TAM Follow-up ვებინარი

04.11.2024

[For English scroll down]

2024 წლის 4 ნოემბერს, Erasmus+ ეროვნული ოფისისა და უმაღლესი განათლების რეფორმის ექსპერტთა ეროვნული გუნდის ორგანიზებით TAM Follow-up ღონისძიება ვებინარი გაიმართა, რომელიც ევროპული უნივერსიტეტის ალიანის საკითხს დაეთმო. ვებინარს წარუძღვა უმაღლესი განათლების რეფორმის ექსპერტი კავკასიის უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო აკრედიტაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პროფ. ირმა გრძელიძე.

აღნიშნული ვებინარი მიზნად ისახავდა ევროპული უნივერსიტეტების ალიანსის შესახებ ქართული უმაღლესი განათლების ინსტიტუტების ინფორმირებას, კონკრეტულად კი, თუ რა არის ეს ინიციატივა, როგორ მუშაობს და რა შედეგები აქვს, ისევე როგორც, განხილულ იქნა თანამშრომლობის გზები და მისი სარგებელი ქართული ინსტიტუციებისათვის. ეს ინიციატივა ხელს უწყობს საერთაშორისო თანამშრომლობას უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის ევროპის მასშტაბით განათლების, კვლევისა და ინოვაციების გასაძლიერებლად. 

ღონისძიებას, ასევე, დაესწრნენ სხვა ექსპერტები და სხვადასხვა უმაღლესი განათლების ინსტიტუტების საერთაშორისო ურთიერთობების/ინტეგრაციის ოფისის წარმომადგენლები. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ვებინარზე გამოითქვა მსგავსი ალიანსების პრაქტიკის განხორციელების ინიციატივა ეროვნულ დონეზე, რაც ხელს შეუწყობს ქართულ ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას. 

ვებინარი წარმოადგენდა TAM-ის ფარგლებში SPHERE-ს მხარდაჭერით ჩატარებული კონფერენციის დასკვნით აქტივობას და მოიცავდა იმ ცოდნასა და გამოცდილებას, რომელიც გაზიარებულ იქნა მოწვეულ მომხსენებელ კევინ გიომის, მიერ 23-24 სექტემბერს გამართულ ონლაინ კონფერენციაზე.  


TAM Follow-up Webinar 

On November 4, 2024, the Erasmus+ National Office in Georgia and the National Team of Higher Education Reform Experts organized a TAM Follow-up webinar focused on the topic of European University Alliances. The session was led by Higher Education Reform Expert Mrs. Irma Grdzelidze, Head of Strategic Development Department and International Accreditation Office at Caucasus University

The purpose of the webinar was to inform Georgian higher education institutions about the European University Alliance initiative, specifically covering what the initiative entails, how it operates, and its outcomes. Additionally, the session explored pathways for collaboration and the potential benefits for Georgian institutions. This initiative promotes international cooperation among higher education institutions across Europe, aiming to strengthen education, research, and innovation.

The event was attended by HEREs, as well as representatives from the international relations and integration offices of various higher education institutions in Georgia. Notably, the webinar included discussions about implementing similar alliance practices at the national level to enhance collaboration among Georgian institutions.

The webinar served as the concluding activity of the conference held within the framework of TAM by the support of the SPHERE, incorporating insights and experiences shared by guest speaker Kevin Guillaume during the online conference on September 23-24.