ავტორიზაციის მეთოდების დანერგვის შეფასება ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში
კვლევის ავტორები:
- ირმა გრძელიძე – უმაღლესი განათლების რეფორმის ექსპერტი (HERE) საქართველოში.
- თამარ სანიკიძე – უმაღლესი განათლების რეფორმის ექსპერტი (HERE) საქართველოში.
აბსტრაქტი
წინამდებარე კვლევის მიზანს წარმოადგენს 2018 წლიდან დღემდე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების (შემდგომი – უსდ-ს) ავტორიზაციის სტანდარტებში განხორციელებული ცვლილებების ანალიზი, შემდგომი ცვლილებების საჭიროების განსაზღვრა და მათი უმაღლესი განათლების ხარისხის გაუმჯობესებასთან კავშირების დადგენა.
კვლევა ეფუძნება სამაგიდე ანალიზს, ფოკუს ჯგუფებსა და ჩაღრმავებულ
ინტერვიუებს, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ავტორიზაციის პროცესჩი ჩართულმა სხვადასხვა მხარეებმა, მათ შორის უნივერსიტეტების, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა და სამინისტროს წარმომადგენლებმა.
მიღებული შედეგები აჩვენებს, რომ ავტორიზაციის მოქმედი სტანდარტები ზოგადად შეესაბამება ევროპის უმაღლესი განათლების სივრცის (ESG) პრინციპებს და ხელს უწყობს ხარისხის კულტურის განვითარებას. მიუხედავად ამისა, იკვეთება გამოწვევები, რომლებიც უკავშირდება სტანდარტების შიდა თანხვედრას ავტორიზაციის მიზნებთან, პროფილური
სასწავლებელის სპეციფიკის სრულფასოვნად გათვალისწინებას, შეფასების პროცესში დუბლირებისა და სუბიექტურობის თავიდან აცილებას, ასევე ციფრული სწავლების ხარისხის ინტეგრირებულ შეფასებას.
კვლევა რეკომენდაციას იძლევა სტანდარტების რევიზიის, შეფასების მექანიზმების დახვეწისა და ექსპერტთა კვალიფიკაციის განმტკიცების მიმართულებით, რაც ხელს შეუწყობს ინსტიტუციური განვითარების გაძლიერებასა და სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას.
სრული პუბლიკაციის გასაცნობად, მიჰყევით ქვემოთ მოცემულ PDF ბმულს.
