უმრავლესობაში დაინერგოს.
მომხსენებლებმა აღნიშნეს, რომ ჟან მონეს პროექტის დაგეგმვისას, ეფექტური განხორციელების უზრუნველსაყოფად, მნიშვნელოვანია რაოდენობრივი ინდიკატორებისთვის თვალყურის დევნება, როგორიცაა სტუდენტების რაოდენობა, სასწავლო საათები და ა.შ. პროექტის სტანდარტების შესანარჩუნებლად აუცილებელია ხარისხის კონტროლის ძლიერი მექანიზმების შექმნა. მოსალოდნელი შედეგების მკაფიო ფორმულირება და გაზომვა ხელს უწყობს პროექტის გავლენის დემონსტრირებას. ბოლოს უნდა აღინიშნოს, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების, როგორც ევროკავშირის კვლევებში წამყვანი მოთამაშის როლის გაძლიერება და მისი ინსტიტუციური ექსპერტიზის ხილვადობის გაზრდა, პროექტების მდგრადობის ძირითადი ფაქტორებია.
პრეზენტაციები:
- Jean Monnet Practical experience example – EU-PPS – European Union for Peace, Prosperity end Security
- Jean Monnet Practical experience example – COE DRG – COE Democracy Resilience in Georgia
- Jean Monnet Practical experience example – Enlargement Georgia – EU Enlargement Policy and Law, Implications on Georgia
- Jean Monnet Practical experience example – CSREU – Corporate Social Responsibility (CSR) in the European Union: Experience for Georgia
- Jean Monnet Practical experience example – EU Social Justice (EU-SJ)
- Jean Monnet Practical experience example – ECCLAP – Jean Monnet Module ‘European and Comparative Competition Law and Policy’
- Jean Monnet Practical experience example – JMC at ILIAUNI – Establishment of Jean Monnet Chair at Ilia State University (ILIAUNI)
5. Erasmus+ პროგრამების ფინანსური მენეჯმენტი ადგილობრივი კონტექსტის გათვალისწინებით
ხარისხიანი ფინანსური მენეჯმენტი და თანხების ეფექტური, გამჭვირვალე მართვა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს Erasmus+ პროექტების ანგარიშვალდებულების დაცვას და დაფინანსების წესებთან შესაბამისობას. იგი უზრუნველყოფს ზუსტ ბიუჯეტირებას, დროულ ანგარიშგებასა და რესურსების სტრატეგიულ განაწილებას, რაც პროექტებს მიზნების მიღწევასა და სანდოობის შენარჩუნებაში ეხმარება. საბოლოო ჯამში, ეფექტური ფინანსური მენეჯმენტი მნიშვნელოვანი წინაპირობაა Erasmus+ ინიციატივების წარმატებისა და მდგრადობისთვის.
ვორქშოპზე “Erasmus+ პროგრამების ფინანსური მენეჯმენტი, ადგილობრივი კონტექსტის გათვალისწინებით” ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო პროექტების ფინანსურმა მენეჯერმა – ქალბატონმა მანანა სალუქვაძემ ისაუბრა Erasmus+ პროექტების ეფექტური და სწორი ფინანსური დაგეგმვისა და მონიტორინგის შესახებ, რომელიც მორგებულია საქართველოს ინსტიტუციურ და მარეგულირებელ ჩარჩოებზე.
შეხვედრაზე განხილული იყო საკითხები, როგორიცაა – დაფინანსების წესები, ბიუჯეტის სტრუქტურირება, გრანტის გახარჯვის მეთოდები, ბიუჯეტის ცვლილებები, პერსონალის ხარჯები, შესყიდვებისა და მგზავრობის ორგანიზება, აღჭურვილობისა და სახელშეკრულებო პროცედურები, საბოლოო ბალანსის მომზადების მექანიზმები, თანადაფინანსების პრინციპები და ანგარიშგების ვალდებულებები. ვორქშოპის დროს წარდგენილ იქნა ფინანსური შაბლონებისა და დოკუმენტაციის მაგალითები და ხაზი გაესვა ჩანაწერების სწორად წარმოებისა და ფინანსური ანგარიშვალდებულების საუკეთესო პრაქტიკებს.
6. ვებინარი სკოლის სექტორზე
კოოპერაციული პარტნიორობის ფარგლებში შექმნილი პროექტების მიზანია ორგანიზაციული საქმიანობის ხარისხისა და შესაბამისობის გაუმჯობესება ტრანსნაციონალური თანამშრომლობის ხელშეწყობითა და პარტნიორული ქსელების გაფართოებით. აღნიშნული პროექტები ხელს უწყობს ინოვაციური პრაქტიკის განვითარებას, თანამშრომლობას, სწავლებას და გამოცდილების გაზიარებას მთელ ევროპაში.
სკოლის განათლების სექტორში პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებისადმი მიძღვნილ ვებინარზე, თბილისის ოცდამესამე საჯარო სკოლის წარმომადგენელმა განიხილა სკოლის პირველი Erasmus+ პროექტი – From D’Artagnan to Napoleon: Dumas’s Europe Step by Step, რომელიც სკოლის სექტორში Erasmus+ პროგრამის კოოპერაციული თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა. პროექტს კოორდინაციას უწევდა DEPARTEMENT DU GERS (საფრანგეთი). პროექტის პარტნიორები იყვნენ:
- Association Européenne Route d’Artagnan (საფრანგეთი)
- Collège Saint-Exupéry de Condom (საფრანგეთი)
- EUROCULTURE EN PAYS GENTIANE (საფრანგეთი)
- Gymnazium Brno, Slovanske namesti, prispevkova organizace (ჩეხეთი)
- IMAJ’ (საფრანგეთი)
- Istituto comprensivo 2 ‘ A. di Cambio’ – Colle di Val d’Elsa (იტალია)
- Jihomoravský kraj (ჩეხეთი)
- თბილისის 23-ე საჯარო სკოლა (საქართველო)
- RESEAU CANOPE (საფრანგეთი)
პროექტი, რომლის საერთო ბიუჯეტი 400 000.00 ევრო იყო, მიზნად ისახავდა საერთაშორისო დონეზე, სკოლის მოსწავლეების მობილობის ხელშეწყობას და ასევე, პარტნიორ სკოლებს შორის საგანმანათლებლო პრაქტიკის გაზიარებას. პროექტი ტრანსფორმაციული აღმოჩნდა მოსწავლეებისა და პერსონალისთვის. პრეზენტაციაზე ხაზი გაესვა ძირითად გამოწვევებსა და წარმატებებს, მათ შორის კოორდინატორებთან და პარტნიორებთან კომუნიკაციას და სტუდენტებისა და პერსონალის შერჩევის პროცესს.
გამოწვევები:
მომხსენებლების რეკომენდაციით, ორგანიზაციები, განსაკუთრებით ახალი მონაწილეები, პროექტის განხორციელებისას მოქნილები და ცვლილებებისათვის მზადმყოფნი უნდა იყვნენ. რაც ეფუძნება იმის გააზრებას, რომ მსგავსი ინიციატივები უწყვეტი სასწავლო პროცესია. მომხსენებლებმა ხაზი გაუსვეს გამოცდილი კოორდინატორის ყოლის მნიშვნელობას, რომელიც ნაკლებად გამოცდილ პარტნიორებს მხარდაჭერას გაუწევს ისეთ სირთულეებთან გამკლავებაში, როგორებიცაა კომუნიკაცია, მოსწავლეებისა და პერსონალის შერჩევა და პროექტის მართვა. ძირითადი რეკომენდაციები მოიცავდა პროაქტიული კომუნიკაციის უზრუნველყოფას და პარტნიორებს შორის პასუხისმგებლობების განაწილებას. აღნიშნული პრაქტიკები სასკოლო საგანმანათლებლო პარტნიორობების მდგრადობისა და გრძელვადიანი ზემოქმედების უზრუნველსაყოფად აუცილებელ პირობაა.
