საქართველო უმაღლესი განათლების სფეროში შესაძლებლობების გაძლიერების (CBHE) პროექტის ფარგლებში ხუთ პროექტში იღებს მონაწილეობას (2025)
29.07.2025
უმაღლესი განათლების სფეროში შესაძლებლობების გაძლიერების პროექტები არის ტრანსნაციონალური თანამშრომლობის ინიციატივები, რომლებიც დაფუძნებულია მრავალმხრივ პარტნიორობაზე. აღნიშნული ინიციატივები ძირითადად მოიცავს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან ან პროგრამასთან ასოცირებული ქვეყნებიდან, და მესამე ქვეყნებიდან, რომლებიც არ არიან ასოცირებულებები პროგრამასთან. CBHE პროექტების ბიუჯეტები განსხვავდება და თითოეული პროექტის ღირებულება 200,000-დან 1,000,000 ევრომდე მერყეობს.
2025 წლის შედეგებით, საქართველო, უმაღლეს განათლებაში შესაძლებლობების განვითარების (CBHE) პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულ, ხუთ პროექტში ჩაერთო. მათ შორის, 3-ში კოორდინატორის როლში, ხოლო 2-ში კი პარტნიორის. პროექტები, რომლებშიც საქართველო პარტნიორის როლშია წარმოდგენილი რეგიონთაშორის (Cross Regional) ტიპის პროექტებს განეკუთვნება.
გრაფიკი 1: საქართველო CBHE პროექტებში
პროექტები საქართველოს კოორდინირებით:
1.Digi-CHange – “ციფრული ტრანსფორმაცია და კურიკულუმის განვითარება ჯანდაცვის ჯგუფებისთვის”
კოორდინატორი – პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია.
- სხვა პარტნიორები საქართველოდან: ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.
2. ERIC-GE – “კვლევითი შესაძლებლობის განვითარება ქართულ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებს შორის”
კოორდინატორი – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი.
- სხვა პარტნიორები საქართველოდან: მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო უნივერსიტეტი ალტერბრიჯი, ახალი უმაღლესი სასწავლებელი, ქუთაისის უნივერსიტეტი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
3. LEADHEGA – “ლიდერობა უმაღლესი განათლების განვითარების პროცესში, საქართველოსა და აზერბაიჯანში”
კოორდინატორი – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია.
- სხვა პარტნიორები საქართველოდან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი.
პროექტები საქართველოს პარტნიორობით:
1. DIGITECH
- კოორდინატორი: OSH TECHNOLOGICAL UNIVERSITY (ყირგიზეთი)
- მონაწილეები საქართველოდან: ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნოლოგიური უნივერსიტეტი.
2. GreenEngine
- კოორდინატორი: TASHKENT KIMYO INTERNATIONAL UNIVERSITY (უზბეკეთი)
- მონაწილეები საქართველოდან: საქართველოს კვლევისა და ინოვაციების ინსტიტუტი,აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნოლოგიური უნივერსიტეტი.
აღსანიშნავია, 2025 წელს საქართველოს მონაწილეობით გამარჯვებულ პროექტებში დაფიქსირებულია საქართველოს 18 მონაწილეობა. რომელთაგანაც, ერთი ინსტიტუცია სამ სხვადასხვა პროექტში იყო ჩართული, რაც ნიშნავს იმას რომ CBHE პროექტებში საქართველოდან 16 უნიკალური ორგანიზაცია მონაწილეობს.
რეგიონალური კონტექსტი
საქართველო მიეკუთვნება რეგიონ 2 – აღმოსავლეთის პარტნიორობას, რომელიც შედგება 5 სხვადასხვა ქვეყნისგან, რომელთაც CBHE პროექტებში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ, ესენია – საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი, მოლდოვა და უკრაინა. რეგიონის ქვეყნებში გამარჯვებული პროექტები შემდეგნაირად არის გადანაწილებული:
გრაფიკი 2: CBHE შედეგები რეგიონ 2 -ისთვის
კუმულაციური შედეგები
2014 წლიდან, საქართველო კოორდინატორი იყო CBHE-ის 22 პროექტში და პარტნიორად ჩართული იყო 69 პროექტში.
გრაფიკი 3: კუმულაციური შედეგები – საქართველო CBHE პროექტებში, 2014 წლიდან
უმაღლესი განათლების სფეროში შესაძლებლობების გაძლიერების პროექტების მიზანია საგანმანათლებლო ლანდშაფტის გაუმჯობესების ხელშეწყობა, საერთაშორისო თანამშრომლობის, ინოვაციებისა და უმაღლესი განათლების საუკეთესო პრაქტიკის დანერგვის გზით.
შენიშვნა:
გაითვალისწინეთ, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ზემოთ ჩამოთვლილ განაცხადებთან დაკავშირებით, განაცხადების მოწვევაში მითითებული ვადების შესაბამისად, დამოკიდებულია გრანტის მინიჭების პროცედურების დასრულებაზე და გამოქვეყნებული იქნება დაფინანსებისა და ტენდერების პორტალზე (F&TP). ევროპის განათლებისა და კულტურის აღმასრულებელ სააგენტოს შეუძლია, შეთანხმების ხელმოწერამდე, უარი თქვას ან გააუქმოს პროცედურა, ამ სიაში შეყვანილი განმცხადებლებისთვის კომპენსაციის გადაცემის გარეშე.
