ჰორიზონტალური პრიორიტეტები Erasmus+-ის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს და პროგრამის ყველა სექტორს მოიცავს. ეს პრიორიტეტებია:
- ინკლუზია და მრავალფეროვნება
- ციფრული ტრანსფორმაცია
- გარემოს დაცვა და კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლა
- დემოკრატიულ ცხოვრებაში მონაწილეობა, საერთო ღირებულებები და სამოქალაქო ჩართულობა
ამ პრიორიტეტების მეშვეობით პროგრამა მიზნად ისახავს უფრო მეტად ინკლუზიური, მწვანე, ციფრული და მონაწილეობითი ევროპის ხელშეწყობას. Erasmus+-ის პროექტის წერისას აუცილებელია, პროექტი ამ პრიორიტეტებიდან მინიმუმ ერთ-ერთს ითვალისწინებდეს.