ვირტუალური გაცვილითი პროგრამები უმაღლესი განათლების და ახალგაზრდობის მიმართულებით
{Last Update: 24.12.2025}
ვირტუალური გაცვლითი პროგრამები არის ონლაინ აქტივობები, ადამიანთა შორის, რათა მოხდებს ინტერკულტურული დიალოგის წახალისება და რბილი უნარების განვითარება. აღნიშნული ინიციატივა საშუალებას აძლევს თითოეულ ახალგაზრდა ადამიანს წვდომა ჰქონდეს მაღალი ხარისხის საერთაშორისო და ინტერ-კულტურულ განათლებაზე (როგორც ფორმალურ, ისე არაფორმალურზე), ისე რომ საჭირო არ გახდეს ფიზიკური მობილობა. მიუხედავად იმის, რომ ვირტუალური დებატები და ტრენინგები სრულად ვერ ანაცვლებს ფიზიკური მობილობის ბენეფიტებს, ონლაინ გაცვლით პროგრამებს მაინც შეუძლიათ გარკვეული ბენეფიტების დაგროვება. გარდა ამისა, ვირტუალური გაცვლითი პროგრამები ხელს უწყობს ევროპული ღირებულებების გავრცელებას. ასევე, ვირტუალურ მობილობას, გარკვეულ შემთხვევებში შეუძლიათ მოამზადონ საფუძველი ან/და გააღრმაონ და გააფართოონ ფიზიკური გაცვლითი პროგრამები, ასევე გაზარდონ ამ უკანასკნელზე მოთხოვნა.
ვირტუალური გაცვლა, ყოველთვის, ხდება მცირე ზომის ჯგუფებში, რომლის მოდერაციაც ხდება შესაბამისად დატრენინგებული ფასილიტატორის მიერ. აღნიშნული ინიციატივის ინტეგრაცია მარტივად არის შესაძლებელი ახალგაზრდულ (არაფორმალურ) პროექტებში ან/და უმაღლესი განათლების კურსებზე. ვირტუალურმა გაცვლითმა პროგრამებმა, შესაძლოა მონაწილეები ორივე სექტორიდან თანაბრად ჩართოს. თითოეულმა პროექტმა უნდა გააერთიანოს მონაწილეები როგორც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან, ისე ასოცირებული ქვეყნებიდან და მესამე ქვეყნებიდან, რომლებიც არ არიან ასოცირებულნი პროგრამასთან.
პროგრამის მიზნები
აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს:
- წაახალისოს ინტერკულტურული დიალოგი მესამე ქვეყნებთან, რომლებიც არ არიან ასოცირებულნი პროგრამასთან და გააუმჯობესოს ტოლერანტობის დონე ონლაინ ფორმატში ადამიანთან პირისპირი ინტერაქციის საშუალებით;
- სხვადასხვა ტიპის ვირტუალური გაცვლების ხელშეწყობა Erasmus+ ფიზიკური მობილობის დამატებით, რაც მეტ ახალგაზრდას საშუალებას მისცემს ისარგებლოს კულტურათშორისი და საერთაშორისო გამოცდილებით;
- კრიტიკული აზროვნებისა და მედიაწიგნიერების გაძლიერება, განსაკუთრებით ინტერნეტისა და სოციალური მედიის გამოყენებაში, როგორიცაა დისკრიმინაციის, ინდოქტრინაციის, პოლარიზაციისა და ძალადობრივი რადიკალიზაციის წინააღმდეგ ბრძოლა;
- წაახალისოს სტუდენტების, ახალგაზრდებისა და ახალგაზრდული მუშაკების ციფრული და რბილი უნარების განვითარება, მათ შორის უცხო ენების შესწავლა და გუნდური მუშაობა, განსაკუთრებით დასაქმების გაზრდის მიზნით;
- მოქალაქეობისა და თავისუფლების, ტოლერანტობისა და დისკრიმინაციისგან თავის შეკავების საერთო ღირებულებების ხელშეწყობა განათლების გზით;
- ახალგაზრდული განზომილების გაძლიერება ევროკავშირის მესამე ქვეყნებთან ურთიერთობებში.
თემატიკური არეალები / სპეციფიკური მიზნები
Erasmus+ ვირტუალური გაცვლითი პროგრამები „ქვემოდან-ზემოთ“ ტიპის ინიციატივაა, რაც ნიშნავს იმას, რომ მონაწილე ორგანიზაციებს მინიჭებული აქვთ დამოუკიდებლობა, შეარჩიონ მათთვის საინტერესო თემატიკა, თუმცა მათმა შედეგებმა დემონსტრირება უნდა მოახდინოს, რომ ინიციატივამ უპასუხა ზემოთ ჩამოთვლილ პროგრამის მიზნებს. ასევე, პროექტებში გათვალისწინებული უნდა იყოს გენდერული აქცენტები (მაგ. ტრენინგების დროს გენდერულად სენსიტიური თემების განხილვა). პროექტის ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს ინკლუზიურობას და სოციალურად და ეკონომიკურად მოწყვლად ჯგუფებს, რომელთაც ხელი არ მიუწვდებათ ფიზიკურ მობილობაზე.
აქტივობები
პროექტები დაფინანსდება სამუშაო გეგმების მიხედვით, რომელმაც შესაძლოა თავის თავში გააერთიანოს ფართო სპექტრის ონლაინ თანამშრომლობის აქტივობები, მათ შორის:
- ონლაინ-ფასილიტირებული დისკუსიები ახალგაზრდებს და ახალგაზრდულ ორგანიზაციებს შორის, რომლებიც დაფუძნებულები არიან სხვადასხვა ქვეყნებში. მათ შორის შესაძლოა გაიმართოს როლური თამაშები.
- ტრენინგები ახალგაზრდული მუშაკებისთვის, რომელთაც სურთ ვირტუალური გაცვლითი პროექტების ორგანიზება თავიანთ კოლეგებთან, სხვადასხვა ქვეყნებში;
- სხვადასხვა ქვეყნების უმაღლესი განათლების სტუდენტთა შორის ონლაინ, ფასილიტირებული დისკუსიები, რომლებიც იქნება უმაღლესი განათლების შესაბამისი მისანიჭებლის ხარისხის ნაწილი;
- ტრენინგები სხვადასხვა ქვეყნების უმაღლესი განათლების პროფესორებისა და ადმინისტრაციული პერსონალისთვის, რომელთაც სურთ ვირტუალური გაცვლითი პროექტების ორგანიზება თავიანთ კოლეგებთან, სხვადასხვა ქვეყნებში;
- ინტერაქციული, ღია, ონლაინ კურსები, მათ შორის ტრადიციული სასწავლო კურსების მატერიალური რესურსები, როგორიც არის ჩაწერილი ლექციები, საკითხავები, ქეის-სთადი (MOOCs – Massive Open Online Courses ფორმატში, მაგრამ იმაზე აქცენტირებით, რომ მომხმარებელთა – სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებს, ახალგაზრდებს და ახალგაზრდა მუშაკებს – შორის ინტერაქცია უნდა მოხდეს ფორუმების საშუალებით).
ვის შეუძლია მონაწილეობა?
ვის შეუძლია განაცხადის შეტანა? | განმცხადებლები (ბენეფიციარები და აფილირებული პირები, თუ ეს შესაძლებელია) უნდა იყვნენ იურიდიული პირები (საჯარო ან კერძო ორგანოები) და შეიძლება მიეკუთვნებოდნენ შემდეგ კატეგორიებს:
განმცხადებლები (ბენეფიციარები და აფილირებული პირები, თუ ეს შესაძლებელია) უნდა იყვნენ დაფუძნებული შემდეგი ქვეყნებიდან ერთ-ერთში:
კოორდინატორი ორგანიზაცია უნდა იყოს ახალგაზრდული ორგანიზაცია ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება და იურიდიულად უნდა იყოს დაფუძნებული და მდებარეობდეს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოში ან პროგრამასთან დაკავშირებულ მესამე ქვეყანაში. პროგრამასთან არ ასოცირებული მესამე ქვეყნების ორგანიზაციები არ შეიძლება იყვნენ კოორდინატორები. |
მონაწილე ორგანიზაციების პროფილი და რიცხვი | წინადადებები უნდა წარადგინოს მინიმუმ 6 განმცხადებლისგან (ბენეფიციარები, არა აფილირებული სუბიექტები) შემდგარმა კონსორციუმმა, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:
კონსორციუმის შემადგენლობაში მხოლოდ ბენეფიციარები (არა აფილირებული სუბიექტები) ითვლება. ასოცირებული პარტნიორები არ ითვლება კონსორციუმის შემადგენლობაში |
აქტივობების განხორციელების ადგილი | აქტივობები შესაძლოა განხორციელდეს იმ ქვეყნებში, საიდანაც წარმოდგენილები არიან მონაწილეები. |
პროექტის ხანგრძლივობა | პროექტები, სტანდარტულად, გრძელდება 36 თვეს (გამონაკლისები განსაკუთრებულ შემთხვევებში, დასაშვებია). |
სად ხდება განაცხადის შეტანა?
| ევროპის განათლების და კულტურის აღმასრულებელი სააგენტო (EACEA). Call ID: ERASMUS-EDU-2026-VIRT-EXCH-NE |
როდის ხდება განაცხადის შეტანა?
| აპლიკაციების შეტანა უნდა მოხდეს 26 მარტის, 17:00 საათმდე (ბრიუსელის დროით). |
