{11.05.2026}
გულითად მადლობას გიხდით ყველას, ვინც 9 მაისს, თბილისში ევროპის დღის აღნიშვნას შემოუერთდა.
ევროპის დღის ღონისძიებას 22,000-ზე მეტი ადამიანი დაესწრო. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო:ევროკავშირის მიერ დაფინანსებული 42 პროექტი;
ევროპის გუნდის 24 წევრი – ევროკავშირის წევრი 21 ქვეყანა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM), ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD);
100-ზე მეტი მეწარმე, რომლებმაც საკუთარი პროდუქცია და იდეები წარადგინა;
სამი სცენა, სადაც 25 აქტივობა, დისკუსია, ჩვენება და პერფორმანსი შედგა და ბოლოს ჯგუფ Bedford Falls-ის დაუვიწყარი კონცერტი;
ლაივ პოდკასტი გამორჩეული სტუმრებით — დიპლომატებით, მწერლებით, ფოტოგრაფებით, ხელოვნებათმცოდნეებითა და კომიკოსებით;
“მწვანე კუთხე” – “საქართველო მწვანე მომავლისკენ” და სხვა პარტნიორი პროექტის საინტერესო აქტივობები.
ამ განსაკუთრებული დღის ფარგლებში, Erasmus+-ის ეროვნული ოფისი საქართველოში წარმოდგენილი იყო ორ სხვადასხვა სივრცეში.
1) პავილიონი 3 – შესაძლებლობების პავილიონი
ეროვნულმა Erasmus+ ოფისმა გამართა სპეციალური სემინარი:
„Erasmus+ შესაძლებლობები ინტერსექტორული კლასტერების განვითარებისათვის“
სემინარი დაეთმო Erasmus+ პროგრამის ფარგლებში სექტორთაშორისი თანამშრომლობის, საერთაშორისო პარტნიორობებისა და სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობებს.
2) პავილიონი 11 – ინტერაქციული სივრცე
დღის განმავლობაში ვიზიტორებს შესაძლებლობა ჰქონდათ Erasmus+ ეროვნული ოფისის სტენდთან ინტერაქციულ გარემოში გაცნობოდნენ Erasmus+ პროგრამის შესაძლებლობებს, მიეღოთ ინფორმაცია, მონაწილეობა მიეღოთ აქტივობებში და მოეგოთ სიმბოლური პრიზები.
მადლობა ყველას საოცარი ენერგიისთვის, ინტერესისა და ჩართულობისთვის.
ეს მართლაც განსაკუთრებული დღე იყო.
#EuropeDay2026 #MyEuropeMyFuture #ErasmusPlus
