ვებინარი Erasmus+ პროგრამის მობილობის შესაძლებლობებზე

[For English scroll down]

2 აგვისტოს Erasmus+ ეროვნულმა ოფისმა საქართველოში ვებინარი Erasmus+ პროგრამის მობილობის შესაძლებლობებზე ჩაატარა.  

ღონისძიების მთავარი მიზანი იყო სტუდენტებს და ახალგაზრდების გაეგოთ ყველა იმ შესაძლებლობის შესახებ, რომელთაც მათ Erasmus+ პროგრამა სთავაზობთ. ვებინარზე განხილული იყო შემდეგი თემები: საერთაშორისო კრედიტების მობილობა (ICM), Erasmus Mundus-ის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა, ახალგაზრდული გაცვლები, ტრენინგები და მოხალისეობა. 

Erasmus+-ის ოფისის წარმომადგენლებმა დამსწრეებთან საერთაშორისო კრედიტების მობილობაზე, ახალგაზრდულ გაცვლებზე, ტრენინგებზე და European Solidarity Corps-ის მოხალისეობის პროგრამებზე ისაუბრეს. სოსო ჩაჩანიძემ, რომელიც Erasmus Mundus-ის სტიპენდიის გამარჯვებულია, Erasmus Mundus-ის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამაზე ისაუბრა და დამსწრეებს თავისი Erasmus+-ის გამოცდილება გაუზიარა. 

დიდ მადლობას ვუხდით მოწვეულ სპიკერს სოსო ჩაჩანიძეს და ყველას ვინც ვებინარს დაესწრო.

 


 

Webinar on Erasmus+ Mobility Programmes

On August 2nd, NEO in Georgia organized a webinar on Erasmus+ Mobility Programmes.

The aim of the event was to share information about Erasmus+ mobility programmes available for students and young people in Georgia. The following topics were discussed during the webinar: International Credit Mobility, Erasmus Mundus Joint Masters Degree, youth exchanges, trainings, and European Solidarity Corps volunteering opportunities.

The representatives of NEO in Georgia talked with the participants about ICM, youth exchanges, trainings, and volunteering programs of the European Solidarity Corps. Soso Chachanidze, who is a winner of the Erasmus Mundus scholarship, spoke about the Erasmus Mundus Joint Master’s program and shared his Erasmus+ experience with the attendees.

We would like to thank Soso Chachanidze for joining us as a speaker and thank everyone for attending.