{04.09.2025}
[For English scroll down]
Erasmus+-ის ეროვნული ოფისი საქართველოში, SPHERE Obreal-ის (ბარსელონა, ესპანეთი) მხარდაჭერით, ატარებს სემინარს – “ტექნიკური დახმარების მისია (TAM) – დისტანციური სწავლების პროგრამების ხარისხის უზრუნველყოფა და აღიარება”.
9-10 ოქტომბერს, საქართველოს უმაღლესი განათლების ლანდშაფტის განვითარების შესახებ გამართულ ღონისძიებას გაუძღვება დარგის წამყვანი ექსპერტი – პროფესორი კარლ ლედერმულერი (WU VIENNA-ს შეფასებისა და ხარისხის გაუმჯობესების ხელმძღვანელი), ვენიდან, ავსტრიიდან. განხილულ საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს პერსპექტივას პროფ. თამარ სანიკიძე (Erasmus+-ის ეროვნული ოფისის მანდატით მომუშავე HERE – უმაღლესი განათლების რეფორმის ექსპერტი საქართველოში) წარმოადგენს.
ღონისძიება, უმაღლესი სასწავლო დაწესებულელბების წარმომადგენლებს და ეროვნულ დონეზე შესაბამის გადაწყვეტილების მიმღებ პირებს საშუალებას მისცემს გაეცნონ ინფორმაციას ონლაინ და შერეული სწავლების მიმართულებით არსებული საუკეთესო პრაქტიკების, მაგალითებისა და აღნიშნული გამოცდილების ინტერნაციონალიზაციას შესახებ. ახალ საკანონმდებლო ცვლილებებთან მიმართებაში, ღონისძიების მთავარი ფოკუსია ონლაინ და შერეული სწავლების პრაქტიკული გამოყენების ხელშეწყობა, საერთაშორისო პერსპექტივების შესახებ ცნობიერების ამაღლება, ხარისხის უზრუნველყოფა და ციფრული განათლების მიმართულებით, მომავალი გამოწვევებისათვის მომზადება, მათ შორის, ონლაინ უნივერსიტეტის დაარსების ხელშეწყობა.
სამუშაო ენა: ინგლისური
თარიღი და დრო: 2025 წლის 9 (11:00 – 18:00) და 10 ოქტომბერი (11:00 – 14:00)
სამიზნე აუდიტორია (ვისთვის შეიძლება ღონისძიება იყოს საინტერესო?):
- უმაღლესი განათლების ინსტიტუციების წარმომადგენლები – რექტორები, ვიცე-რექტორები, ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტები, დეკანები, საერთაშორისო ინტეგრაციის ცენტრები და ა.შ;
- საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო;
- განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი;
- ევროკავშირის დელეგაცია;
- უმაღლესი განათლების რეფორმის ექსპერტები;
დისტანციური სწავლების პროგრამების ხარისხის უზრუნველყოფისა და აღიარების შესახებ
საქართველოსთვის უმაღლესი განათლების სისტემისციფრული ტრანსფორმაცია ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. უმაღლესი განათლების სფეროში, ამჟამად, მიმდინარე ციფრული ტრანსფორმაციის პროცესს, რომელიც პოსტ-კოდივის გარემოს მიერ წამოჭრილ რიგ აქტუალურ საკითხებს და ახალ ციფრული ინსტრუმენტების ერთობლიობას მოიცავს, მნიშვნელოვნი გავლენა აქვს უმაღლეს განათლებაში მიმდინარე აკადემიურ პროცესებზე. შესაბამისი ხარისხის მართვის სტანდარტების უზრუნველოფითა და ციფრული ტრანსფორმაციის მეშვეობით შესაძლებებლი იქნება უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა, საგანმანათლებლო პროგრამების ინტერნაციონალიზაციის კომპონენტის გაუმჯობესება და ქვეყანაში განათლების თანასწორობის მხარდაჭერა.
მოსალოდნელია, რომ ციფრული ტრანსფორმაციის მეშვეობით, განვითარდება მოქნილი სასწავლო მოდულები, მათ შორის ონლაინ, შერეული და ჰიბრიდული მოდულები. აღნიშნული ცვლილებები,თავის მხრივ, დაეხმარება მრავალფეროვანი საჭიროებების მქონე სტუდენტებს, მათ შორის მათ, ვინც ნახევარ ან არატრადიციული გრაფიკით სწავლობს.
ტექნიკური დახმარების მისიის (TAM-ის) ღონისძიება ფოკუსირებულია საქართველოში, სრულად, ონლაინ ან შერეული სწავლების რეჟიმით განხორციელებული დისტანციური სწავლების პროგრამების ხარისხის უზრუნველყოფაზე და აღიარებაზე. ღონისძიების ჩატარების იდეის ინიცირება მოხდა Erasmus+-ის ეროვნული ოფისის მიერ საქართველოში . განაცხადი ასახავს უმაღლესი განათლების სფეროში არსებულ, ცვალებად ლანდშაფტთან მიმართებით ექსპერტის გამოცდილების გაზიარების აუცილებლობას, განსაკუთრებით ბოლო დროს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების გათვალისწინებით.
კონკრეტული TAM-ის საჭიროება 2024 წლის ივნისში „უმაღლესი განათლების“ და „განათლების ხარისხის გაუმჯობესების“ შესახებ ახალი კანონების მიღებამ გამოიწვია. ნახსენები ცვლილებები მაგისტრატურის დონეზე ნაწილობრივ ან სრულად ონლაინ სწავლების პრაქტიკას დასაშვებს ხდის, ხოლო სრულად ონლაინ პროგრამებისთვის ხელახალი აკრედიტაციის გავლას მოითხოვს. მიღებული კანონები, ამასთანავე, არეგულირებს საზღვარგარეთ მიღებული დისტანციური განათლების ხარისხის აღიარების საკითხს. აღწერილი საკანონმდებლო ცვლილებები, მრავალფეროვანი საგანმანათლებლო პროგრამების აღაირების პროცესებთან მიმართებაში, ხარისხის უზრუნველყოფის მყარი ჩარჩოების და მკაფიო პროცედურებს შემუშავებას მოითხოვს. აქედან გამომდინარე, შერჩეული თემა საქართველოს უმაღლესი განათლების სექტორის ციფრული ტრანსფორმაციისა და მდგრადობისთვის უმნიშვნელოვანესია.
ღონისძიების მიმდნარეობის პერიოდში პროფესორი კარლ ლედერმულერი დამსწრეებს სიღრმისეულ ინფორმაციას გააცნობს ხარისხის უზრუნველყოფისა და აღიარების და სხვა ქვეყნების მიერ განხორციელებული საუკეთესო პრაქტიკების მაგალითებს შესახებ. ექსპერტი, ასევე, გაუძღვება ინტერაქციულ ვორქშოპებს და გასცემს რეკომენდაციების მომავალი პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავებასთან დაკავშირებით. ქართული უნივერსიტეტების და შესაბამისი სტრუქტურებისთვის მოწვეული ექსპერტის მიერ გაზიარებული ცოდნა გაამარტივებს აკრედიტაციის კრიტერიუმების გააზრებას საერთაშორისო კვალიფიკაციების აღიარების საკითხში და ონალინ უნივერსიტეტების სტრუქტურული და სასწავლო პირობების შესაქმნელად.
ღონისძიება უმაღლეს სასწავლებლებს მნიშვნელოვან ინფორმაციას მიაწვდის საკანონმდებლო ცვლილებების, ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტების, ონლაინ უნივერსიტეტის გეგმებისა და უცხოური დისტანციური სწავლების ხარისხის აღიარების სახელმძღვანელო პრინციპების შესახებ. ღონისძიება მიზნად ისახავს უმაღლესი სასწავლებლებსა და ეროვნულ დონეზე, გადაწყვეტილების მიმღებ პირთა შორის, კომუნიკაციის თანამშრომლობისა და დიალოგის ხელშეწყობას, რაც უზრუნველყოფს საქართველოს ციფრული განათლების ახალ ერაში შეუფერხებელ გადასვლას, ინსტიტუციების ეროვნულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას და უმაღლესი განათლების ევოლუციაში ეფექტური წვლილის შეტანას.
სარეგისტრაციო ბმული: https://forms.gle/hJKqxp67jtoY1gHw7
ღონისძიებაზე დასასწრებად აუცილებელია რეგისტრაცია.
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2 ოქტომბერი, 2025, 24:00 (საქართველოს დროით)
ღონისძიების შესახებ დამატებითი ინფორმაცია გაზიარებული იქნება რეგისტრირებულ პირებთან.
ველით თქვენთან შეხვედრას!
***
Technical Assistance Mission (TAM) – Quality assurance and Recognition of distance education programs
The National Erasmus+ office is organizing a Technical Assistance Mission on ‘Quality Assurance and Recognition of Distance Education Programs,’ with the invaluable support of SPHERE Obreal (Barcelona, Spain).
This pivotal event on Oct 9-10, 2025, brings a leading expert – Prof. Mag. Dr. Karl Ledermüller (WU VIENNA, Head of Evaluation and Quality Enhancement) from Vienna, Austria to Tbilisi to elevate Georgia’s higher education landscape. The Georgian perspective will be represented by Prof. Tamar Sanikidze (HEREs – Higher Education Reform Expert in Georgia under the mandate of NEO).
This is an unparalleled opportunity for universities and national authorities to gain crucial insights into existing best practices, the internationalization of these practices, and compelling case studies in online and blended learning. While we will touch upon recent legislative updates, the primary focus is on practical application and international perspectives, ensuring robust quality assurance and preparing for the future of digital education, including the establishment of an online university.
Work Language: English
Date and Time: 09 (11:00 – 18:00) and 10 October (11:00 – 14:00), 2025
Target Public/Audience:
- Representatives of the HEIs – Rectors, Vice-Rectors, Quality Assurance Specialists, Deans, International Integration Centers etc.
- Ministry of Education, Science and Youth of Georgia
- National Center For Educational Quality Enhancement
- EU DEL
- HEREs
About Quality assurance and Recognition of distance education programs
Digital transformation is one of the important priorities for the higher education sector in Georgia. Digital transformation happening now in higher education encompasses a number of pressing issues raised by post-covid environment with a set of novel digital tools that significantly affects the academic process in HE. With appropriate quality management standards digital transformation is posed to enhance accessibility to higher education, improve the internationalization component of educational programs, and support education equity in the country. Digital transformation is expected to support flexible modules, including online, blended and hybrid teaching models. This in turn should support students with diverse needs, including part-time and non-traditional learners.
The Technical Assistance Mission (TAM) proposal outlines a critical initiative focused on “Quality assurance and Recognition of distance education programs, delivered by either fully online or blended learning mode” in Georgia. This proposal, submitted by the National Erasmus+ Office in Georgia, seeks expert assistance to address the evolving landscape of higher education in the country, particularly in light of recent legislative amendments.
The core rationale for this TAM stems from the adoption of new laws on “Higher Education” and “Education Quality Enhancement” in June 2024. These amendments permit partial or full online learning at the master’s level and mandate re-accreditation for fully online programs, while also addressing the recognition of distance education degrees acquired abroad. This legislative shift necessitates robust quality assurance frameworks and clear procedures for recognizing diverse educational pathways, making the selected topic paramount for the digital transformation and sustainability of Georgia’s higher education sector.
The intended learning outcomes are comprehensive, aiming to equip participants with the knowledge and tools to: develop effective quality assurance strategies for distance learning; navigate the accreditation process for online programs; ensure the recognition of distance learning degrees acquired abroad; contribute to the development of future quality assurance standards; and prepare for the establishment of online universities. These outcomes directly address the challenges and opportunities presented by the legislative changes, emphasizing the need for a standardized approach to online and blended learning.
The expert’s role is crucial, as they are expected to provide in-depth guidance on quality assurance and recognition, offer case studies and best practices from other countries, lead interactive workshops, and provide recommendations for future policy development. Their input will be instrumental in helping Georgian universities and policymakers understand the specific criteria for accreditation, the ministerial rules for recognizing international qualifications, and the structural and pedagogical requirements for establishing online institutions.
This seminar will disseminate vital information to HEIs regarding the legislative developments, quality assurance standards, plans for an online university, and guidelines for recognizing foreign distance learning degrees. The expected result is to maximize outreach and engagement, fostering open dialogue between HEIs and national authorities to ensure a smooth transition into the new era of digital education in Georgia, aligning all institutions with national standards and contributing effectively to the evolution of higher education.
Registration link: https://forms.gle/hJKqxp67jtoY1gHw7
Registration is necessary to attend the event.
Registration deadline: 2 October, 2025, 24:00 (Georgian Time)Additional information regarding the event will be shared with the registered participants.
We are looking forward to meeting you!
