უსდ ექსპერტების შესახებ / About HEREs
უმაღლესი განათლების რეფორმის ექსპერტთა ეროვნული გუნდის მიზანია უზრუნველყოს სფეროში ექსპერტული ცოდნის თავმოყრა, რათა მათ ხელი შეუწყონ რეფორმების განხორციელებასა და პროგრესს უმაღლესი განათლების (HE) სფეროში. შესაბამისად, ისინი მონაწილეობას იღებენ უმაღლესი განათლების პოლიტიკისა და რეფორმების შემუშავებაში.
HERE-ს მისია სამი ძირითად მიმართულებად იყოფა:
- მხარი დაუჭირონ, უმაღლესი განათლების მიმართულებით, პოლიტიკის შემუშავებას, მოდერნიზაციის რეფორმის პროცესებისა და სტრატეგიების მხარდაჭერით, ადგილობრივ ხელისუფლებასთან მჭიდრო კონტაქტით, განსაკუთრებით, სასწავლო გეგმების შემუშავების, მმართველობის მოდერნიზაციის, უმაღლესი საგანმანათლებლო სისტემების და დაწესებულებების მართვისა და ფუნქციონირების კუთხით. ასევე, ხელი შეუწყონ უმაღლესი განათლების სექტორსა და ფართო საზოგადოებრივ-ეკონომიკურ გარემოს შორის ურთიერთობების გაძლიერებას.
- უმაღლესი განათლების სფეროში, ევროკავშირის პოლიტიკის შესახებ, დიალოგის მხარდაჭერა, მათ შორის ერასმუს+ პროგრამის ფარგლებში შექმნილ სხვადასხვა პოლიტიკის პლატფორმებთან სინერგიითა და კოორდინაციით, რომელთაც ხელმძღვანელობს ევროკომისია.
- მხარი დაუჭიროს ერაზმუს+ და ევროკავშირის დაფინანსებულ პროექტებს, მათი შედეგების დისემინაციით, განსაკუთრებით საუკეთესო პრაქტიკისა და ინოვაციური ინიციატივების გავრცელების საშუალებით.