ევროკავშირის მწვანე შეთანხმება
[11.11.2024]
[for English scroll down]
კლიმატის ცვლილებითა და გარემოს დაბინძურებით გამოწვეული პრობლემები გლობალურ გამოწვევად იქცა, თუმცა ევროკავშირი ერთ-ერთი პირველია ვინც ამ პრობლემის საპასუხოდ დაიწყო ხმამაღლა საუბარი და ქმედებების გადადგმა, რათა მოხდეს მავნე გავლენის შემცირება და ხელი შეუწყოს კლიმატის ცვლილებისადმი მდგრადი საზოგადოების გარდაქმნას. Erasmus+ ჰორიზონტალური პრიორიტეტებიდან ერთ-ერთი, კერძოდ კი გარემოს დაცვა და ბრძოლა კლიმატის ცვლილებასთან, პირდაპირ აისახება ევროკავშირის პოლიტიკურ დღის წესრიგშიც, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს მის მნიშვნელობასა და საჭიროებას.
ევროპის გარემოს სააგენტოს 2019 წლის ანგარიშების მიხედვით ევროკავშირში ყოველ წლიურად საშუალოდ 300 ათასზე მეტი სიკვდილიანობა პირდაპირ უკავშირდება ჰაერის დაბინძურებასა და ამით გამოწვეულ დაავადებებს. სწორედ ეს შემაშფოთებელი სტატისტიკა გახდა ერთ-ერთი მიზეზი, რამაც ევროკავშირს უბიძგა გარემოს დაცვითი პრობლემებისა და კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ქმედითი ნაბიჯები გადაედგა. შედეგად, 2019 წლის ბოლოს, ევროკავშირმა შეიმუშავა და მიიღო ევროპის მწვანე შეთანხმება, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზანია სასათბურე აირების ემისიების შემცირება 2050 წლისთვის, რათა ტემპერატურამ 1.5-2°C-ით დაიწიოს და ევროპა გახდეს ე.წ. კლიმატ ნეიტრალური რეგიონი.
მწვანე შეთანხმების ინიციატივა არის მაღალბიუჯეტიანი ინიციატივა, რომელიც 1 ტრილიონ ევრომდე ინვესტიციის მობილიზებას ითვალისწინებს, როგორც სახელმწიფო ისე კერძო სექტორის დონეზე. ეს შეთანხმება თავისი მიზნებითა და ამოცანებით ორ ძირითად ეტაპად იყოფა, რომლის პირველი შუალედური ეტაპი 2030 წელია, ხოლო მეორე, საბოლო ეტაპი, კი 2050 წელი. მისი ამოცანების შესასრულებლად ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი ევროპის ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლას გულისხმობს, რასაც ასევე მწვანე ეკონომიკასაც უწოდებენ. დღეს არსებული კლასიკური ხაზოვანი ეკონომიკური მოდელი ეფუძნება პრინციპს – მოიპოვე, აწარმოე, მოიხმარე და გადააგდე, ხოლო ცირკულარი ეკონომიკა ესაა ეკონომიკური სისტემა, რომლის მიზანსაც ნარჩენების აღმოფხვრა და უკვე მოხმარებული რესურსების მუდმივი გამოყენება წარმოადგენს, შედეგად, მინიმალური ზიანი ადგება ჩვენს საცხოვრებელ გარემოს.
შეთანხმების მიზნები საზოგადოებისა და ეკონომიკის თითქმის ყველა სფეროს მოიცავს და დაყოფილია თემატურ მიმართულებებად. ვინაიდან ენერგიის წარმოება და გამოყენება დაკავშირებულია სასათბურე ემისიების ზრდასთან, მწვანე შეთანხმების ფარგლებში ერთ-ერთი პრიორიტეტი სწორედ სუფთა ენერგიის პოლიტიკას ეთმობა და მიზნად ისახავს განახლებადი წყაროების განვითარების გზით ხელი შეუწყოს სუფთა ენერგიის წარმოებასა და ემისიების შემცირებას. მდგრადი მრეწველობის მხრივ კი შეთანხმების მიზანია ნახშირბადისგან თავისუფალი წარმოების (დეკარბონიზაცია) ხელშეწყობა, რაც დამატებით დადებით შედეგს იქონიებს სასათბურე აირების ემისიების შემცირებაზე.
შემდგომი პრიორიტეტული საკითხები რასაც აღნიშნული შეთანხმება მოიცავს არის მშენებლობისა და განახლების მიმართულება, რის ფარგლებშიც ის პრიორიტეტად ისახავს ახალი მშენებლობებისა და უკვე არსებული შენობების ისე შენებასა და განახლებას რომ ენერგოეფექტურობა გაიზარდოს, ასევე მოხდეს გათბობისა და გაგრილების სისტემების დეკარბონიზაცია, რას საბოლოო ჯამში სარგებლის მომტანია როგორც გარემოსთვისა და ჯანმრთელობისთვის, ისე ეკონომიკურადაც რესურსების დაზოგვის მხრივ.
მდგრადი მოძრაობა/მობილობა ერთ-ერთი პრიორიტეტია ამ ხელშეკრულების ფარგლებში, რომელიც მოიცავს ინიციატივებს სატრანსპორტო გამონაბოლქვის შესამცირებლად, ვინაიდან სწორედ ეს სექტორია ერთ-ერთი ატმოსფერული ჰაერის დამაბინძურებელი. ამ მხრივ, ევროკავშირი მიზნად ისახავს გამონაბოლქვის 90%-ით შემცირებას 2050 წლისთვის, რისთვისაც არაერთ ქმედით ნაბიჯს დგამს ამ მიმართულებით. კერძოდ კი, 2030 წლისთვის სულ მცირე 30 მილიონი „ნულოვანი გამონაბოლქვის“ მქონე მანქანამ უნდა იაროს ევროპის გზებზე, რომლის მაჩვენებელიც 2020 წლისთვის დაახლოებით 1 მილიონი იყო. ჩქაროსნული სარკინიგზო მიმოსვლის ინფრასტრუქტურის მოწყობა-განახლება, ნულოვანი გამონაბოლქვის მქონე საზღვაო გემების ბაზარზე გატანა და ავტომატური ტრანსპორტირების სისტემები ფართო მასშტაბებით ხელმისაწვდომობა დამატებით ხელშემწყობი ფაქტორები იქნება მდგრადი მოძრაობის პოლიტიკის მხარდასაჭერად. ასევე, 500 კილომეტრზე ახლოს დაგეგმილი კოლექტიური მგზავრობები უნდა იყოს ნახშირბადის თვალსაზრისით ნეიტრალური. Erasmus+ პროგრამის ფარგლებში მწვანე მოგზაურობის ალტერნატივის შეთავაზება და პოპულარიზება შეგვიძლია ამ პოლიტიკის ნაწილადაც კი მივიჩნიოთ.
გარდა ზემოთ აღნიშნული საკითხებისა, ევროკავშირი მწვანე შეთანხმებით ასევე მიზნად ისახავს დაბინძურების შემცირებას წყალში, ჰაერსა და ნიადაგში. სწორედ დაბინძურებაა მრავალი ფსიქიკური და ფიზიკური დაავადებისა და ნაადრევი სიკვდილიანობის გამომწვევი მიზეზი. გარდა ადამიანებზე უარყოფითი შედეგისა, მეორე მხრივ, დაბინძურება ნეგატიურ გავლენას ახდენს ბიომრავალფეროვნებაზეც, რაც განცალკევებულად არის გამოყოფილი ამ შეთანხმებაში. ბიომრავალფეროვნების სტრატეგია დამატებით ზომებს გვთავაზობს რომელიც მრავალ კომპონენტს მოიცავს, მათ შორის იმ საკითხებსაც რაც უკვე ზემოთ არის ხსენებული. ამ მხრივ პრიორიტეტულია ტყეების განაშენიანებისა და ქალაქებში მწვანე სივრცეების შექმნისა და განვითარების საკითხების ხელშეწყობა. საბოლოოდ, ეს ყველა გადადგმული ნაბიჯი ხელს შეუწყობს ბიომრავალფეროვნების დაცვას.
მეტად საინტერესოა “ფერმიდან ჩანგლამდე” სტრატეგია, რომელიც მიზნად ისახავს შეამციროს საკვები ნარჩენები და გარდაქმნას საკვების წარმოების, გადამუშავების, საცალო ვაჭრობის, შეფუთვისა და ტრანსპორტირების ფორმები უფრო ეკოლოგიურად მეგობრული გზებით. ფერმიდან ჩანგლამდე მინიმალური მანძილის არსებობა ამცირებს ლოჯისტიკურ ხარჯებსაც და სასარგებლოა გარემოსთვისაც. ამ სტრატეგიაში ინდივიდების სამოქალაქო პასუხისმგებლობის გამოჩენა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რაშიც განსაკუთრებული როლი აქვს როგორც ინდივიდებს, ისე სამოქალაქო ორგანიზაციებსა და ზოგადად სამოქალაქო აქტივიზმს.
ბოლოს კი, მწვანე შეთანხმების მთავარი მიზანი კვლევებისა და განვითარების ხელშეწყობაა, რაც ამ შეთანხმების თითქმის ყველა ელემენტს მოიცავს. ამ მხრივ, შეთანხმება ხელს უწყობს სხვადასხვა ინიციატივებს ახალი ტექნოლოგიების გამოყენებითა და არსებული მეთოდების გარდაქმნის გზით. Erasmus+ პროგრამის ფარგლებში ამ საკითხების პრიორიტეტად წარმოჩენაც დამატებით ბიძგს აძლევს ორგანიზაციებსა და ინსტიტუტებს რათა ხელი შეუწყონ კვლევის განვითარებას გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილებით გამოწვეული გამოწვევების საპასუხოდ. საბოლოოდ, შეგვიძლია დავასკვნათ რომ ზემოთ აღნიშნული მიზნების გათვალისწინებით ევროკავშირის მწვანე შეთანხმება ხელს უწყობს კლიმატის ცვლილებისადმი მდგრადი და მედეგი საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესს მდგრადი განვითარების გზაზე.
The EU Green Deal
Environmental protection and the fight against climate change are among the Erasmus+ horizontal priorities, directly reflected in the political agenda of the European Union, which once again emphasizes its importance and need. The problems caused by climate change and environmental pollution have become a global challenge, but the EU is one of the first to speak out and take action in response to this problem, to reduce the harmful effects and help transform a climate-resilient society.
According to the European Environment Agency’s 2019 reports, air pollution leads to over 300,000 deaths annually in the EU, highlighting the urgency for EU action on environmental and climate issues. This alarming statistic became one of the reasons that pushed the European Union to take effective steps against environmental problems and climate change. As a result, at the end of 2019, the European Union developed and adopted the European Green Deal, one of the main goals of which is to reduce greenhouse gas emissions by 2050 in order to lower the temperature by 1.5-2°C and make Europe the so-called Climate neutral region.
The Green Deal initiative is a high-budget initiative that envisages the mobilization of up to 1 trillion euros of investment, both at the state and private sector levels. This agreement, with its goals and objectives, is divided into two main stages, the first intermediate stage of which is 2030, and the second, final stage, is 2050. One of the main components for the fulfillment of its tasks involves the transition to a circular economy in Europe, which is also called a green economy. Unlike the traditional linear economic model—extract, produce, consume, and dispose—the circular economy seeks to eliminate waste and continuously reuse resources, minimizing environmental impact.
The Green Deal’s goals cover nearly all areas of society and the economy, organized into thematic directions. Given the link between energy production/use and greenhouse gas emissions, clean energy policy is one of the major priorities, aiming to increase clean energy production and reduce emissions through renewable sources. In sustainable industry, the Deal promotes carbon-neutral production (decarbonization) that positively impacts greenhouse gas reduction.
Other priority areas include sustainable construction and renovation, emphasizing energy efficiency in new buildings and renovations, and the decarbonization of heating and cooling systems, which bring environmental, health, and economic benefits.
Sustainable mobility is also a key priority, with initiatives to reduce transport emissions, a major contributor to air pollution. By 2050, the EU aims to cut emissions by 90% with specific actions such as having at least 30 million “zero-emission” vehicles on Europe’s roads by 2030 (up from around 1 million in 2020). High-speed rail infrastructure, zero-emission ships, and automated transport systems will further support sustainable mobility. Collective journeys planned within 500 kilometers are expected to be carbon-neutral through using eco-friendly means of transport. Erasmus+ further promotes this action with the promotion of green travel alternatives as a part of this policy.
The EU Green Deal also targets pollution reduction in water, air, and soil, as pollution causes numerous mental and physical illnesses and premature deaths. Pollution adversely impacts biodiversity, which is separately addressed in the Deal. The biodiversity strategy includes various initiatives, such as forest reforestation and the development of green spaces in urban areas to support biodiversity protection.
The “Farm to Fork” strategy is particularly interesting, aiming to reduce food waste and transform food production, processing, retail, packaging, and transport to more environmentally friendly methods. A reduced distance “from farm to fork” cuts logistics costs and benefits the environment. In this strategy, civic responsibility is essential, involving individuals, civil organizations, and civic activism.
Finally, a core goal of the Green Deal is to support research and development, spanning almost every element of the Deal. The Deal promotes initiatives to use new technologies and transform existing methods. Emphasizing these issues as priorities within Erasmus+ further encourages organizations and institutions to foster research to address environmental protection and climate challenges. Overall, the EU Green Deal supports the formation of a climate change sustainable and resilient society on the path to sustainable development.