FTOP-ზე და Webgate-ზე რეგისტრაციის მოკლე ინსტრუქცია
ნაბიჯი პირველი: რეგისტრაცია
ქმედებებისთვის, რომლებსაც მართავს აღმასრულებელი სააგენტო (The European Education and Culture Executive Agency – EACEA)
EU დაფინანსებისა და ტენდერების პორტალის (FTOP) ელექტრონული ატვირთვის სისტემაში რეგისტრაციისთვის, მოთხოვნის სამართლებრივმა წარმომადგენელმა უნდა განახორციელოს შემდეგი ნაბიჯები:
- შექმნას EU Login ანგარიში (თუ მას უკვე არ აქვს). ახალი EU Login ანგარიშის შექმნა შესაძლებელია აქ.
- access the EU Funding & Tenders Portal and register (if applicable) on behalf of the organisation/group they represent. Guidance and Frequently Asked Questions are available on the portal.
- EU დაფინანსებისა და ტენდერების პორტალზე (საჭიროების შემთხვევაში) დაარეგისტრიროს ორგანიზაცია/ჯგუფი, რომელსაც წარმოადგენს. პორტალზე ხელმისაწვდომია მიმართულების ინსტრუქციები და ხშირად დასმული კითხვები.
აპლიკანტმა რეგისტრაცია მხოლოდ ერთხელ უნდა გაიაროს ევროპის კომისიის მონაწილეთა რეგისტრში. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, მომთხოვნი მიიღებს PIC კოდს. PIC კოდი (9-ნიშნა უნიკალური იდენტიფიკატორი) აუცილებელია განაცხადის წარდგენისას. ეს კოდი საშუალებას აძლევს აპლიკანტს განაცხადის ფორმა მარტივად შეავსოს. PIC-ის შეყვანის შემდეგ, რეგისტრაციისას მოწოდებული ყველა ინფორმაცია ავტომატურად აისახება ფორმაში.
ქმედებებისთვის, რომლებსაც მართავს Erasmus+ ეროვნული სააგენტოები (National Agencies – NA)
Erasmus+ და ევროპული სოლიდარობის კორპუსის ორგანიზაციების სისტემაში რეგისტრაციისთვის, აპლიკანტმა სამართლებრივმა წარმომადგენელმა უნდა განახორციელოს შემდეგი ნაბიჯები:
- შექმნას EU Login ანგარიში (თუ მას უკვე არ აქვს). ახალი EU Login ანგარიშის შექმნა შესაძლებელია აქ.
- შევიდეს Erasmus+ და ევროპული სოლიდარობის კორპუსის სისტემაში და დაარეგისტრიროს (საჭიროების შემთხვევაში) ორგანიზაცია/ჯგუფი, რომელსაც წარმოადგენს.
ორგანიზაციამ რეგისტრაცია მხოლოდ ერთხელ უნდა გაიაროს. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, ორგანიზაცია მიიღებს Organisation ID-ის.
ორგანიზაციებს შეუძლიათ შეამოწმონ თავიანთი ორგანიზაციის ID ან შეცვალონ მასთან დაკავშირებული ინფორმაცია Erasmus+-ისა და ევროპის სოლიდარობის კორპუსის ორგანიზაციის რეგისტრაციის სისტემის მეშვეობით.
Organisation ID-ის გამოყენება განაცხადის ფორმაში საშუალებას აძლევს ორგანიზაციას, რომ რეგისტრაციისას შეყვანილი ყველა ინფორმაცია ავტომატურად აისახოს ფორმაში.
აპლიკანტი უნდა ფლობდეს მაკფიო თანხმობას სხვა ორგანიზაციის Organisation ID-ის გამოყენებაზე განაცხადის ფორმაში. უთანხმოების შემთხვევაში, შესაძლებელია აპლიკანტს დასჭირდეს მტკიცებულების წარდგენა, და თუ აპლიკანტი ვერ შეძლებს ამ მტკიცებულების წარდგენას, შეიძლება მოხდეს მისი დისკვალიფიკაცია.
სამართლებრივი სტატუსის მტკიცებულება
რეგისტრაციის პროცესის ფარგლებში, აპლიკანტებმა უნდა ატვირთონ შემდეგი დოკუმენტები:
- სამართლებრივი ერთეულის ფორმა (Legal Entity form). თუ განაცხადს კონსორციუმი წარადგენს, სამართლებრივი ერთეულის ფორმა (Legal Entity form) კონსორციუმის ყველა წევრმა უნდა წარადგინოს.
- ფინანსური იდენტიფიკაციის ფორმა. ფორმა უნდა შეივსოს იმ ქვეყნის მიხედვით, სადაც მდებარეობს ბანკი (თუნდაც ორგანიზაცია რეგისტრირებული იყოს სხვა ქვეყანაში). კონსორციუმის შემთხვევაში, ფინანსური იდენტიფიკაციის ფორმას, მხოლოდ კოორდინატორი წარადგენს.
გრანტებისთვის, რომლებიც აღემატება 60 000 ევროს, აპლიკანტებს შესაძლებელია დასჭირდეთ დამატებითი დოკუმენტების მოთხოვნა ფინანსური მდგრადობის დასადასტურებლად. დეტალებისთვის იხილეთ „Selection Criteria”.
ტექსტის ინგლისურ ენაზე სანახავად მიჰყევით ბმულს: https://erasmus-plus.ec.europa.eu/programme-guide/part-c/registration