მეექვსე საერთაშორისო კვირეული ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში

[12.06.2025]

[For English scroll down]

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაარსდა მეექვსე საერთაშორისო კვირეული, რომელიც ეძღვნება საერთაშორისო ინტეგრაციას და Erasmus+ პროგრამის შესაძლებლობებს

9 ივნის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, გაიხსნა მეექვსე საერთაშორისო კვირეული. კვირეულის ფარგლებში, უნივერსიტეტს ესტუმრა 12 უნივერსიტეტის 20-ზე მეტი წარმომადგენელი. ღონისძიებაში, ონლაინ ფორმატში, მონაწილეობა მიიღო Erasmus+ ეროვნული ოფისის დირექტორმა მარიამ სულაშვილმა და მონაწილეებს გაუზიარა Erasmus+ პროგრამებში მიღწევები საქართველოში და ასევე, ისაუბრა იმ შესაძლებლობებზე რომელიც არსებობს Erasmus+-ის ფარგლებში.

ზემოთ აღნიშნული კვირეული ჩატარდა Erasmus+ პროგრამის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში და მიზნად ისახავდა უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობას, მისი პოპულარიზაციის გაძლიერებას, ერთობლივი საერთაშორისო პროგრამებისა და პროექტების დაგეგმვასა და თანამშრომლობის გაღრმავებას.



Batumi State University Hosts Sixth International Week Focused on Internationalization and Erasmus+ Opportunities

On June 9th Batumi Shota Rustaveli State University organized the sixth edition of the International Week. During the event, the university welcomed over 20 representatives from 12 universities. Mariam Sulashvili, Director of the National Erasmus+ Office, participated in the week online, discussing Georgia’s current status in Erasmus+ programs, achievements, and future opportunities. She shared insights on the upcoming projects and expectations within the Erasmus+ framework for Georgia.

The International Week has been held within the framework of the Erasmus+ academic and administrative staff exchange program and aimed to promote the university’s internationalization, enhance its visibility, and foster the planning of joint international projects and collaborations.