[16.06.2025]
[For English scroll down]
საქართველოს წარმომადგენლები NEO და HEREs – გოდერძი ბუჩაშვილი და ნათია ზედგინიძე, 2025 წლის 2-3 ივნისს რაბათში გამართულ ორდღიან კონფერენციას დაესწრნენ, რომელიც უმაღლესი განათლების განვითარებად ლანდშაფტსა და მასში მიკროკრედიტების როლს ეხებოდა. ღონისძიებას, რომელიც SPHERE ინიციატივის ფარგლებში რაბათის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ იყო ორგანიზებული, უმაღლესი განათლების რეფორმის 60-მდე ექსპერტი (HERE), პოლიტიკური აქტორები და ინსტიტუციური ლიდერები ესწრებოდნენ.
კონფერენციაზე განხილული იყო მიზნობრივი, მოქნილი სასწავლო მეთოდების შექმნის აუცილებლობა, რაც განპირობებულია სწრაფად ცვალებადი შრომის ბაზრის მოთხოვნებითა და ციფრული განათლების პლატფორმების მიღწევებით. დისკუსიებში ხაზგასმული იყო, თუ როგორ ხდება მიკროკრედიტების ინტეგრირება ეროვნულ ჩარჩოებში, რაც ხელს უწყობს მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლების სტიმულირებას, პროფესიულ კვალიფიკაციის ამაღლებას და უნივერსიტეტისა და ინდუსტრიის თანამშრომლობის გაძლიერებას.
მონაწილეებმა, მიკროკრედიტების ეფექტურად დანერგვის თემატიკის ფარგლებში, განიხილეს სისტემური და ინსტიტუციური ცვლილებები, მათ შორის მარეგულირებელი რეფორმები, ხარისხის უზრუნველყოფა და დაფინანსების მექანიზმები. არსებული, საუკეთესო პრაქტიკის და პოლიტიკის განხილვისას ასევე შესწავლილ იქნა, თუ როგორ შეესაბამება მიკროკრედიტების პრაქტიკა ევროპულ ჩარჩოებს, როგორიცაა – “ევროპული უნარების დღის წესრიგი” და “”ბოლონიის პროცესი.
მონაწილეობის შედეგად, შესწავლილ საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით, საქართველოს HERE-ს წარმომადგენლები შეიმუშავებენ მიზნობრივ რეკომენდაციებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიმღები ინსტიტუციებისთვის. აღნიშნული რეკომენდაციები მიზნად ისახავს მიკროკრედიტების სისტემატური ინტეგრაციის წახალისებას ადგილობრივ საგანმანათლებლო სისტემებში, ასევე, ინოვაციებისა და ეკონომიკური კონკურენტუნარიანობის გაძლიერებას.
კონფერენციაზე, კიდევ ერთხელ, ხაზი გაესვა მიკროკრედიტების პოტენციალს, სამუშაო ბაზრის მიერ მოთხოვნილი უნარების დეფიციტის აღმოსაფხვრელად, დასაქმების შესაძლებლობის გასაზრდელად და ინკლუზიური, მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლის ხელშეწყობისთვის. აღსანიშნავია ზემოხსენებულ პროცესში უმაღლესი განათლების როლი და მისი ადაპტაციის უნარი თანამედროვე სამყაროს მოთხოვნებთან.
HEREs from Georgia Develop Recommendations for HEIs and Authorities on Micro-credentials
Representatives from Georgia NEO and HEREs – Goderdzi Buchashvili and Natia Zedginidze, attended a two-day seminar held in Rabat on 2–3 June 2025, focused on the evolving landscape of higher education and the role of micro-credentials. Hosted by the Université Internationale de Rabat under the SPHERE initiative, the event gathered around 60 Higher Education Reform Experts (HEREs), policy makers, and institutional leaders.
The seminar explored the increasing demand for flexible, targeted learning pathways driven by the rapidly changing labor market and advancements in digital education platforms. Discussions highlighted how micro-credentials are being integrated into national frameworks, supporting lifelong learning, professional upskilling, and strengthening university–industry collaboration.
Participants examined the systemic and institutional changes needed, including regulatory reforms, quality assurance, and funding mechanisms, to effectively adopt micro-credentials. Case studies and policy discussions also addressed how emerging practices align with European frameworks such as the European Skills Agenda and the Bologna Process.
As a result of their participation, Georgia’s HERE representatives will develop targeted recommendations for higher education institutions and national authorities, based on shared best practices and insights from the event. These recommendations aim to support the systematic integration of micro-credentials into local education systems, fostering innovation, responsiveness, and economic competitiveness.
This event underscored the potential of micro-credentials to bridge skills gaps, enhance employability, and promote inclusive, lifelong learning – key priorities as higher education adapts to the demands of the modern world.


