თემატური ახალგაზრდული ბანაკი

[For English scroll down]
 
29-30 ივნისს, თემატურ ახალგაზრდულ ბანაკში, საქართველოში Erasmus+-ის ეროვნული ოფისის წარმომადგენლებმა სტუდენტებთან Erasmus+-ის პროგრამაზე და ყველა იმ შესაძლებლობაზე, რომელიც ახალგაზრდული სექტორისთვისაა ხელმისაწვდომი, ისაუბრეს.
 
29 ივნისის სესიაზე Erasmus+-ის ჯგუფმა სტუდენტებს ინფორმაცია გააცნო: საერთაშორისო კრედიტების მობილობაზე (ICM), ერასმუს მუნდუსზე, ახალგაზრდულ გაცვლებზე, მობილობის პროექტებზე ახალგაზრდული მუშაკებისათვის და სოლიდარობის ევროპულ კორპუსზე. სესიის დასკვნით ნაწილში Erasmus+-ის ელჩმა, გიორგი ხუბულაშვილმა, აუდიტორიას თავისი Erasmus+ გამოცდილება გაუზიარა. გიორგიმ უნივერსიტეტში სწავლის ერთი სემესტრი SGH Warsaw School of Economics-ში, პოლონეთში, გაატარა.
 
30 ივნისის სესია დაეთმო ვორქშოპს “წარმატებული აპლიკაციები მობილობის პროგრამებისთვის,”რომელიც Erasmus+-ის კოორდინატორმა ჩაატარა. ვორქშოპზე განხილული იყო შემდეგი საკითხები: გამორჩეული CV-ის დაწერა, საინტერესო სამოტივაციო წერილის წერა, ეფექტური ელ. კომუნიკაცია და პოზიტიური პერსონალური სურათის შექმნა. სესიის ბოლო ნაწილი Erasmus+-ის შესახებ ქვიზს დაეთმო.
 
Erasmus+ პროგრამა დაფინანსებულია ევროკომისიის მიერ. თემატური ბანაკები ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით 2024 წელს პირველად ჩატარდა და 500-მდე სტუდენტს უმასპინძლა.
 

 
The Thematic Youth Camp
 
On June 29-30, at the Thematic Youth Camp, representatives of the National Erasmus+ Office in Georgia talked to students about the Erasmus+ Programme and the opportunities available for the youth sector.
 
At the June 29 session, the Erasmus+ team introduced the students to the following topics: International Credit Mobility (ICM), Erasmus Mundus, Youth Exchanges, Mobility projects for youth workers, and The European Solidarity Corps. In the final part of the session, Erasmus+ ambassador Giorgi Khubulashvili shared his Erasmus+ experience with the audience. Giorgi spent one semester of university studies at SGH Warsaw School of Economics in Poland.
 
The June 30 session was dedicated to the workshop “Successful Applications for Mobility Programs,” conducted by the Erasmus+ Coordinator in Georgia. The following issues were discussed at the workshop: writing an outstanding CV, writing an interesting cover letter, effective email communication, and creating a positive personal image. The last part of the session was devoted to a quiz about Erasmus+.
 
The Erasmus+ program is funded by the European Commission. Thematic camps organized by the Youth Agency were held for the first time in 2024 and hosted about 500 students.