საინფორმაციო სესიები პროფესიული სასწავლებლების წარმომადგენლებთან პროფესიული უნარების სააგენტოში

04.11.2024

[For English scroll down]

Erasmus+ ეროვნული ოფისისა და პროფესიული უნარების სააგენტოს შორის თანამშრომლობის ფარგლებში პროფესიული განათლების სექტორის წარმომადგენლებთან Erasmus+ პროგრამების შესახებ საინფორმაციო შეხვედრათა ციკლი აქტიურად გრძელდება. 

2024 წლის 11, 20 სექტემბერსა და 18 ოქტომბერს, საქართველოში Erasmus+ ეროვნული ოფისის წარმომადგენელმა საინფორმაციო შეხვედრა გამართა პროფესიული განათლების წარმომადგენლებთან, რომელიც პროფესიული უნარების სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა. შეხვედრის ფარგლებში, კოლეჯის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ გასცნობოდნენ Erasmus+ პროგრამას, მის ჰორიზონტალურ პრიორიტეტებსა და იმ პროგრამებს, რომლებიც ხელმისაწვდომია ქართველი ბენეფიციარებისათვის. შეხვედრების მეორე ნაწილი პრაქტიკულ და ინტერაქტიურ რეჟიმში წარიმართა. კოლეჯის წარმომადგენლები გაეცნენ იმ პრაქტიკულ ნაბიჯებსა და ციფრულ პლატფორმებს, რომლებიც საჭიროა საპროექტო განაცხადის წარდგენისთვის, პარტნიორების მოსაძებნად და Erasmus+-ის სახელმძღვანელოს გამოსაყენებლად.


Informative sessions for the representatives of the vocational educational institutions at the Skills Agency

As part of the collaboration between the National Erasmus+ Office in Georgia and the Skills Agency Georgia, the cycle of informational sessions on Erasmus+ programs for representatives of the vocational education sector continues actively.

On September 11, 20 and October 18, 2024, a representative from the NEO in Georgia held informational sessions for representatives of the vocational education institutions from Georgia. The events were organized by the Skills Agency. During these sessions, the college representatives had the opportunity to learn about the Erasmus+ program, its horizontal priorities, and the available programs for the Georgian beneficiaries. The second part of each session was conducted in a practical and interactive format. The college representatives were introduced to the practical steps and digital platforms, which are necessary for submitting project proposals, finding partners, and utilizing the Erasmus+ guide effectively.

11 სექტემბერი / September 11 

20 სექტემბერი / September 20

18 ოქტომბერი / October 18