[For English scroll down]
მოხარულები ვართ გაცნობოთ, ცნობილი გახდა პროფესიული განათლებისა და სწავლების სფეროში 2024 წლის კონკურსის შედეგები.
კონკურსის ფარგლებში წარდგენილ იქნა 299 საპროექტო განაცხადი, რომელთაგანაც 280-მა დააკმაყოფილა მინიმალური მოთხოვნის კრიტერიუმები. პროექტის შეფასების კომიტეტმა 72 განაცხადის დაფინანსების რეკომენდაცია გასცა, რომლებშიც, მესამე ქვეყნებიდან, რომელებიც არ არიან ასოცირებულნი პროგრამასთან, ჩართულია 78 ინსტიტუცია.
აღსანიშნავია, რომ საგრანტო შეთანხმებაზე ხელმოსაწერად მოწვეულ სამ საპროექტო განაცხადში ჩართულია ხუთი ქართული პროფესიული სასწავლებელი პარტნიორის სტატუსით, ხოლო ორი ინსტიტუცია ასოცირებული პარტნიორის სტატუსით.
CBVET კონკურსის შერჩეულმა მონაწილეებმა მიიღეს მოწვევა საგრანტო შეთანხმებაზე ხელმოსაწერად. აღნიშნული სია ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი იქნება FTOP-ზე https://erasmus-plus.ec.europa.eu/whats-new , მას შემდეგ, როდესაც მოხდება განაცხადის აპლიკანტებთან საგრანტო შეთანხმების გაფორმება.
შესაძლებლობების გაძლიერება პროფესიული განათლებისა და სწავლების სფეროში (CBVET) მხარს უჭერს საერთაშორისო თანამშრომლობის პროექტებს, რომლებიც დაფუძნებულია მრავალმხრივ პარტნიორობაზე პროფესიული განათლების სფეროში მოქმედ ორგანიზაციებს შორის ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, Erasmus+ პროგრამასთან ასოცირებულ მესამე ქვეყნებში და მესამე ქვეყნებს შორის, რომლებიც არ არიან ასოცირებულნი პროგრამასთან.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ კონკურსში 2024 წელს შეირჩა 3 საპროექტო განაცხადი საქართველოს ჩართულობით, რაც 2022 წელთან 1.5 ჯერ, ხოლო 2023 წელთან შედარებით 3-ჯერ მეტია.
შერჩეულ პროექტებში 2024 წელს ხუთი ქართული პროფესიული სასწავლებელია ჩართული პარტნიორის სტატუსით, რაც 2023 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 5-ჯერ, ხოლო 2022 წლის მაჩვენებელს 2.5-ჯერ აღემატება. გარდა ხუთი პარტნიორი უწყებისა, 2024 წელს ორი ასოცირებული სუბიექტია ჩართული შერჩეულ პროექტებში საქართველოდან, რაც წინა 2022 და 2023 წლებში არ ფიქსირდება.
თითოეული პროექტის ღირებულება 100 000-დან 400 000 ევროს ფარგლებშია.
The Capacity building in the field of Vocational Education and Training (CBVET) 2024
We are pleased to announce that the results of the 2024 Erasmus+ Programme ‘Capacity Building in Vocational Education and Training (CBVET)’ competition have been announced.
A total of 299 applications were received by the deadline and 280 proposals were declared eligible. The Evaluation Committee recommended 72 applications for funding. 78 non-associated third countries are involved in these 72 projects, out of which five Georgian VET partnered institutions and two associated entities are involved in three projects.
Applicants to the CBVET call were informed of the assessment of their applications, and were invited for the grant agreement. The final list will only be available at a later stage on FTOP https://erasmus-plus.ec.europa.eu/whats-new once the projects are contracted.
The Capacity building in the field of Vocational Education and Training (CBVET) action supports international cooperation projects based on multilateral partnerships between organisations active in the field of VET in EU Member States, third countries associated to the Erasmus+ programme and third countries not associated to the Programme.
Under the CBVET 2024 call, three proposals involving Georgian entities were approved for funding—1.5 times more than in 2023 and three times more than in 2022.
In total, five partnered VET entities are participating in these projects, which is five times the 2023 figure and 2.5 times the 2022 figure.
Additionally, two new associated entities are involved in 2024, which were not present in previous years. The budget for each project ranges from 100,000 to 400,000 euros.