ახალგაზრდების ჩართულობა - არაფორმალური აქტივობები (YOUTH PARTICIPATION ACTIVITIES)
{Last Update: 24.12.2025}
„ახალგაზრდების ჩართულობის აქტივობები“ დაფინანსებას გასცემს ისეთი აქტივობების მხარდაჭერაზე, რომლებიც ფორმალური განათლების და სწავლების მიღმა, ემსახურება ახალგაზრდებს ჩართულობას ევროპის დემოკრატიულ ცხოვრებაში, ადგილობრივ, რეგიონულ, ეროვნულ და ევროკავშირის დონეზე.
პროგრამის მიზნებია:
- ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნა, რათა ჩაერთონ და ისწავლონ მონაწილეობა სამოქალაქო საზოგადოებასა და პოლიტიკურ ან დემოკრატიულ ცხოვრებაში, რათა გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა გაიგონონ მათი მოსაზრებები და გაითვალისწინონ მათი საჭიროებები;
- შეიმუშაონ მონაწილეობითი სტრუქტურები, მექანიზმები და მიდგომები, რათა უზრუნველყონ სივრცე, მხარდაჭერა და საშუალებები ახალგაზრდებისთვის, რათა მათ წვლილი შეიტანონ და გავლენა მოახდინონ მათზე მოქმედ გადაწყვეტილებებზე.
მხარდაჭერილი აქტივობები უნდა შეესაბამებოდეს ევროპულ საერთო ღირებულებებსა და ფუნდამენტურ უფლებებს, აამაღლოს ცნობიერება მათ შესახებ და ეხებოდეს ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვან თემებს მათი ცხოვრების ყველა ასპექტში. მხარდაჭერილმა აქტივობებმა ხელი უნდა შეუწყოს ახალგაზრდების აღქმის და ინტერესის გაზრდას ადგილობრივ, რეგიონულ, ეროვნულ და ევროპულ ინსტიტუტებში ჩართულობის მიმართ და გაზარდოს კომპეტენციები, რომლებიც აუცილებელია დემოკრატიულ პროცესებში მონაწილეობისთვის. მხარდაჭერილი აქტივობების მიზანი შეიძლება ასევე იყოს გადაწყვეტილების მიმღებ პირთა მიერ ახალგაზრდების მონაწილეობის მნიშვნელობის გაცნობიერების გაზრდა და მათი კომპეტენციების ამაღლება ახალგაზრდებთან კომუნიკაციისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართვის თვალსაზრისით
აქტივობების აღწერა
„ახალგაზრდების ჩართულობის პროგრამა“ არის ფორმალურ სისტემის მიღმა არსებული სწავლების პროცესი, რომელიც ორიენტირებულია ახალგაზრდობის ჩართულობის გაძლიერებაზე, რომლის ფარგლებშიც, მონაწილეებს ეძლევათ საშუალება გამოცადონ გაცვლითი პროგრამის ბენეფიტები, თანამშრომლობა პარტნიორ ინსტიტუციებთან, კულტურული და სამოქალაქო აქტივობა. პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდებს უნდა მიეცეთ საშუალება განივითარონ პერსონალური, სოციალური, სამოქალაქო და ციფრული კომპეტენციებ.
ახალგაზრდების მონაწილეობის აქტივობები შეიძლება გამოყენებულ იქნას ახალგაზრდებსა და გადაწყვეტილების მიმღებ პირებს შორის დიალოგისა და დისკუსიების წარმართვისთვის. ეს უნდა იყოს მიმართული გადაწყვეტილების მიმღებ პირთა ცნობიერების ამაღლებისკენ ახალგაზრდებთან განხილვისა და მათი საჭიროებების და მოსაზრებების გათვალისწინების მნიშვნელობის შესახებ, ასევე გადაწყვეტილების მიმღებ პირთა კომპეტენციების გაუმჯობესებისკენ ამ სფეროში, საბოლოო მიზნით, უზრუნველყოფილი იყოს ახალგაზრდების მიერ მათი ცხოვრების ყველა ასპექტში მათზე მოქმედი ყველა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართვის უფლების გამოყენება. ახალგაზრდებს უნდა შეეძლოთ თავიანთი ხმიმიაწვდინონ გადაწყვეტილების მიმღებ პირებს (პოზიციების, წინადადებებისა და რეკომენდაციების ჩამოყალიბების გზით), განსაკუთრებით იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ჩამოყალიბდეს და განხორციელდეს ახალგაზრდული პოლიტიკა ევროპაში. ახალგაზრდების მონაწილეობის აქტივობებს ასევე შეიძლება ჰქონდეს სამოქალაქო მოქმედებისა და ახალგაზრდული აქტივიზმის ფორმა, რაც ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს სხვადასხვა გზით ჩაერთონ მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ცნობიერების ამაღლებაში და ცვლილებების დანერგვაში.
ახალგაზრდობის ჩართულობა შესაძლოა იყოს ტრანსნაციონალური ან ეროვნულ (ერთი ქვეყნის შიგნით, რამდენიმე ქვეყნის ჩართულობით) დონეზე შექმნილი აქტივობა. „ეროვნული ახალგაზრდული აქტივობები“ ორიენტირებული ადგილობრივ დონეზე იდეების დატესტვაზე ან/და ისეთი იდეების გაუმჯობესებაზე და მასშტაბის გაზრდაზე, რომლებიც უკვე აღმოჩნდა სარგებლის მომტანი.
ახალგაზრდულმა ჩართულობის ყველა აქტივობა, მიუხედავად მათი განხორციელების დონისა, უნდა იძლეოდეს ევროკავშირის ღირებულებებსა და მათთან დაკავშირებულ თემებზე ფიქრისა და მათთან დაკავშირების შესაძლებლობას, რაც თითოეულ პროექტს ევროპული განზომილების დამატებით ღირებულებას შესძენს.
მხარდაჭერილ აქტივობებს შეიძლება ჰქონდეს შემდეგი ფორმა (ან მათი კომბინაცია): სემინარები, დებატები, როლური თამაშები, სიმულაციები, ციფრული ინსტრუმენტების (მაგ., ციფრული დემოკრატიის ინსტრუმენტების) გამოყენება, ცნობიერების ამაღლების კამპანიები, ტრენინგები, შეხვედრები და ახალგაზრდებსა და გადაწყვეტილების მიმღებ პირებს შორის ონლაინ ან ოფლაინ ურთიერთქმედების სხვა ფორმები, კონსულტაციები, საინფორმაციო და/ან კულტურული ღონისძიებები და ა.შ.
აქტივობების მაგალითები:
- პირისპირ ან ონლაინ სემინარები და/ან შეხვედრები, სემინარები ან სხვა ღონისძიებები/პროცესები, რომლებიც სთავაზობენ სივრცეს ახალგაზრდებს ინფორმაციის მიღების, დებატებისა და მათი ყოველდღიური ცხოვრებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე აქტიური მონაწილეობისთვის;
- ახალგაზრდების კონსულტაციები, რომლებიც განსაზღვრავენ მათთვის სპეციფიკურად მნიშვნელოვან თემებს/საკითხებს (ადგილობრივ, რეგიონულ, ეროვნულ ან ტრანსნაციონალურ კონტექსტში) და განსაზღვრავენ მათ საჭიროებებს, რომლებიც დაკავშირებულია ასეთი თემების/საკითხების განხილვაში მონაწილეობასთან;
- ცნობიერების ამაღლების კამპანიები ახალგაზრდების დემოკრატიულ ცხოვრებაში მონაწილეობასთან დაკავშირებით, მათ შორის საინფორმაციო და/ან კულტურული ღონისძიებები, რომლებიც დაკავშირებულია ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვან კონკრეტულ საზოგადოებრივ გამოწვევებთან;
- დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირებისა და ასეთ ინსტიტუტებში გადაწყვეტილების მიმღებ პირთა როლების სიმულაციები;
- გადაწყვეტილების მიმღებ პირთა ცნობიერების ამაღლებისა და კომპეტენციის გაძლიერების აქტივობები ახალგაზრდების მონაწილეობის, როგორც უფლების, მისი მნიშვნელობისა და ყველა სექტორში განხორციელების შესაძლებლობების შესახებ
ვის შეუძლია განაცხადის შეტანა? | ნებისმიერ, შესაბამის ორგანიზაციას, რომელი დაფუძნებულია ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებსა ან/და პროგრამასთან ასოცირებულ მესამე ქვეყნებში, შეუძლია იყოს აპლიკანტი. აპლიკანტს განაცხადი შეაქვს ყველა იმ ორგანიზაციის სახელით, რომლებიც ჩართულნი არიან პროექტის კონსორციუმში. |
ვის შეუძლია მონაწილეობა? | მონაწილე ორგანიზაცია შესაძლოა იყოს:
დაფუძნებული უნდა იყოს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოში, პროგრამასთან ასოცირებულ მესამე ქვეყნაში ან/და მესამე ქვეყნებში, რომლებიც არ არიან ასოცირებულნი პროგრამასთან (რეგიონები 1-4) |
მონაწილე ორგანიზაციების პროფილი და მათი რიცხვი |
ერთი და იგივე ორგანიზაცია (ერთი OID-ით) არ შეიძლება იყოს ჩართული 5-ზე მეტ განაცხადში, როგორც განმცხადებელი ან პარტნიორი. |
პროექტის ხანგრძლივობა | 3 თვიდან – 24 თვემდე |
მონაწლეები (ბენეფიციარები) | ახალგაზრდები 13 წლიდან – 30 წლამდე, რომლებიც არიან მონაწილე ორგანიზაციების ქვეყნების რეზიდენტები და გადაწყვეტილების მიმღები პირები, რომლებიც დაკავშირებულნი არიან პროექტის თემატიკასთან. ფასილიტატორები და თანმხლები პირები არ უნდა ჩაითვალონ აქტივობის მონაწილეებად, თუმცა მათ შეუძლიათ მიიღონ მხარდაჭერა გარკვეული ბიუჯეტის კატეგორიების ფარგლებში. |
სად ხდება განაცხადის შეტანა? | იმ ქვეყნის Erasmus+ ეროვნულ სააგენტოში, სადაც დაფუძნებულია აპლიკანტი ორგანიზაცია. |
როდის ხდება განაცხადის შეტანა? | განაცხადების წარდგენა ხდება შემდეგი ბოლო ვადების გათვალისწინებით: 12 თებერვალი (12:00 საათი, ბრიუსელის დროით) პროექტებისთვის, რომლებიც იწყება მიმდინარე წლის 1 ივნისისა და 31 დეკემბრის პერიოდში. 1 ოქტომბერი ( 12:00 საათი, ბრიუსელის დროით) პროექტებისთვის, რომლებიც იწყება მომდენო წლის 1 იანვრისა და 31 მაისის დროის მონაკვეთში. |
როგორ ხდება განაცხადის შეტანა? | გაეცანით პროგრამის სახელმძღვანელოს C ნაწილს. |
დამატებები | იმ შემთხვევაში, თუ პროექტი ითვალისწინებს მობილობის აქტივობების განხორციელებას, ამ შემთხვევაში მას თანდართული უნდა ჰქონდეს დაგეგმილი მობილობის გრაფიკი. |
