9 მაისი, 2026 – ევროპის დღის ღონისძიება ექსპო ჯორჯიაში

{11.05.2026}

 გულითად მადლობას გიხდით ყველას, ვინც 9 მაისს, თბილისში ევროპის დღის აღნიშვნას შემოუერთდა.

ევროპის დღის ღონისძიებას 22,000-ზე მეტი ადამიანი დაესწრო. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო:ევროკავშირის მიერ დაფინანსებული 42 პროექტი;

  • ევროპის გუნდის 24 წევრი – ევროკავშირის წევრი 21 ქვეყანა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM), ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD);

  • 100-ზე მეტი მეწარმე, რომლებმაც საკუთარი პროდუქცია და იდეები წარადგინა;

  • სამი სცენა, სადაც 25 აქტივობა, დისკუსია, ჩვენება და პერფორმანსი შედგა და ბოლოს ჯგუფ Bedford Falls-ის დაუვიწყარი კონცერტი;

  • ლაივ პოდკასტი გამორჩეული სტუმრებით — დიპლომატებით, მწერლებით, ფოტოგრაფებით, ხელოვნებათმცოდნეებითა და კომიკოსებით;

  •  “მწვანე კუთხე” – “საქართველო მწვანე მომავლისკენ” და სხვა პარტნიორი პროექტის საინტერესო აქტივობები.

ამ განსაკუთრებული დღის ფარგლებში, Erasmus+-ის ეროვნული ოფისი საქართველოში წარმოდგენილი იყო ორ სხვადასხვა სივრცეში.

 1) პავილიონი 3 –  შესაძლებლობების პავილიონი
ეროვნულმა Erasmus+ ოფისმა გამართა სპეციალური სემინარი:
„Erasmus+ შესაძლებლობები ინტერსექტორული კლასტერების განვითარებისათვის“
სემინარი დაეთმო Erasmus+ პროგრამის ფარგლებში სექტორთაშორისი თანამშრომლობის, საერთაშორისო პარტნიორობებისა და სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობებს.

2) პავილიონი 11 – ინტერაქციული სივრცე
დღის განმავლობაში ვიზიტორებს შესაძლებლობა ჰქონდათ Erasmus+ ეროვნული ოფისის სტენდთან ინტერაქციულ გარემოში გაცნობოდნენ Erasmus+ პროგრამის შესაძლებლობებს, მიეღოთ ინფორმაცია, მონაწილეობა მიეღოთ აქტივობებში და მოეგოთ სიმბოლური პრიზები.

მადლობა ყველას საოცარი ენერგიისთვის, ინტერესისა და ჩართულობისთვის.
ეს მართლაც განსაკუთრებული დღე იყო.
#EuropeDay2026 #MyEuropeMyFuture #ErasmusPlus