ტექნიკური დახმარების მისია (TAM) – ევროპული უნივერსიტეტების ალიანსები
[12.11.2024]
[for English scroll down]
შესავალი
23-24 სექტემბერს, ერასმუს +-ის ეროვნულმა ოფისმა (NEO) საქართველოში მოაწყო ორდღიანი ონლაინ ტრენინგი და საკონსულტაციო შეხვედრა (TAM), რომელიც ფოკუსირებული იყო ევროპული უნივერსიტეტების ალიანსებზე. ეს ინიციატივა შედგა საქართველოში უმაღლესი განათლების რეფორმის ექსპერტების (HEREs), საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა (MOESY) და ევროკავშირის დელეგაციის (EUD) ერთობლივი ძალისხმევითა და SPHERE-ის მხარდაჭერით. SPHERE (უმაღლესი განათლების რეფორმის მხარდამჭერი ექსპერტები) მიზნად ისახავს გაზარდოს უმაღლესი განათლების ხარისხი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და დაინტერესებული მხარეებისთვის ექსპერტული რჩევების მიწოდებითა და მხარდაჭერით.
ღონისძიების მსვლელობისას, მოწვეულმა ექსპერტმა კევინ გიომმა, Circle U.-ს გენერალურმა მდივანმა, წარმოადგინა ღირებული ინფორმაცია ევროპული უნივერსიტეტების ინიციატივის შესახებ. მან განიხილა, თუ როგორ შეუძლიათ ქართულ უნივერსიტეტებს მონაწილეობა. ასევე, აღწერა მოსალოდნელი ხარისხის სტანდარტები, ალიანსებში მონიტორინგის პროცედურები და Circle U.-ის ოპერაციები, რომლებიც ევროპის ფარგლებში ერთ-ერთი ყველაზე დიდი, ინკლუზიური, სამეცნიერო კვლევებში ჩართული და ინტერდისციპლინური საუნივერსიტეტო ალიანსის შემადგენელი ნაწილია. ის შედგება ცხრა პრესტიჟული უნივერსიტეტისაგან, რომლებიც მიმართულნი არიან გრძელვადიან ტრანსფორმაციულ თანამშრომლობაზე.
სწორედ ევროპული საუნივერსიტეტო ალიანსები თამაშობენ გადამწყვეტ როლს უმაღლესი განათლების სფეროში თანამშრომლობისა და ინოვაციების მხარდაჭერაში. ეს ალიანსები ხელს უწყობენ რესურსების, ცოდნისა და მნიშვნელოვანი გამოცდილებების გაზიარებას წევრ ინსტიტუტებს შორის და ასევე, შესაძლებელს ხდიან კვლევით თანამშრომლობას, ერთობლივი სამაგისტრო პროგრამების შექმნასა და აკადემიური გაცვლას. ისინი შექმნილია განათლებისა და კვლევის ხარისხის გასაუმჯობესებლად, სტუდენტებისა და პერსონალის მობილურობის გაზრდისა და უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციისთვის. ალიანსები ფოკუსირებულია ინკლუზიური და ინტერდისციპლინური გარემოს შექმნაზე და შესაბამისად მიზნად ისახავს, აღჭურვოს სტუდენტები ისეთი უნარ-ჩვევებით, რომლებიც საჭიროა გლობალიზებულ სამყაროში წარმატების მისაღწევად. ამჟამად ევროპაში არსებობს 64 ალიანსი, თითოეული ხელს უწყობს საერთაშორისო თანამშრომლობას და წვლილი შეაქვს ევროპის უმაღლესი განათლების სივრცეში.
კევინ გიომს ფართო კარიერა აქვს პოლიტიკურ მეცნიერებებსა და საერთაშორისო ურთიერთობებში, ასევე უმაღლესი განათლების სფეროში. მას მნიშვნელოვანი თანამდებობები ეკავა, რომლებიც განსაკუთრებით გამოყოფს მის გამოცდილებას ინტერნაციონალიზაციის, მობილობის, ხარისხის უზრუნველყოფისა და მენეჯმენტის მიმართულებით. მისი ცოდნა, განსაკუთრებით ევროპული და საერთაშორისო პოლიტიკის განხორციელების კონტექსტში, განაპირობებს მის მნიშვნელოვან როლს ევროპაში უმაღლესი განათლების განვითარების მხარდამჭერად.
შესავალი ევროპული უნივერსიტეტის ინიციატივაში
ევროპული უნივერსიტეტის ინიციატივა შეიქმნა, როგორც პასუხი შრომის ბაზრის სწრაფად განვითარებად მოთხოვნებსა და გლობალურ გამოწვევებზე, როგორებიცაა კლიმატის ცვლილება და სტაგნაცია ევროპის უმაღლესი განათლების სისტემებში. ის გამომდინარეობს პრეზიდენტ მაკრონის 2017 წლის გეგმიდან, რომლის მთავარ ფოკუსს წარმოადგენდა ევროპული უნივერსიტეტების ქსელის ჩამოყალიბება. ქსელი კი თავისთავად მიზნად ისახავდა უმაღლეს განათლებაში თანამშრომლობის, ინოვაციების და უფრო ძლიერი ევროპული იდენტობის ხელშეწყობას.
ინიციატივა ხელს უწყობს საუნივერსიტეტო ალიანსების განვითარებას, რომლებიც ერთობლივად მუშაობენ საერთო გრძელვადიანი სტრატეგიებით, სთავაზობენ სტუდენტებისა და პერსონალის მობილურობას, ინტერდისციპლინურ სწავლებასა და კოლაბორაციულ კვლევას. ეს ალიანსები არ წარმოადგენენ მხოლოდ ევროკავშირის პროექტებს, არამედ ისინი ტრანსფორმაციული სტრუქტურებია, რომლებიც შექმნილია ინსტიტუტებს შორის მდგრადი თანამშრომლობის უზრუნველსაყოფად, კერძოდ, მოქნილობის, ინკლუზიურობისა და სამოქალაქო ჩართულობის ხაზგასმით.
ინიციატივა ძირითადად დაფინანსებულია ერასმუს +-ისა და ევროკავშირის სხვა პროგრამების მიერ, როგორიცაა ჰორიზონტი ევროპა, და ასევე, ფინანსურად მხარდაჭერილია ეროვნულ და რეგიონულ დონეზე. მიუხედავად იმისა, რომ დაფინანსების მოდელი ვითარდება, დისკუსიები გრძელდება 2027 წლის შემდგომ გრძელვადიანი მდგრადობის უზრუნველსაყოფად.
2024 წლის მონაცემებით, ევროპაში და მის ფარგლებს გარეთ შეიქმნა 64 ალიანსი, რომელიც მოიცავს 560-ზე მეტ უნივერსიტეტს. მოსალოდნელია, რომ ეს ალიანსები მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს უმაღლეს განათლებაზე, მათ შორის ინსტიტუტთა რეპუტაციის ამაღლებაზე, გაუმჯობესებულ საგანმანათლებლო შეთავაზებებსა და სტუდენტებისა და პერსონალის მობილურობის გაზრდაზე. თუმცა, მმართველობა, დაფინანსების მდგრადობა და მარეგულირებელი მრავალფეროვნება წარმოადგენენ მუდმივ გამოწვევას. ზემოთხსენებული ინიციატივა ცდილობს უწყვეტი თანამშრომლობითა და პოლიტიკური ჩართულობის გზით ამ სირთულეებთან გამკლავებას .
ამრიგად, მიუხედავად იმისა, რომ ევროპული უნივერსიტეტების ინიციატივამ მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს, საჭიროა დამატებითი დრო და განვითარება იმისათვის, რომ მან სრულად გამოავლინოს მისი პოტენციალი ევროპული უმაღლესი განათლების ტრანსფორმაციაში.
ევროპულის უნივერსიტეტების ალიანსებთან თანამშრომლობა
ევროპული უნივერსიტეტების ალიანსები მათი შექმნის შემდეგ მნიშვნელოვნად განვითარდა და ამჟამად მოიცავს 560-ზე მეტ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას (HEIs) 35 ქვეყნის მასშტაბით და 2,200 ასოცირებულ პარტნიორს. ერასმუს + პროგრამამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ამ ზრდაში და ალიანსის მხარდასაჭერად დაფინანსებაც უზრუნველყო. თუმცა, 2026 წლამდე ახალი ალიანსების შექმნასთან დაკავშირებული კონკურსი არ იქნება, რაც ინსტიტუტებს მისცემს შესაძლებლობას შეუერთდნენ ან ისარგებლონ უკვე არსებული ალიანსებით.
2024 წლის კონკურსი მიზნად ისახავს უმაღლესი სასწავლებლების მხარდაჭერას მათი გრძელვადიანი სტრატეგიული მიზნების მიღწევაში, არსებული ალიანსების გაძლიერების ან პრაქტიკის საზოგადოების ფორმირების გზით. უფლებამოსილ ინსტიტუტებს უნდა ჰქონდეთ მოქმედი ერასმუსის ქარტია და მიეკუთვნებოდნენ ალიანსს სამი განსხვავებული ქვეყნის მინიმუმ სამ ინსტიტუტთან. ასოცირებულ პარტნიორებს მესამე ქვეყნებიდან, რომლებიც არ ასოცირდებიან ამ პროგრამასთან, ასევე შეუძლიათ მონაწილეობის მიღება პირდაპირი დაფინანსების გარეშე.*
არსებულ ალიანსში გაწევრიანების პროცესი არ არის ფორმალიზებული და დამოკიდებულია ალიანსის სტრატეგიულ მიზნებთან შესაბამისობაზე. დრო კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან 2026 და 2027 წლებში შესაძლოა ახალი შესაძლებლობები გამოჩნდეს.
*ერასმუსის ქარტია უმაღლესი განათლებისთვის (ECHE) უზრუნველყოფს ზოგად ხარისხის ჩარჩოს ევროპული და საერთაშორისო თანამშრომლობის საქმიანობისთვის, რომელთა განხორციელებაც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს (უსდ) შეუძლიათ პროგრამა ერასმუს +-ის ფარგლებში. ECHE-ის მინიჭება აუცილებელი წინაპირობაა ყველა იმ დაწესებულებისთვის, რომელიც მდებარეობს პროგრამის ქვეყანაში და/ან სურს მონაწილეობა მიიღოს როგორც ინდივიდუალური სასწავლო მობილობის, ასევე ორგანიზაციებსა და ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობაში. ქარტია მოქმედებს ერსმუს + -ის სრული ხანგრძლივობის განმავლობაში. ECHE ანოტირებული გაიდლაინები ასახავს იმ მოთხოვნებს, რომლებიც დაწესებულებამ უნდა შეასრულოს ქარტიის პრინციპების განსახორციელებლად. დამატებითი ინფორმაციისთვის შესაძლებელია ECHE მონიტორინგის გზამკვლევისა და ECHE თვითშეფასების ინსტრუმენტის გამოყენება. ვინაიდან ECHE არ არის სავალდებულო პარტნიორი ქვეყნის უმაღლესი სასწავლებლებისთვის, შეიქმნება ხარისხის ჩარჩო ყველა პარტნიორის მიერ ხელმოწერილი ინსტიტუციური შეთანხმებების საფუძველზე.
ECHE მიენიჭება დაწესებულებებს, რომლებიც მდებარეობს პროგრამის ქვეყნებში ან პროგრამასთან ასოცირებულ მესამე ქვეყნებში.
ევროპული უნივერსიტეტების ალიანსების მონიტორინგი და შეფასება
შეხვედრაზე განიხილეს მონიტორინგის, შეფასების და სწავლის (MEL) მნიშვნელობა ევროპული უნივერსიტეტების ალიანსებისა და ევროკავშირის სხვა პროექტების წარმატების უზრუნველსაყოფად. ყურადღება გამახვილდა იმაზე, თუ როგორ უნდა მოერგონ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები (HEIs) მუდმივ ცვლილებებს, რომლებიც გამოწვეულია ინტერნაციონალიზაციით, გლობალიზაციით და ტექნოლოგიური პროგრესით. ცვლილებების ეფექტურად მართვა ამ გადასვლების წარმატებით განხორციელების საკვანძო ფაქტორია.
მონიტორინგი და შეფასება (M&E) გადამწყვეტ როლს თამაშობს ამ ალიანსების წარმატების შეფასებაში. MEL მიდგომა, რომელიც საგანგებოდ შეიქმნა Circle.U-ს მიერ, ხელს უწყობს პროგრესის თვალყურის დევნებას და ინიციატივის გავლენის შეფასებას. ის მოიცავს როგორც რაოდენობრივ და თვისებრივ მეტრიკებს, ასევე SMART მიზნების დასახვას, შესრულების ძირითადი ინდიკატორებისა (KPIs) და მიზნებისა და ძირითადი შედეგების (OKRs) გამოყენებას, რათა უზრუნველყოფილ იქნას ანგარიშვალდებულობა და უწყვეტი სწავლება.
MEL ჩარჩო საშუალებას აძლევს Circle U.-ს გაზომოს თავისი სტრატეგიული მიზნების წარმატება ევროპული უნივერსიტეტების ინიციატივისა და ევროპული საგანმანათლებლო სივრცის მიზნებთან შესაბამისობაში. „შეფასების კულტურის“ დანერგვით, Circle U.-ს აქვს შესაძლებლობა უკეთ გაიგოს თავისი გავლენა და მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილებები.
გამოწვევები მოიცავს მნიშვნელოვანი, სტანდარტიზებული მონაცემების შეგროვებას სხვადასხვა ინსტიტუტში, გამოკითხვის გადაღლილობის მართვასა და როგორც თვისებრივი, ასევე რაოდენობრივი მონაცემების შეფასების პროცესში ინტეგრაციის უზრუნველყოფას. მიუხედავად აღნიშნული სირთულეებისა, MEL ჩარჩო მიზნად ისახავს ალიანსების გრძელვადიანი მდგრადობისა და განვითარების ხელშეწყობას.
Circle U.-ს შესახებ
Circle U. წარმოადგენს ევროპულ საუნივერსიტეტო ალიანსს, რომელიც შედგება ცხრა უნივერსიტეტისგან და ეფუძნება ინკლუზიური, ინტერდისციპლინური და მდგრადი თანამშრომლობის ხედვას განათლების, კვლევისა და ინოვაციების სფეროებში. ალიანსი აერთიანებს 500,000-ზე მეტ სტუდენტს, 65,000 თანამშრომელს და 2,500 აკადემიურ პროგრამას, ხოლო მისი მიზანი უმაღლესი განათლების ტრანსფორმაციაა თანამშრომლობის, მობილურობისა და საერთო ღირებულებების საფუძველზე.
ალიანსი აქტიურად მონაწილეობს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ მრავალ პროექტში, როგორებიცაა ერასმუს+ და ჰორიზონტი ევროპა. ეს ინიციატივები მიზნად ისახავს ახალი თანამშრომლობის კულტურის ჩამოყალიბებას აკადემიურ დისციპლინებსა და სექტორებს შორის. ისინი ხაზს უსვამენ როგორც მოკლევადიან შედეგებს „სპრინტის“ მიდგომის გამოყენებით, ასევე გრძელვადიან სტრუქტურულ ცვლილებებს „მარათონის“ მიდგომის საშუალებით.
Circle U.-ის მისია მიზნად ისახავს ინტერდისციპლინარული და მდგრადი საგანმანათლებლო სისტემის შექმნას, რომელიც პასუხობს მნიშვნელოვან სოციალურ გამოწვევებს, მათ შორის კლიმატურ ცვლილებას, დემოკრატიას, გლობალურ ჯანდაცვასა და ხელოვნურ ინტელექტს (AI). ალიანსი იმედოვნებს, რომ ინტეგრირებული განათლების, კვლევისა და ინოვაციების მეშვეობით ის უზრუნველყოფს ჯანსაღ, მშვიდობიან და დემოკრატიულ მომავალს, როგორც ევროპისთვის, ისე მთელი მსოფლიოსთვის.
ალიანსმა მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს, მათ შორის აღსანიშნავია 38 დაფინანსებული პროექტი, 20-ზე მეტი საზაფხულო სკოლა, 60-ზე მეტი აკადემიური კათედრა, დამფუძნებელ ქალთა ქსელის დაარსება და სხვადასხვა ცოდნის ჰაბებისა და ინოვაციური პლატფორმების განვითარება.
მეორე ფაზაში (2023–2027 წწ.) Circle U. მიზნად ისახავს თავისი ეკოსისტემის კონსოლიდაციას და ერთობლივი კვლევითი და საგანმანათლებლო საქმიანობის გაფართოებას ევროკავშირისგან 12.8 მილიონი ევროს გრანტით. გეგმები მოიცავს ახალი ერთობლივი აკადემიური პროგრამების დაწყებას, ინოვაციების ხელშეწყობას და ასოცირებულ და გლობალურ პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავებას.
ალიანსის მმართველობა განვითარდება გრძელვადიანი განვითარების უზრუნველსაყოფად, რაც გულისხმობს გენერალური ასამბლეის, მართვის საბჭოსა და სპეციალური დამხმარე კომიტეტების როლების გაძლიერებას. Circle U. ასევე ემზადება იურიდიული პირის სტატუსის მისაღებად, რითაც თავისი როლი პროექტის კონსორციუმის ფარგლებს გაცდება და ის უფრო მტკიცე პოზიციას დაიკავებს.
წარმატებების მიუხედავად, გამოწვევები მოიცავს პროექტის დინამიკის დაბალანსებას ალიანსის ფართო მიზნებთან, მმართველობის სირთულეების მართვასა და გარე პარტნიორების ეფექტურად ჩართვას.
მიუხედავად მიღწეული წარმატებებისა, Circle U.-ს წინაშე კვლავ დგას ისეთი გამოწვევები, როგორებიცაა პროექტების დინამიკის შესაბამისობაში მოყვანა ალიანსის ფართო სტრატეგიულ მიზნებთან, მმართველობის კომპლექსური საკითხების მენეჯმენტი და გარე პარტნიორების ეფექტური ჩართულობის უზრუნველყოფა.
Technical Assistance Mission (TAM) – European University Alliances
Introduction
On September 23-24, the National Erasmus+ Office (NEO) in Georgia organized a two-day online Training and Advisory Meeting (TAM) focused on European university alliances. This initiative, a collaborative effort of the Higher Education Reform Experts (HEREs) in Georgia, the Ministry of Education, Science, Culture and Sport of Georgia (MOESY), and the European Union Delegation (EUD), was supported by SPHERE ((Support for Higher Education Reform Experts). SPHERE aims to enhance the quality and relevance of higher education through the provision of expert advice and support to institutions and stakeholders in the higher education sector.)
During the event, visiting expert Kevin Guillaume, Secretary General of Circle.U, provided valuable insights into the European university initiative, discussing how Georgian universities can participate, the expected quality standards, and the monitoring procedures within the alliances. He also outlined the operations of Circle.U, one of the largest and most inclusive, research-intensive, and interdisciplinary university alliances in Europe, which consists of nine flagship universities dedicated to long-term transformational collaboration.
European university alliances play a crucial role in fostering cooperation and innovation within the higher education landscape. These alliances facilitate the sharing of resources, knowledge, and best practices among member institutions, promoting joint degree programs, research collaborations, and academic exchanges. They are designed to enhance the quality of education and research, increase student and staff mobility, and contribute to the internationalization of higher education. With a focus on creating inclusive and interdisciplinary environments, these alliances aim to equip students with the skills needed to thrive in a globalized world. Currently, there are 64 alliances across Europe, each promoting international cooperation and contributing to the European Higher Education Area.
With a strong background in political science and international relations, Kevin Guillaume has an extensive career in higher education, having held significant positions that emphasize internationalization, mobility, quality assurance, and governance. His expertise, coupled with his experience in implementing European and international policy developments, positions him as a key advocate for advancing higher education in the European context.
Introduction to the European University Initiative
The European University Initiative was launched as a response to the rapidly evolving demands of labor markets, global challenges like climate change, and the stagnation in European higher education systems. It stems from President Macron’s 2017 vision of creating a network of European universities, aiming to foster collaboration, innovation, and a stronger European identity in higher education.
The initiative encourages the development of university alliances that work together through joint long-term strategies, offering student and staff mobility, interdisciplinary learning, and collaborative research. These alliances are not merely EU projects but transformative structures designed to ensure sustainable cooperation between institutions, emphasizing flexibility, inclusivity, and civic engagement.
The initiative is primarily funded by Erasmus+, alongside other EU programs such as Horizon Europe, and supported by national or regional contributions. Though the funding model is evolving, discussions are ongoing to secure long-term sustainability post-2027.
As of 2024, 64 alliances comprising over 560 universities have been established across Europe and beyond. These alliances are expected to have a significant impact on higher education, including enhanced institutional reputation, improved educational offerings, and increased student and staff mobility. However, governance, funding sustainability, and regulatory diversity remain ongoing challenges that the initiative seeks to address through continuous collaboration and policy engagement.
In conclusion, while the European University Initiative has made substantial progress, further time and development are needed to fully realize its potential in transforming European higher education.
Collaboration with European University Alliances
Since their creation, European University Alliances have expanded significantly, now involving over 560 higher education institutions (HEIs) across 35 countries and 2,200 associated partners. The Erasmus+ program has been the primary driver behind this growth, funding various calls to support the alliances. However, there will be no new alliance calls until 2026, leaving institutions the opportunity to join or benefit from existing alliances.
The 2024 call focuses on supporting HEIs in achieving long-term strategic goals by either helping existing alliances or building a community of practices. Eligible institutions must hold a valid Erasmus Charter and belong to an alliance with at least three institutions from three different countries. Associated partners from third countries not associated with the programme can also participate without direct funding.*
The process of joining an existing alliance is not formalized and depends on alignment with an alliance’s strategic goals. Timing is critical, with potential new opportunities in 2026 and 2027.
Monitoring and Evaluation for European University Alliances
During the meeting was discussed the importance of monitoring, evaluation, and learning (MEL) to ensure the success of European University Alliances and other EU projects. It highlights how higher education institutions (HEIs) must adapt to constant change, driven by internationalization, globalization, and technological advancements. Effective change management is key to navigating these transitions.
Monitoring and evaluation (M&E) play a critical role in assessing the success of these alliances. The MEL approach, specifically adopted by Circle.U, helps track progress and evaluate the impacts of the initiatives. It involves using quantitative and qualitative metrics, setting SMART goals, and employing Key Performance Indicators (KPIs) and Objectives and Key Results (OKRs) to ensure accountability and continuous learning.
The MEL framework enables Circle U. to measure the success of its strategic objectives in alignment with the goals of the European Universities Initiative and the European Education Area. By embedding an “evaluative culture” across the alliance, Circle U. can better understand its impact and drive informed decision-making.
Challenges include collecting meaningful, standardized data across diverse institutions, handling survey fatigue, and ensuring both qualitative and quantitative data are integrated into the evaluation process. Despite these challenges, the MEL framework aims to foster long-term sustainability and growth for the alliances.
About Circle U.
Circle U. is a European university alliance composed of nine universities sharing a vision for inclusive, interdisciplinary, and sustainable collaboration across education, research, and innovation. The alliance integrates over 500,000 students, 65,000 staff, and 2,500 academic programs, aiming to reshape higher education through cooperation, mobility, and shared values.
The alliance is involved in multiple EU-funded projects, such as Erasmus+ and Horizon Europe. These projects seek to foster a new culture of collaboration across academic disciplines and sectors while emphasizing both short-term outcomes (through a “Sprint” approach) and long-term structural change (the “Marathon” approach).
Circle U.’s mission focuses on creating an interdisciplinary and sustainable educational system that addresses key societal challenges, including climate change, democracy, global health, and artificial intelligence (AI). The alliance aims to keep Europe and the world healthy, peaceful, democratic, and prosperous through integrated education, research, and innovation.
The alliance has achieved significant milestones, including 38 seed-funded projects, 20+ summer schools, 60+ academic chairs, the establishment of a Women Founder Network, and the development of various knowledge hubs and innovation platforms.
In its second phase (2023–2027), Circle U. aims to consolidate its ecosystem and expand its joint research and educational activities, with a total grant of €12.8 million from the EU. Plans include launching new joint academic programs, fostering innovation, and deepening collaboration with associated and global partners.
The alliance’s governance will evolve to ensure long-term development, with enhanced roles for the General Assembly, Management Board, and dedicated support committees. Circle U. is also establishing itself as a legal entity, positioning itself beyond just a project consortium.
Despite successes, challenges include balancing project dynamics with the broader alliance goals, managing governance complexities, and engaging external partners effectively.
* The Erasmus Charter for Higher Education (ECHE) provides the general quality framework for European and international cooperation activities an HEI may carry out with Erasmus+. The award of an ECHE is a prerequisite for all HEIs located in a Programme Country and willing to participate in learning mobility of individuals and/or cooperation among organizations and institutions under Erasmus+. The Charter is awarded for the full duration of Erasmus+. The ECHE Annotated guidelines outline the requirements your institution must fulfill in order to comply with the Charter principles. Please also refer to the ECHE Monitoring Guide and to the ECHE self-assessment tool for more information. Since the ECHE is not required for Partner Country HEIs, the quality framework will be established through interinstitutional agreements signed by all partners.
ECHE is provided to institutions residing in the programme countries or third countries associated with the programme.