04.11.2024
[For English scroll down]
14 ოქტომბერს, Erasmus+ დღეების ფარგლებში NEO-ს წარმომადგენლები დაესწრნენ კავკასიის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ პრეზენტაციას. ღონისძიება ჩატარდა Erasmus+ ჟან მონეს აქტივობების 2024 წლის კონკურსში გამარჯვებული ჟან მონეს კათედრის “ევროპის კავშირი მშვიდობის, კეთილდღეობისა და უსაფრთხოებისათვის” (EU-PPS) თემაზე.
ღონისძიების შესავალ ნაწილში, Erasmus+ ეროვნული ოფისის კოორდინატორმა მარიამ სულაშვილმა მოულოცა კავკასიის უნივერსიტეტს ეს წარმატება და ისაუბრა საქართველოსთვის Erasmus+ პროგრამისა და ევროპული სწავლების გაძლიერების მნიშვნელობაზე.
ღონისძიებას Erasmus+ ეროვნული ოფისის წარმომადგენლობასთან ერთად ესწრებოდნენ კავკასიის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, კავკასიის უნივერსიტეტისა და სხვა უსდ პროფესორ-მასწავლებლები, ევროპისმცოდნეობის საბაკალავრო და “ევროინტეგრაცია და შრომითი ურთიერთობები“ (EIGER) სამაგისტრო პროგრამების სტუდენტები და კურსდამთავრებულები.
European Union for Peace, Prosperity and Security (EU-PP) – Presentation
On October 14th, The representatives of the NEO in Georgia attended a presentation of the Jean Monnet Chair “European Union for Peace, Prosperity and Security” (EU-PPS).
The event took place at Caucasus University as part of the Erasmus Days. The Chair was selected as the winner of the Erasmus+ Jean Monnet 2024 competition.
During the opening remarks of the event Mariam Sulashvili, the coordinator of the National Erasmus+ Office in Georgia, congratulated the Caucasus University for this success and highlighted the importance of the Erasmus+ Programme and the strengthening of European education for Georgia.
With the representatives of the National Erasmus+ Office in Georgia, the presentation was attended by representatives of the Caucasus University administration, professors and lecturers from Caucasus University and other universities, students and graduates of European Studies bachelor and EIGER master program.