Erasmus+ პროგრამის ”ჟან-მონე უმაღლესი განათლების მიმართულებით სწავლება და კვლევა” ფარგლებში, 2024 წელს, ჯამში 1323 პროექტი იქნა წარდგენილი.
”ჟან-მონე უმაღლესი განათლების მიმართულებით სწავლება და კვლევის” პროგრამა ორიენტირებულია გააუმჯობესოს ევროკავშირის შესახებ სწავლება და კვლევა, მთელი მსოფლიოს მასშტაბით და წაახალისოს აკადემიურ წრეებსა და ფართო საზოგადოებას შორის დიალოგი, მათ შორის ადგილობრივ, რეგიონალურ, სახელმწიფო და ევროკავშირის დონეზე, პოლიტიკის დოკუმენტებზე მომუშავე პირებს, საჯარო მოხელეებს, სამოქალაქო საზოგადოების აქტორებს, მედიას და განათლების სხვადასხვა საფეხურის წარმომადგენლებს შორის. აღნიშნულის მიზანი კი, თავის მხრივ, არის ევროკავშირის პოლიტიკის შესახებ ცობიერების ამაღლება და სათანადო ცოდნის შექმნა, ასევე, ევროკავშირის როლის გაძლიერება გლობალურ დონეზე მათ შორის აკადემიისა და სპეციალიზებული ჯგუფების მიღმა, რათა შესაძლებელი გახდეს ევროკავშირის არსის საზოგადოებასთან უფო ახლოს მიტანა. ”ჟან-მონე უმაღლესი განათლების მიმართულებით სწავლება და კვლევა” ასევე, ემსახურება მესამე ქვეყნებში საჯარო დიპლომატიის მიზანასაც და ევროკავშირის ღირებულებების შესახებ ცნობიერების გაზრდას და მის უფრო თვალსაჩინო წარმოჩენას.
ცხრილი #1: 2024 წლის ჟან-მონეს გლობალური სტატისტიკა და პროექტების სტატუსი
საქართველო
ცხრილი 2: საქართველოს პოზიციონირება ჟან-მონეს პროგრამაში, 2024 წ.
2024 წელს, ჟან-მონეს პროგრამის ფარგლებში, Საქართველოს კოორდინირებით შერჩეული იქნა 6 პროექტი, რომლებიც მოწვეულ იქნენ საგრანტო შეთანხმებაზე ხელმოსაწერად, მათ შორის:
- 2 კათედრა;
- 3 მოდული;
- 1 ბრწყინვალების ცენტრი.
გამარჯვებული პროექტების შეფასების საშუალო ქულა იყო 86,5. Შერჩეული პროექტებისთვის გამოყოფლმა მთლიანმა ბიუჯეტმა 252 882 ევრო შეადგინა.
Შერჩეული პროექტების ჩამონათვლი:
ცხრილი 3: 2024 წელს საქართველოს კოორდინირებით შერჩეული პროექტები, რომლებიც მოწვეულ იქნენ საგრნტო შეთანხმებაზე ხელმოსაწერად
ასევე, აღსანიშნავია, რომ საქართველოდან წარმოდგენილი იყო, დამატებით 5 პროექტი, რომლებმაც მინიმალური ქულობრივი შეფასების ზღვარი წარმატებით გადალახეს, მაგრამ მათი დაფინანსება ვერ მოხერხდა არასაკმარისი ბიუჯეტის გამო, მათგან:
- 3 მოდული;
- 1 კათედრა;
- 1 ბრწყინვალების ცენტრი.
ცხრილი 4: 2024 წელს საქართველოს კოორდინირებით შერჩეული პროექტები, რომლებმაც მინიმალური ქულობრივი შეფასების ზღვარი წარმატებით გადალახეს, მაგრამ მათი დაფინანსება ვერ მოხერხდა არასაკმარისი ბიუჯეტის გამო.
Საქართველო რეგიონალურ კონტექტსში
აღოსავლეთ პარტიორობის რეგიონში, რომელიც, ჟან-მონეს პროგრამის ფარგლებში, მოიცავს საქართველოს, სომხეთს, აზერბაიჯანს, უკრაინასა და მოლდოვას, საქართველოდან წარდგენილი პროექტების 42,86%-იანი წარმატებლის მაჩვენებლით პირველ ადგილზეა.
დიაგრამა 1: ჟან-მონეს 2024 წლის ქათული პროექტების შეფასების წარმატების მაჩვენებელი, რეგიონალურ კონტექსტში