„მიიღე, გააძლიერე, ჩაერთე”

[07/04/2025]

[For English scroll down]

🕊️ „მიიღე, გააძლიერე, ჩაერთე”
დღეს, ჯანმრთელობის მსოფლიო დღეს, გვსურს გამოვარჩიოთ Erasmus+ პროგრამის მხარდაჭერილი ინიციატივა, რომელსაც საქართველოდან პარტნიორი ორგანიზაცია – ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტი (ISNC) ახორციელებს.

პროექტი მიზნად ისახავს კონფლიქტითა და იძულებითი გადაადგილების შედეგად დაზარალებული ახალგაზრდების გაძლიერებასა და მათთვის უსაფრთხო სივრცეების შექმნას.

პროექტი ავითარებს პრაქტიკულ ინსტრუმენტებსა და უნარებს ახალგაზრდული მუშაკებისთვის საქართველოში, უკრაინაში, გერმანიაში, იტალიაში და ესპანეთში რათა მათ შეძლონ ემოციურად და ფსიქოლოგიურად დაზარალებული ახალგაზრდების მხარდაჭერა.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი ჯანმრთელობის მსოფლიო დღეს?
ფსიქიკური ჯანმრთელობა ჯანმრთელობის განუყოფელი ნაწილია. ტრავმა დროის გავლით არ ქრება – საჭიროა სისტემური მხარდაჭერა და პროფესიული მზრუნველობა.

პროექტის პარტნიორი ქვეყნები და განხორციელების არეალი: 🇬🇪 ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტი (ISNC); 🇩🇪 გერმანია; 🇪🇸 ესპანეთი; 🇺🇦 უკრაინა, 🇮🇹 იტალია.



🕊️ “Embrace, Empower, Engage”

Today, on World Health Day, we would like to highlight the initiative Supported by Erasmus+ program, which is implemented by the partner organization: Institute for the Study of Nationalism and Conflicts (ISNC) from Georgia that puts youth mental health and trauma recovery at the heart of peacebuilding.

This innovative project equips youth workers across Ukraine, Georgia, Germany, Spain, and Italy with the tools to support young people affected by conflict and displacement—helping them heal, grow, and lead.

Why it matters on World Health Day:
Mental health is an integral part of health. Trauma does not go away with time – systemic support and professional care is needed.

Project partner countries and implementation area: 🇬🇪 Institute for the Study of Nationalism and Conflicts (ISNC); 🇩🇪 Germany; 🇪🇸 Spain; 🇺🇦 Ukraine, 🇮🇹 Italy.