ახალგაზრდების ჩართულობა - არაფორმალური აქტივობები (YOUTH PARTICIPATION ACTIVITIES)

„ახალგაზრდების ჩართულობის აქტივობები“ დაფინანსებას გასცემს ისეთი აქტივობების მხარდაჭერაზე, რომლებიც ფორმალური განათლების და სწავლების მიღმა,  ემსახურება ახალგაზრდებს ჩართულობას ევროპის დემოკრატიულ ცხოვრებაში, ლოკალურ, რეგიონულ, ეროვნულ და ევროკავშირის დონეზე.

პროგრამის მიზნები

  • მისცეს ახალგაზრდებს ჩაერთონ და ისწავლო თუ როგორ მიიღონ მონაწილეობა სამოქალაქო საზოგადოების აქტივობებში, ახალგაზრდებისთვის, მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში, შესაბამისი გზების წარმოჩინებით და ასევე დემოკრატიულ პროცესებში ჩართულობის, რათა მოხდეს ახალგაზრდების მნიშვნელოვანი ჩართულობა დემოკრატიულ ცხოვრებაში, ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ და პოლიტიკურ პროცესებში, განურჩევლად ბექგრაუნდისა და განსაკუთრებული პრიორიტეტების მინიჭებით იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც აქვთ ნაკლები შესაძლებლობები;
  • ახალგაზრდებს შორის, ევროკავშირის ღირებულებების, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების შესახებ ცნობიერების გაზრდა და ევროკავშირთან ინტეგრაციის ხელშეწყობა;
  • ახალგაზრდების ციფრული და მედია წიგნიერების გაძლიერება (განსაკუთრებით კრიტიკული აზროვნება და უნარი შეაფასონ და დაამუშაონ ინფორმაცია), იმის გათვალისწინებით, რომ გაიზარდოს მოქალაქეების მდგრადობა დეზინფორმაციის, ტყუილისა და პროპაგანდის წინააღმდეგ, ასევე გაუმჯობესდეს მათი ჩართულობა დემოკრატიულ პროცესებში;
  • ერთ მაგიდასთან დასვას ახალგაზრდები და გადაწყვეტილების მიმღები პირები ლოკალურ, რეგიონულ, ეროვნულ და ტრანსნაციონალურ დონეზე და მხარი დაუჭიროს ევროკავშირის ახალგაზრდულ დიალოგს.

აქტივობების აღწერა

„ახალგაზრდების ჩართულობის პროგრამა“ არის ფორმალურ სისტემის მიღმა არსებული სწავლების პროცესი, რომელიც ორიენტირებულია ახალგაზრდობის ჩართულობის გაძლიერებაზე, რომლის ფარგლებშიც, მონაწილეებს ეძლევათ საშუალება გამოცადონ გაცვლითი პროგრამის ბენეფიტები, თანამშრომლობა პარტნიორ ინსტიტუციებთან, კულტურული და სამოქალაქო აქტივობა. პროგრამის ფარგლებში  ახალგაზრდებს უნდა მიეცეთ საშუალება განივითარონ  პერსონალური, სოციალური, სამოქალაქო და ციფრული კომპეტენციები და გახდნენ აქტიური ევროპის საზოგადოების წევრები.

პროგრამის ფარგლებში, შესაძლოა გამოყენებული იქნას ალტერნატიული, ინოვაციური, სმართი და ციფრული ფორმები ახალგაზრდებს ჩართულობისთვის, მათ შორის, ახალგაზრდების ჩართულობა სხვადასხვა სექტორებში (ჯანდაცვა, სპორტული ინფრასტრუქტურა და ა.შ. განურჩევლად იმის, აღნიშნული ორგანიზაციები იმართება საჯარო თუ კერძო სექტორის მიერ.

პროგრამამ საშუალება უნდა მისცეს ახალგაზრდებს, რომ მოხდეს მათი ხმის გაგონება, იქნება ეს მათი პოზიციის დაფიქსირება, შეთავაზებებისა და რეკომენდაციების მომზადება და ა. შ. , განსაკუთრებით იმის შესახებ თუ როგორ როგორ უნდა მოხდეს ახალგაზრდული პოლიტიკის ჩამოყალიბება ევროპაში.  

ახალგაზრდობის ჩართულობა შესაძლოა იყოს ტრანსნაციონალური ან ეროვნულ (ერთი ქვეყნის შიგნით, რამდენიმე ქვეყნის ჩართულობით) დონეზე შექმნილი აქტივობა. „ეროვნული ახალგაზრდული აქტივობები“ ორიენტირებულია ლოკალურ დონეზე იდეების დატესტვაზე ან/და ისეთი იდეების გაუმჯობესებაზე და მასშტაბის გაზრდაზე, რომლებიც უკვე აღმოჩნდა სარგებლის მომტანი.

ახალგაზრდულმა ჩართულობის პროგრამებმა , განურჩევლად იმისა, თუ რომელ დონეზე ხდება მისი განხორციელება, უნდა მოახდინოს ევროპული ღირებულებების დემონსტრირება.

აქტივობებმა, შესაძლოა თავის თავში დააინტეგრიროს შემდეგი: ვორქშოპი, დებატები, როლების შეთავსება, სიმულაციები, ციფრული შესაძლებლობები, ცნობიერების ამაღლების კამპანიები, ტრენინგები, შეხვედრები და სხვადასხვა ონლაინ და ოფლაინ ინტერაქციები ახალგაზრდებსა და გადაწყვეტილების მიმღებ პირებს შორის, კონსულტაციები, ინფორმაციული და კულტურული ღონისძიებები და ა.შ.

აქტივობების მაგალითები:

  • პირისპირი ან/და ონლაინ შეხვედრები, სემინარები ან სხვა ღონისძიებები ლოკალურ, რეგიონულ, ეროვნულ და ტრანსნაციონალურ დონეზე, რომელიც ქმნის ისეთ სივრცეს, სადაც ახალგაზრდებს შეუძლიათ ისაუბრონ ისეთ საკითხებზე, რომელიც შეეხება მათ, როგორც ევროპელი მოქალაქეების, ყოველდღიურ ცხოვრებას, რომელიც, იდეალურ შემთხვევაში, ასევე მოიცავს გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან შეხვედრებს;
  • ახალგაზრდების მიერ შემუშავებული კონსულტაციები იმ საკითხებზე, რომლებიც რელევანტურია მათთვის და მათი მოგვარების საჭიროებების იდენტიფიცირება;
  • ცნობიერების ამაღლება ისეთ საკითხებზე, რომლებიც ეხება ახალგაზრდების ჩართულობას დემოკრატიულ პროცესებში, მათ შორის საინფორმაციო და კულტურული შეხვედრები, რომლებიც დაკავშირებულია ახალგაზრდების სხვადასხვა სოციალურ გამოწვევებთან;
  • ახალგაზრდებისთვის უსაფრთხო სივრცეების შექმნა დასწრებულ თუ ონლაინ რეჟიმში, რომელიც დაეხმარება მათ ისწავლონ თუ როგორ მიიღონ მონაწილეობა დემოკრატიულ პროცესებში;

ფუნქციონირებადი დემოკრატიული ინსტიტუტების სიმულაცია და გადაწყვეტილების მიმღები პირების როლური თამაშები. როდესაც ეს რელევანტურია, წახალისებულია ონლაინ ფორმატის აქტივობების დაგეგმვა (მაგ. ვებინარი, ჰაკათონი და ა.შ.)

 

ვის შეუძლია განაცხადის შეტანა?

ნებისმიერ, შესაბამის ორგანიზაციას, რომელი დაფუძნებულია ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებსა ან/და პროგრამასთან ასოცირებულ მესამე ქვეყნებში, შეუძლია იყოს აპლიკანტი.

აპლიკანტს განაცხადი შეაქვს ყველა იმ ორგანიზაციის სახელით, რომლებიც ჩართულნი არიან პროექტის კონსორციუმში.

ვის შეუძლია მონაწილეობა?

მონაწილე ორგანიზაცია შესაძლოა იყოს:

  •     არასამთავრობო ორგანიზაცია, ასოციაცია, საჯარო ინსტიტუციები ლოკალურ, რეგიონულ  და ეროვნულ დონეზე, სოციალური საწარმო, მომგებიანი ორგანიზაციები, რომლებიც ჩართულნი არიან კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამებში;
  •     არაფორმალურ ახალგაზრდული ჯგუფები

დაფუძნებული უნდა იყოს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში, პროგრამასთან ასოცირებულ მესამე ქვეყნებში ან/და მესამე ქვეყნებში, რომლებიც არ არიან ასოცირებულნი პროგრამასთან (რეგიონები 1-4)

მონაწილე ორგანიზაციების პროფილი და მათი რიცხვი

  •       ნაციონალური ახალგაზრდების ჩართულობის პროექტები: მინიმუმ ერთი მონაწილე ორგანიზაცია
  •       ტრანსნაციონალური და ინტერნაციონალური ახალგაზრდობის ჩართულობის პროგრამები: მინიმუმ ორი მონაწილე ორგანიზაცია სხვადასხვა ქვეყნებიდან;

პროექტის ხანგრძლივობა

3 თვიდან – 24 თვემდე

მონაწლეები (ბენეფიციარები)

ახალგაზრდები 13 წლიდან – 30 წლამდე, რომლებიც არიან მონაწილე ორგანიზაციების ქვეყნების რეზიდენტები და გადაწყვეტილების მიმღები პირები, რომლებიც დაკავშირებულნი არიან პროექტის თემატიკასთან.

სად ხდება განაცხადის შეტანა?

იმ ქვეყნის Erasmus+ ეროვნულ სააგენტოში, სადაც დაფუძნებულია მონაწილე ორგანიზაცია.

როდის ხდება განაცხადის შეტანა?

განაცხადების წარდგენა ხდება შემდეგი დედლაინების გათვალისწინებით:

12 თებერვალი (12:00 საათი, ბრიუსელის დროით) პროექტებისთვის, რომლებიც იწყება მიმდინარე წლის 1 ივნისისა და 31 დეკემბრის პერიოდში.

1 ოქტომბერი ( 12:00 საათი, ბრიუსელის დროით) პროექტებისთვის, რომლებიც  იწყება მომდენო წლის 1 იანვრისა და 31 მაისის დროის მონაკვეთში.

შესაძლო დამატებითი დედლაინები:

ეროვნულმა სააგენტოებმა შესაძლოა, გამოაცხადონ განაცხადის მიღების დამატებითი დედლაინები 7 მაისს (12:00 საათი, ბრიუსელის დროით), პროექტებისთვის რომლებიც იწყება მიმდინარე წლის 1 აგვისტოსა და 31 დეკემბრის პერიოდში.

როგორ ხდება განაცხადის შეტანა?

გაეცანით პროგრამის გაიდის C ნაწილს

დამატებები

იმ შემთხვევაში, თუ პროექტი ითვალისწინებს მობილობის აქტივობების განხორციელებას, ამ შემთხვევაში მას თანდართული უნდა ჰქონდეს დაგეგმილი მობილობის გრაფიკი.