Erasmus დღეები 2024 – Erasmus + სტუდენტებისთვის და ახალგაზრდებისთვის

04.11.2024

[For English scroll down]

16 ოქტომბერს, Erasmus+ ეროვნულმა ოფისმა საქართველოში Erasmus დღეები 2024 -ის ფარგლებში ღონისძიება – Erasmus + სტუდენტებისთვის და ახალგაზრდებისთვის –  ჩაატარა. ღონისძიებას შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა უმასპინძლა. ღონისძიების მიზანი იყო დამსწრეებისთვის გაეცნო Erasmus +-ის შესაძლებლობები, რომლებიც საქართველოში სტუდენტებისთვის და ახალგაზრდებისთვის არის ხელმისაწვდომი.

ღონისძიების პირველ ნაწილში NEO-ს წარმომადგენლებმა ისაუბრეს საერთაშორისო კრედიტების მობილობაზე (ICM), Erasmus + მუნდუსზე, ახალგაზრდების მობილობასა და გაცვლაზე და ტრენინგებზე.

ღონისძიების მეორე ნაწილში მოწვეულმა სპიკერებმა, აინურ მამედოვამ, მარიამ მღებრიშვილმა, გიორგი ფაცაციამ და ანა ქამადაძემ დამსწრეებს საკუთარი Erasmus+ გამოცდილება გაუზიარეს. მათ ისაუბრეს იმ გამოწვევებზე და ბენეფიტებზე, რომლებიც Erasmus+ პროგრამას ახლავს თავს. მოწვეული სპიკერები Erasmus+ კრედიტების მობილობის კონკურსის მეშვებით სწავლობდნენ ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტებში.  

ღონისძიების შემდეგ ნაწილში, მოწვეული სპიკერი კარიერის მენტორი, სალომე სულაბერიძე, დამსწრეების წინ წარადგა პრეზენტაციით შემდეგ თემებზე: როგორ შევადგინოთ CV, დავწეროთ სამოტივაციო წერილი, შევქმნათ პერსონალური იმიჯი და მოვემზადოთ ინტერვიუსთვის. 

ღონისძიების დასკვნით ნაწილში, მოეწყო Kahoot-ის შეჯიბრი Erasmus+ პროგრამის და ევროკავშირის შესახებ. შეჯიბრის გამარჯვებულები NEO-ს სიმბოლური საჩუქრებით დასაჩუქრდნენ. 


 

Erasmus Days 2023: Erasmus+ for students and youth

On October 16th, the National Erasmus+ Office in Georgia organized an event –  Erasmus+ for Students and Youth. The event was held within the Erasmus+ days 2024 and was hosted by the International Black Sea University. The aim of the event was to share information about Erasmus + programmes that are available in Georgia for students and young people.

During the first part of the event the representatives of the NEO in Georgia discussed the following topics: International credit mobility (ICM), Erasmus MUNDUS, Youth exchanges and Trainings. 

The second part of the event was dedicated to the panel discussion about the experiences of the students that took part in the Erasmus+ ICM. Invited speakers: Ainur Mamedov, Mariam Mgebrishvili, Giorgi Patsatsia and Ana Qamadadze shared the challenges and benefits that are part of the Erasmus+ studing experience.

The next part of the event was dedicated to Career Mentor, Salome Sulaberidze’s, presentation about the creation of CV and personal brand image, writing of motivation letter and getting ready for the interview process. 

In the final part of the event, a Kahoot! a competition about the Erasmus+ Programme and the European Union was organized. The winners of the competition were awarded with symbolic gifts of NEO.