📣 Erasmus+-ის ეროვნული ოფისი საქართველოში 21 აპრილს გიწვევთ ვებინარებზე ახალგაზრდული ორგანიზაციებისთვის: ახალგაზრდული მობილობა
{16.04.2026} ℹ️ ვებინარი‘’ახალგაზრდული მობილობა’’ დამსწრეებს მიაწვდის ინფორმაციას Erasmus+ ახალგაზრდული გაცვლების შესახებ, განსაკუთრბეული აქცენტით იმაზე, თუ როგორ უნდა ჩაერთონ ორგანიზაციები მობილობის პროექტებში, რომლებიც არაფორმალურ განათლებას ეხება. ვებინარზე განხილული იქნება: შესაბამისობის კრიტერიუმები; კონსორციუმის ჩამოყალიბება; დაფინანსების სტრუქტურა და მონაწილეობის წესები; განაცხადის შეტანის პროცედურები და დედლაინები; რელევანტური პლატფორმები; ახალგაზრდულ გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის ზოგადი კრიტერიუმები. პროექტების ხანგრძლივობა: 3-დან 24 თვემდე. […]